ავტორი:

პოლ უოქერის ქალიშვილი საკურთხეველთან ვინ დიზელმა მიაცილა - ემოციური კადრები ქორწილიდან

პოლ უოქერის ქალიშვილი საკურთხეველთან ვინ დიზელმა მიაცილა - ემოციური კადრები ქორწილიდან

პოპულარული ფილმის, Fast & Furious-ის ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის, პოლ უოქერის ქალიშვილი, 22 წლის მიდოუ უოქერი დაქორწინდა.

ქორწილის ცერემონია კი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა "ფორსაჟის" ფანებისთვის, რადგანაც საკურთხეველთან გოგონა პოლ უოქერის პარტნიორმა და მისმა უახლოესმა მეგობარმა, ვინ დიზელმა მიაცილა.

წყვილი დომინიკელთა რესპუბლიკაში დაქორწინდა. ვინ დიზელი მიდოუ უოქერის ნათლიაა. მიდოუ დიზელის ოჯახს საკუთარ ოჯახად მიიჩნევს. მათ შორის ახლო ურთიერთობა და დიდი კავშირია. გოგონას "ინსტაგრამზე" არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული ვინ დიზელის შვილებთან ერთად და წერს, რომ ისინი მისი ოჯახის წევრები არიან.

მიდოუ უოქერი ვინ დიზელის შვილებთან ერთად

ამერიკელი მსახიობი 2013 წლის 30 ნოემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. "ფორსაჟიდან“ მის მიერ განსახიერებული გმირი ბრაიან ო’კონერი კი დღემდე დაუვიწყარია.