ავტორი:

ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ომის სირთულეს სრული დრამატიზმით ასახავს - "წლის ფოტო" და სირიელი მამა-შვილის სევდიანი ამბავი

ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ომის სირთულეს სრული დრამატიზმით ასახავს - "წლის ფოტო" და სირიელი მამა-შვილის სევდიანი ამბავი

თურქმა ფოტოგრაფმა მეჰმეთ ასლანმა სიენას საერთაშოსო კონკურსზე მთავარი ჯილდო მოიპოვა - მისმა ნამუშევარმა "წლის ფოტოს" კატეგორიაში გაიმარჯვა. ფოტოზე აღბეჭდილია სირიელი ლტოლვილი მამა-შვილი, რომლებიც ამჟამად თურქეთის პროვინცია ჰათაიში ცხოვრობენ.

ფოტოს სახელწოდებაა "ცხოვრების სირთულე“ და მასზე ვხედავთ მამაკაცს სახელად მუნზირს, რომელმაც მარჯვენა ფეხი იდლიბის დაბომბვის დროს დაკარგა. მას ხელში ჰყავს შვილი, მუსტაფა. ბავშვი კიდურების გარეშე დაიბადა.

იდლიბიდან გაქცევის შემდეგ ოჯახი სირიის საზღვართან, თურქეთის სამხრეთით ცხოვრობს. ოჯახი ახლა თანხის ძიებაშია, რათა ბავშვს პროთეზი გაუკეთონ. ბიჭუნა იშვიათი თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა, რაც კიდურების არარსებობით გამოიხატება. თურქი ექიმების თქმით, ეს გამოიწვიეს იმ მედიკამენტებმა, რომლითაც ბავშვის დედას ორსულობის დროს მკურნალობდნენ. ქალს მკურნალობა სირიის დაბომბვის შემდეგ დასჭირდა.

"ეს სურათი ახლა მსოფლიომ ნახა. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით ჩვენი ხმა მიგვეწვდინა ყველასთვის, ვინც მოგვისმენდა და ვისაც ჩვენი დახმარება შეეძლო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ბავშვს უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა“, - ამბობს ბავშვის დედა "ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას.