პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მურუსიძე-ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან" - ნიკა მელია
"მურუსიძე-ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან" - ნიკა მელია

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ექი­მე­ბის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის სა­ჭი­რო­ებს მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით "გვე­უბ­ნე­ბა, რომ არა, იქ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი".

"რამ­დე­ნი დღეა სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლობს, იმ­ყო­ფე­ბა უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია, რომ პა­ტი­მარს და­ა­რე­კი­ნოს, ვი­ყა­ვი იქ და ვიცი, რომ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მათ, მაგ­რამ არ აკე­თე­ბენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი დღეა შიმ­ში­ლობს და ითხოვს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­უ­ნიშ­ნონ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­დეს ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა არის აბ­სურ­დუ­ლი და ამას არ აკე­თე­ბენ. რამ­დე­ნი დღეა ექი­მე­ბი, კონ­სი­ლი­უ­მი სა­უბ­რობს, იმ­სჯე­ლეს და თქვეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით რას გვე­უბ­ნე­ბა? არა, იქ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რა არის ეს თუ არა მცდე­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბი­სა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი იაზ­რებს, რა­საც აკე­თებს და მისი თხოვ­ნაა რომ 30 ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვი­დეთ. არ­ჩევ­ნებ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ბორ­ბა­ლი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის წაღ­მა და­ვატ­რი­ა­ლოთ, ახლა უკუღ­მა ტრი­ა­ლებს. ვინ­მეს მოს­წონთ თუ არ მო­წონს სა­ა­კაშ­ვი­ლი ისი­ნიც კი აღი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ გუ­ლებ­ში, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ენით აღუ­წე­რელ ქმე­დე­ბას ჩა­დის მა­შინ, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­დაჰ­ყავს.

"ენით აღუ­წე­რე­ლია, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კად­რუ­ლობს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­დაჰ­ყავ­დეთ მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, აკე­თე­ბენ იმას, რა­საც აკე­თე­ბენ. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არა­ფე­რი არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამი­ტომ 6 დღე­ში ყვე­ლამ ერ­თად უნდა გავ­ცეთ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ქვეყ­ნის­თვის უამ­რა­ვი რამ გა­უ­კე­თე­ბია, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი შე­იქ­მნა, შე­უმ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო და ახლა, მურ­სი­ძე - ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­საკ­ლა­ვი პრე­ზი­დენ­ტი ამ ქვე­ყა­ნას არ ჰყავს, ვერ ეღირ­სე­ბი­ან ამას. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა ეძღვნე­ბა ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ნა­თელ მო­მა­ვალს და ჭა­ო­ბი­დან ამოს­ვლას. მათ შო­რის, უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ წერ­ტი­ლი და­ეს­ვას და პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა დას­რულ­დეს. დღეს თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია პა­ტიმ­რო­ბა­ში, ხვალ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. ამი­ტომ ყვე­ლა­ნი სო­ლი­და­რუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ და ვხე­დავ, რომ ეს სო­ლი­და­რო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკას
53

აბა ამ კრიმინალი და შანტაჟისტი ხელისყუფლებისგან რას ელოდები?

ზურაბ
7

ხედავთ როგორი აზროვნება აქვთ, მურუსიძის სასამართლო და მათი პროკურატურა ქართველი ხალხის დასასჯელად უნდოდათ,როგოც კი მათ შეეხოთ სამართლის აღსრულება,აღარ მოეწონათ თავისივე გამოზრდილი მოსამართლეები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მურუსიძე-ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან" - ნიკა მელია

"მურუსიძე-ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან" - ნიკა მელია

"სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთელი პასუხიმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ის საჭიროებს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახელით "გვეუბნება, რომ არა, იქ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი".

"რამდენი დღეა სააკაშვილი შიმშილობს, იმყოფება უკანონო პატიმრობაში და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას არ აძლევენ. ვალდებულება აქვს ციხის ადმინისტრაცია, რომ პატიმარს დაარეკინოს, ვიყავი იქ და ვიცი, რომ ეს ვალდებულება აქვთ მათ, მაგრამ არ აკეთებენ. სააკაშვილი რამდენი დღეა შიმშილობს და ითხოვს, რომ სასამართლო პროცესი ჩაუნიშნონ, რომ საზოგადოება დარწმუნდეს ყველა ის ბრალდება არის აბსურდული და ამას არ აკეთებენ. რამდენი დღეა ექიმები, კონსილიუმი საუბრობს, იმსჯელეს და თქვეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ის აუცილებლად საჭიროებს მრავალპროფილურ საავადმყოფოს. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახელით რას გვეუბნება? არა, იქ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი. რა არის ეს თუ არა მცდელობა ამ ადამიანის ფიზიკური განადგურებისა, მაგრამ სააკაშვილი იაზრებს, რასაც აკეთებს და მისი თხოვნაა რომ 30 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე მივიდეთ. არჩევნებზე ისტორიული ბორბალი ქვეყნის განვითარების წაღმა დავატრიალოთ, ახლა უკუღმა ტრიალებს. ვინმეს მოსწონთ თუ არ მოწონს სააკაშვილი ისინიც კი აღიარებენ თავიანთ გულებში, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის სიყვარულით", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ენით აღუწერელ ქმედებას ჩადის მაშინ, როდესაც სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში არ გადაჰყავს.

"ენით აღუწერელია, რასაც ხელისუფლება კადრულობს, ნაცვლად იმისა, რომ გადაჰყავდეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც თავიდან ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობა, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ 6 დღეში ყველამ ერთად უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. მიხეილ სააკაშვილს ქვეყნისთვის უამრავი რამ გაუკეთებია, სახელმწიფოებრივი საფუძვლები შეიქმნა, შეუმდგარი სახელმწიფო იყო და ახლა, მურსიძე - ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან ამას. ჩემი ყოველდღიური ბრძოლა ეძღვნება ამ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჭაობიდან ამოსვლას. მათ შორის, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, რომ წერტილი დაესვას და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს. დღეს თუ მიხეილ სააკაშვილია პატიმრობაში, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. ამიტომ ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ და ვხედავ, რომ ეს სოლიდარობა ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.