პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს
პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს

ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა პა­პუა-ახალ გვი­ნე­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცი­ის დროს უჩ­ვე­უ­ლო ჯი­შის ფრთო­სა­ნი, თეთრკუ­დი­ა­ნი თაგ­ვი, ყვი­თე­ლი ბა­ყა­ყი და ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­თა კი­დევ მრა­ვა­ლი ახა­ლი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, იტყო­ბი­ნე­ბა "Daily Mail"-ი.

ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფრთო­სა­ნის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ხე­ლი არ და­ურ­ქმე­ვი­ათ. ბი­ო­ლო­გე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლი­სა და "ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის, ოს­ტატ იო­დას მსგავ­სე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ.

პა­პუა-ახა­ლი გვი­ნე­ის მი­უდ­გო­მელ მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ექ­სპე­დი­ცი­ის დროს მეც­ნი­ე­რებ­მა სულ 200-მდე უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლი და მცე­ნა­რე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ შო­რის ნა­რინ­ჯის­ფე­რი ობო­ბა და ყვი­თელ­ლა­ქე­ბი­ა­ნი ბა­ყა­ყი. ორ­თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის მან­ძილ­ზე მეც­ნი­ე­რებ­მა 24 სა­ხე­ო­ბის ბა­ყა­ყი, ორი უც­ნო­ბი ძუ­ძუმ­წო­ვა­რა, ათი მცე­ნა­რე და ასამ­დე მწე­რი და ობო­ბა შე­ის­წავ­ლეს.

პირ­ვე­ლი უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბის ძუ­ძუმ­წო­ვა­რა თეთრკუ­დი­ა­ნი თაგ­ვი გახ­და, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რებ­მა ზღვის დო­ნი­დან 1590 მ-ის სი­მაღ­ლე­ზე იპო­ვეს.

სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი სტი­ვენ რი­ჩარდსი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პა­პუა-ახა­ლი გვი­ნეა მათ კი­დევ ბევრ სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს

პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს

ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა პაპუა-ახალ გვინეაში სამეცნიერო ექსპედიციის დროს უჩვეულო ჯიშის ფრთოსანი, თეთრკუდიანი თაგვი, ყვითელი ბაყაყი და ცხოველთა და მცენარეთა კიდევ მრავალი ახალი სახეობა აღმოაჩინეს, იტყობინება "Daily Mail"-ი.

ტროპიკულ ტყეებში აღმოჩენილი ფრთოსანისთვის ჯერჯერობით სახელი არ დაურქმევიათ. ბიოლოგები აღმოჩენილი ცხოველისა და "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი პერსონაჟის, ოსტატ იოდას მსგავსების შესახებ საუბრობენ.

პაპუა-ახალი გვინეის მიუდგომელ მთიან რაიონებში ექსპედიციის დროს მეცნიერებმა სულ 200-მდე უცნობი სახეობის ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს, მათ შორის ნარინჯისფერი ობობა და ყვითელლაქებიანი ბაყაყი. ორთვიანი მუშაობის მანძილზე მეცნიერებმა 24 სახეობის ბაყაყი, ორი უცნობი ძუძუმწოვარა, ათი მცენარე და ასამდე მწერი და ობობა შეისწავლეს.

პირველი უცნობი სახეობის ძუძუმწოვარა თეთრკუდიანი თაგვი გახდა, რომელიც მეცნიერებმა ზღვის დონიდან 1590 მ-ის სიმაღლეზე იპოვეს.

სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი სტივენ რიჩარდსი დარწმუნებულია, რომ პაპუა-ახალი გვინეა მათ კიდევ ბევრ სიურპრიზს უმზადებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს