მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს... კომისიამ გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი
"სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს... კომისიამ გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი

რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად­მა ექიმ­მა ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ტო­ვა. რო­გორც ყიფ­ში­ძემ ცი­ხე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთ­ში დამ­ძიმ­დეს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. გუ­შინ­დელ­მა გა­დას­ხმამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ასე რომ, ჯერ პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთ­ში დამ­ძიმ­დეს. კო­მი­სი­ამ ერ­თხმად გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­საყ­ვა­ნია მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

ამას­თან, დღეს რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, ექი­მე­ბი შე­ვიდ­ნენ. მე­დი­კო­სე­ბი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში რა­დე­ნი­მე სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბიდ­ნენ. მათ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის თქმით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ამ დრო­ის­თვის არ სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა "მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია".

"კონ­სი­ლი­უ­მი იყო, ვი­სა­უბ­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი. სა­ა­კაშ­ვილს და მე პი­რა­დად მაქვს ის პო­ზი­ცია, რომ მისი გა­დაყ­ვა­ნა ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ეს არის მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სი. კონ­სი­ლი­უ­მის ყვე­ლა წევ­რი თა­ნახ­მაა იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნას მა­ღა­ლი კლა­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში",- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ და აღ­ნი­შა, რომ სა­ა­კაშ­ვილს დღე­საც ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც მას გუ­შინ ჰქონ­და, გა­მოს­წორ­და. თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტოს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
1

კანონი ყველაფერს არეგულირებს მათ შორის პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა შიმშილობის საკითხსაც და მათ მიმართ ყოველდღიურ სამედიცინო კონტროლის განხორციელების მოვალეობასაც. გაწერილია მოშიმშილის სტაციონარში განთავსების წესიც და ბატონ მიხეილის გულშემატკივართა დასამშვიდებლად გეტვით, რომ კანონი მიუხედავად მსჯავრდებულის წინააღმდეგობისა არ უშვებს შიმშილობის გამო მისი სიცოცხლისათვის აშკარა რისკის შექმნას და ასეთ სიტუაციაში კანონი ავალდებულებს პენიტენციალური დაწესებულების შესაბამის სტრუქტურებს მკურნალობის ჩატარების იძლებითი პროცედურების გამოყენებას პატიმრის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. პატიმრის სტაციონარში გადაყვანის საკითხიც წყდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სპეციალური ორგანოს დასკვნის საფუძველზე 

74
0

მიუტანე თერმოსით ბულიონი, ნებისმიერ გადასხმებზე უკეთესი საშუალება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს... კომისიამ გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი

"სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს... კომისიამ გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში" - ექიმი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც ყიფშიძემ ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს.

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ, ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში", - განაცხადა ექიმმა.

ამასთან, დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექიმები შევიდნენ. მედიკოსები რუსთავის ციხეში რადენიმე საათი იმყოფებიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანას ამ დროისთვის არ საჭიროებს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა "მკვლელობის ტოლფასია".

"კონსილიუმი იყო, ვისაუბრეთ დაახლოებით ორი საათი. სააკაშვილს და მე პირადად მაქვს ის პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, ეს არის მკვლელობის ტოლფასი. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილი იქნას მაღალი კლასის საავადმყოფოში",- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშა, რომ სააკაშვილს დღესაც ჩაუტარდა კვლევები და ის პრობლემები, რაც მას გუშინ ჰქონდა, გამოსწორდა. თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა ახალი პრობლემებიც დაემატოს.