პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს

ჯან­დაც­ვის სფე­როს ასი სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი თამ­ბა­ქოს პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

„ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მრა­ვალ სფე­რო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (აკ­რძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბი, სქე­სობ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა, HIV)- თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცია ასე­ვე აღი­ა­რებს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას, რო­გორც თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კომ­პო­ნენტს. იმ ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მო­წე­ვის შე­წყვე­ტას ან სურთ ნი­კო­ტი­ნის მი­ღე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ეს პრო­დუქ­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას შე­წყვი­ტონ ნი­კო­ტი­ნის ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გზით გა­მო­ყე­ნე­ბა. მო­წე­ვა იწ­ვევს თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის 98%-ს.

WHO-ის რი­ტო­რი­კის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც ინ­დუსტრი­ის სტრა­ტე­გი­ას ხელი შე­უ­შა­ლოს თამ­ბა­ქოს კონ­ტოლს. მაგ­რამ ეს მიდ­გო­მა უგუ­ლე­ბელ­ყოფს მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ექ­სპერ­ტო მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც ეხე­ბა თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის სფე­რო­ებ­ში, ისე­ვე რო­გორც მი­ლი­ო­ნო­ბით მწე­ვე­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით გა­და­ვიდ­ნენ ახალ პრო­დუქ­ტებ­ზე და გა­ცი­ლე­ბით უკეთ გრძნო­ბენ თავს ფი­ზი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქო­სა და ნი­კო­ტი­ნის ინ­დუსტრი­ა­ში და­ნერ­გი­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ამ­ჟა­მად ბევ­რი ნი­კო­ტი­ნის პრო­დუქ­ტია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს თამ­ბა­ქოს წვა­სა და კვამ­ლის შე­სუნ­თქვას. ეს უკ­ვამ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს იმე­დის­მომ­ცემ სა­შუ­ა­ლე­ბას მო­წე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბი­სათ­ვის. არ­სე­ბობს მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ უკ­ვამ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად მავ­ნეა სი­გა­რე­ტებ­თან შე­და­რე­ბით და რომ მათ შე­უძ­ლი­ათ ჩა­ა­ნაც­ვლონ მო­წე­ვის ჩვე­ვა, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბის დო­ნე­ზე, ასე­ვე მთე­ლი პო­პუ­ლა­ცი­ის მას­შტა­ბით.

სამ­წუ­ხა­როდ, WHO უგუ­ლე­ბელ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სტრა­ტე­გი­ას, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო მო­წე­ვასთნ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით სიკ­ვდი­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.“-ხაზ­გას­მუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რილ­ში ასე­ვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ გა­სა­ხუ­რე­ბელ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებს.

აშშ-ს საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა დე­ტა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც ორ მი­ლი­ონ­ზე მეტ გვერდს მო­ი­ცავს და ეძღვნე­ბა თამ­ბა­ქოს მსხვი­ლი მწარ­მო­ებ­ლის მიერ შექ­მნილ გა­სა­ხუ­რე­ბელ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებს. FDA-მ და­ას­კვნა, რომ ეს პრო­დუქ­ტი „შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას“ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რომ ამ პრო­დუქ­ტებს აქვს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა „შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას­თან.“ ასე­ვე ნა­თე­ლია, რომ მო­წე­ვის დრა­მა­ტუ­ლი შემ­ცი­რე­ბა ია­პო­ნი­ა­ში მოჰ­ყვა 2015 წელს სწო­რედ გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის წარ­დგე­ნას ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე. ბაზ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს ია­პო­ნი­ა­ში გა­ყი­დუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბი­სა და სი­გა­რი­ლი­ო­ე­ბის 40%-ზე მეტ შემ­ცი­რე­ბულ უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბას 2015-2020 წლებ­ში. და მა­ინც, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბე­ბი არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი WHO-ს მიერ ბოლო დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მე-9 კონ­ფე­რენ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტში (COP9) ახალ და ახ­ლა­დაღ­მო­ცე­ნე­ბულ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებ­ზე.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ FCTC-ის მხა­რე­ებ­მა არ უნდა და­უშ­ვან შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის პრო­დუქ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლის დაკ­ნი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სათ­ვის მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ მათ აწარ­მო­ე­ბენ თამ­ბა­ქოს კომ­პა­ნი­ე­ბი. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის მიდ­გო­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გუ­ლის­ხმობს პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ აწარ­მო­ე­ბენ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ნი­კო­ტი­ნის პრო­დუქ­ტებს - სი­გა­რე­ტე­ბის სა­პი­რის­პი­როდ და სა­პირ­წო­ნედ. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის გა­მოწ­ვე­ვა წარ­მო­ად­გენს ინ­დუსტრი­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მიზ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას, რათა შემ­ცირ­დეს ზი­ა­ნი. ეს არის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რის­კე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის სა­ხე­ლით.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

ჯან­დაც­ვის 100 ექ­სპერ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ FCTC-ის მხა­რე­ებ­მა შე­ი­მუ­შა­ვონ უფრო მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი და მტკი­ცე პო­ზი­ცია WHO-ის მიდ­გო­მის მი­მართ მო­წე­ვის უკ­ვამ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი­სად­მი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ შემ­დე­გი:

  • თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა გახ­დეს გლო­ბა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რათა მიღ­წე­ულ იქ­ნას მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში და უფრო კონ­კრე­ტუ­ლად SDG 3.4 არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით.
  • და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვონ, რომ WHO-ს ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზი მო­ი­ცავ­დეს მწე­ველ­თა თუ პო­ტენ­ცი­ურ მწე­ველ­თა სარ­გე­ბე­ლის, ისე­ვე რო­გორც ამ პრო­დუქ­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა და არა­მო­მომ­ხა­რე­ბელ­თათ­ვის რის­კე­ბის მარ­თე­ბულ შე­ფა­სე­ბას.
  • მო­ი­თხო­ვონ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კის შე­თა­ვა­ზე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით აკ­რძალ­ვა) ასა­ხავ­დეს არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის რის­კებს, მათ შო­რის მო­წე­ვის პო­ტენ­ცი­ურ ზრდა­სა და სხვა გვერ­დით მოვ­ლე­ნებს.
  • მარ­თე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ FCTC-ის მუხ­ლი 5.3, რათა პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ზო­გა­დად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ პრაქ­ტი­კას თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ა­ში, და არა კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი წი­ნა­ღო­ბის შექ­მნით შემ­ცი­რე­ბუ­ლი რის­კის პრო­დუქ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც აქვთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სათ­ვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი ან ინ­დუსტრი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლით, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა მხო­ლოდ მის მეც­ნი­ე­რულ დამ­სა­ხუ­რე­ბებს.
  • გა­ხა­დონ FCTC-ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უფრო ღია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის, ისე­ვე რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც არ არის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ტრა­დი­ცი­ულ წრე­ებ­ში.
  • ინი­ცი­რე­ბა გა­უ­წი­ონ WHO-სა და FCTC-ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გან­ხილ­ვის მიდ­გო­მას თამ­ბა­ქოს პო­ლი­ტი­კის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის თვალ­საზ­რი­სით (SDGs). მიდ­გო­მის მსგავს ცვლი­ლე­ბას შე­უძ­ლია პა­სუ­ხი გას­ცეს მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის ხა­რის­ხის, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და მარ­თვის პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებს. პან­დე­მი­ი­სად­მი მზად­ყოფ­ნი­სა და პა­სუ­ხის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პა­ნე­ლის (IPPPR) ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს გა­და­ხე­დილ იქ­ნას COVID-19 პან­დე­მი­ი­სად­მი პა­სუ­ხი, მო­ი­ცავს მსგავს მო­დელს.

„ჩვენ გვჯე­რა, რომ დად­გა დრო თამ­ბა­ქოს გლო­ბა­ლურ­მა პო­ლი­ტი­კამ სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი. ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მეც­ნი­ე­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კოს­თა წრე­ე­ბი შე­ჯერ­დე­ბი­ან სა­ერ­თო გან­ზრახ­ვა­ზე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად და შე­ამ­ცი­რე­ბენ თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვა­ა­დე­ბე­ბი­სა და ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მსოფ­ლიო დი­ნა­მი­კას - რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად.“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ღია წე­რილ­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს

ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს

ჯანდაცვის სფეროს ასი საერთაშორისო სპეციალისტი თამბაქოს პოლიტიკის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ღია წერილით მიმართავს.

თამბაქოს ზიანის შემცირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

„ზიანის შემცირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრავალ სფეროში გამოიყენება (აკრძალული ნარკოტიკები, სქესობრივი ჯანმრთელობა, HIV)- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია ასევე აღიარებს ზიანის შემცირებას, როგორც თამბაქოს კონტროლის კომპონენტს. იმ ასობით მილიონი ადამიანისათვის, რომლებიც ცდილობენ მოწევის შეწყვეტას ან სურთ ნიკოტინის მიღების გაგრძელება, ეს პროდუქტები წარმოადგენენ დამატებით საშუალებას შეწყვიტონ ნიკოტინის ყველაზე მომაკვდინებელი გზით გამოყენება. მოწევა იწვევს თამბაქოსთან დაკავშირებული გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებლის 98%-ს.

WHO-ის რიტორიკის უმეტესი ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების ძალისხმევას წარმოაჩენს, როგორც ინდუსტრიის სტრატეგიას ხელი შეუშალოს თამბაქოს კონტოლს. მაგრამ ეს მიდგომა უგულებელყოფს მნიშვნელოვან საექსპერტო მხარდაჭერას, რომელიც ეხება თამბაქოს ზიანის შემცირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის სფეროებში, ისევე როგორც მილიონობით მწეველის გამოცდილებას, რომლებიც წარმატებით გადავიდნენ ახალ პროდუქტებზე და გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს ფიზიკური, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიაში დანერგილი ინოვაციების შედეგად ამჟამად ბევრი ნიკოტინის პროდუქტია ხელმისაწვდომი, რომელიც გამორიცხავს თამბაქოს წვასა და კვამლის შესუნთქვას. ეს უკვამლო პროდუქტები მომხმარებელს სთავაზობს იმედისმომცემ საშუალებას მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის. არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ უკვამლო პროდუქტები ნაკლებად მავნეა სიგარეტებთან შედარებით და რომ მათ შეუძლიათ ჩაანაცვლონ მოწევის ჩვევა, როგორც ინდივიდუალური პირების დონეზე, ასევე მთელი პოპულაციის მასშტაბით.

სამწუხაროდ, WHO უგულებელყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას, რომელსაც შეეძლო მოწევასთნ დაკავშირებული მილიონობით სიკვდილის თავიდან აცილება.“-ხაზგასმულია წერილში.

წერილში ასევე მოხსენიებულია მარეგულირებელი სისტემების შეფასება და გამოცდილება, რომლებიც მხარს უჭერენ გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განახორციელა მტკიცებულებათა დეტალური შეფასება, რომელიც ორ მილიონზე მეტ გვერდს მოიცავს და ეძღვნება თამბაქოს მსხვილი მწარმოებლის მიერ შექმნილ გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებს. FDA-მ დაასკვნა, რომ ეს პროდუქტი „შეესაბამება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების დაცვას“ და საზოგადოების ინფორმირება, რომ ამ პროდუქტებს აქვს ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიური ნივთიერებების მნიშვნელოვნად შემცირებული ზემოქმედება „შესაბამისობაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების დაცვასთან.“ ასევე ნათელია, რომ მოწევის დრამატული შემცირება იაპონიაში მოჰყვა 2015 წელს სწორედ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების წარდგენას ადგილობრივ ბაზარზე. ბაზრის მონაცემები აჩვენებს იაპონიაში გაყიდული სიგარეტებისა და სიგარილიოების 40%-ზე მეტ შემცირებულ უპრეცედენტო რაოდენობას 2015-2020 წლებში. და მაინც, ეს მნიშვნელოვანი მიგნებები არ არის აღიარებული WHO-ს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ მე-9 კონფერენციის დოკუმენტში (COP9) ახალ და ახლადაღმოცენებულ თამბაქოს პროდუქტებზე.

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ FCTC-ის მხარეებმა არ უნდა დაუშვან შემცირებული რისკის პროდუქტების მნიშვნელოვანი პოტენციალის დაკნინება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ აწარმოებენ თამბაქოს კომპანიები. ზიანის შემცირების მიდგომა, რასაკვირველია, გულისხმობს პროდუქციას, რომელიც წარმოებულია კომერციული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც თავის მხრივ აწარმოებენ სამომხმარებლო ნიკოტინის პროდუქტებს - სიგარეტების საპირისპიროდ და საპირწონედ. მარეგულირებელი ორგანოებისათვის გამოწვევა წარმოადგენს ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა შემცირდეს ზიანი. ეს არის მიდგომა, რომელიც ცნობილია რისკების პროპორციული რეგულაციის სახელით.

ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები:

ჯანდაცვის 100 ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ FCTC-ის მხარეებმა შეიმუშავონ უფრო მეტად კრიტიკული და მტკიცე პოზიცია WHO-ის მიდგომის მიმართ მოწევის უკვამლო ალტერნატივებისადმი და განახორციელონ შემდეგი:

  • თამბაქოს ზიანის შემცირება გახდეს გლობალური სტრატეგიის კომპონენტი, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარების მიზნები ჯანდაცვის სფეროში და უფრო კონკრეტულად SDG 3.4 არაგადამდებ დაავადებებთან მიმართებით.
  • დაჟინებით მოითხოვონ, რომ WHO-ს ნებისმიერი პოლიტიკის ანალიზი მოიცავდეს მწეველთა თუ პოტენციურ მწეველთა სარგებელის, ისევე როგორც ამ პროდუქტების მომხმარებელთა და არამომომხარებელთათვის რისკების მართებულ შეფასებას.
  • მოითხოვონ, რომ ნებისმიერი პოლიტიკის შეთავაზება (განსაკუთრებით აკრძალვა) ასახავდეს არასასურველი შედეგების რისკებს, მათ შორის მოწევის პოტენციურ ზრდასა და სხვა გვერდით მოვლენებს.
  • მართებულად გამოიყენონ FCTC-ის მუხლი 5.3, რათა პასუხი გაეცეს ზოგადად არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას თამბაქოს ინდუსტრიაში, და არა კონტრპროდუქტიული წინაღობის შექმნით შემცირებული რისკის პროდუქტებისათვის, რომელთაც აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის სარგებლის მოტანის პოტენციალი ან ინდუსტრიის მონაცემების კრიტიკული შეფასებისათვის ხელის შეშლით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ მის მეცნიერულ დამსახურებებს.
  • გახადონ FCTC-ის მოლაპარაკებები უფრო ღია დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის მომხმარებლებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც არ არის გაზიარებული თამბაქოს კონტროლის ტრადიციულ წრეებში.
  • ინიცირება გაუწიონ WHO-სა და FCTC-ის დამოუკიდებელი განხილვის მიდგომას თამბაქოს პოლიტიკის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით (SDGs). მიდგომის მსგავს ცვლილებას შეუძლია პასუხი გასცეს მეცნიერების ინტერპრეტირებისა და გამოყენების, პოლიტიკური კონსულტირების ხარისხის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის და პასუხისმგებლობისა და მართვის პრობლემურ საკითხებს. პანდემიისადმი მზადყოფნისა და პასუხის დამოუკიდებელი პანელის (IPPPR) ინიციატივა, რომელიც გულისხმობს გადახედილ იქნას COVID-19 პანდემიისადმი პასუხი, მოიცავს მსგავს მოდელს.

„ჩვენ გვჯერა, რომ დადგა დრო თამბაქოს გლობალურმა პოლიტიკამ სრულად გამოიყენოს თამბაქოს ზიანის შემცირების პოტენციალი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო, პოლიტიკური და პრაქტიკოსთა წრეები შეჯერდებიან საერთო განზრახვაზე მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და შეამცირებენ თამბაქოსთან დაკავშირებული დავაადებებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მსოფლიო დინამიკას - რაც შეიძლება სწრაფად და საფუძვლიანად.“- აღნიშნულია ღია წერილში.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"