Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამისისგან გავიგე, რომ ისინი წარსულში ყოფილან თანამესაკნეები" - რას ამბობს ადვოკატი შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ლატარიასა და "კანონიერ ქურდ"  ბარათელს შორის კავშირზე?
"დედამისისგან გავიგე, რომ ისინი წარსულში ყოფილან თანამესაკნეები" - რას ამბობს ადვოკატი შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ლატარიასა და "კანონიერ ქურდ"  ბარათელს შორის კავშირზე?

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დის­გან შე­ი­ტყო, რომ ბექა ლა­ტა­რია და მეტ­სა­ხე­ლად "ჭია“ წარ­სულ­ში თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ახლა რა­ი­მე კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს. ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ლა­ტა­რი­ას ად­ვო­კატ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა.

რო­გორც შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ლა­ტა­რი­ას ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ლა­ღი­ძე აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია.

"სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ლი, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარტს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უნდა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა არა პრო­კუ­რა­ტუ­რის, არა­მედ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა, უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე.

ვი­ნა­ი­დან სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ეს არ გა­ა­კე­თა, მან გა­მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე დღეს ეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რე, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს ობი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ი­ლე­ბას, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნას­წარ­ვე გე­ტყვით, რომ აღ­კვეთს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში“, - აღ­ნიშ­ნავს ლა­ღი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მეტ­სა­ხე­ლად "ჭი­ას­გან“ მი­ი­ღო ბექა ლა­ტა­რი­ამ შა­ტა­ლო­ვას ლიკ­ვი­და­ცი­ის და­ვა­ლე­ბა, ლა­ღი­ძე გან­მარ­ტავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და და­ვა­ლე­ბა­საც ვერ მი­ი­ღებ­და.

"მე დე­და­მი­სის­გან გა­ვი­გე დღეს, რომ ისი­ნი წარ­სულ­ში ყო­ფი­ლან თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა რა­ი­მე კავ­ში­რი მათ შო­რის არ არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნავს ლა­ღი­ძე და დას­ძენს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ბა­რა­თე­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "ჭია“ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ა­კა­ვეს ბექა ლა­ტა­რია და რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ, ლა­ღი­ძე გან­მარ­ტავს, რომ შე­საძ­ლოა, მისი "წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩათ­ვა­ლეს, რომ ის და­ბა­ლი ღო­ბეა“.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, მათ შო­რის, სო­ხუ­მის ცი­ხე­შიც იჯდა, თა­ვი­სი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და და ალ­ბათ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს არის და­ბა­ლი ღობე და წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის “,- აღ­ნიშ­ნავს ლა­ღი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე 18 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ვი და­ა­კა­ვეს.

ბექა ლა­ტა­რი­ას ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. ბი­ძი­ნა ხა­სი­ას გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა. ლე­ვან რა­ჯავს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
2

ეხლა ვსვამ კითხვას!!!! ეს გარეწარი მკვლელი ხო იცოდნენ რა ცხოვრებითაც ცხოვრობდა? რატო არ გააძევეს ქვეყნიდან? ასეთი რამდენია კიდე წარმოდგენა გააქვთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დედამისისგან გავიგე, რომ ისინი წარსულში ყოფილან თანამესაკნეები" - რას ამბობს ადვოკატი შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ლატარიასა და "კანონიერ ქურდ"  ბარათელს შორის კავშირზე?

"დედამისისგან გავიგე, რომ ისინი წარსულში ყოფილან თანამესაკნეები" - რას ამბობს ადვოკატი შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ლატარიასა და "კანონიერ ქურდ"  ბარათელს შორის კავშირზე?

ადვოკატის ინფორმაციით, შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედისგან შეიტყო, რომ ბექა ლატარია და მეტსახელად "ჭია“ წარსულში თანამესაკნეები იყვნენ, თუმცა ახლა რაიმე კავშირი არ არსებობს. ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

როგორც შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი უკანონო და დაუსაბუთებელია.

"საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთელი, ვინაიდან პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა და შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა არა პროკურატურის, არამედ ჩვენი მოთხოვნა, უნდა დაეტოვებინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

ვინაიდან საქალაქო სასამართლომ ეს არ გააკეთა, მან გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მე დღეს ეს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეილებას, სხვა შემთხვევაში, წინასწარვე გეტყვით, რომ აღკვეთს აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში“, - აღნიშნავს ლაღიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეტსახელად "ჭიასგან“ მიიღო ბექა ლატარიამ შატალოვას ლიკვიდაციის დავალება, ლაღიძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და დავალებასაც ვერ მიიღებდა.

"მე დედამისისგან გავიგე დღეს, რომ ისინი წარსულში ყოფილან თანამესაკნეები. შესაბამისად, ახლა რაიმე კავშირი მათ შორის არ არსებობს“, - აღნიშნავს ლაღიძე და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ლაშა ბარათელი, მეტსახელად "ჭია“ საქართველოში არ იმყოფება.

კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს ბექა ლატარია და რა ინტერესი ჰქონდათ, ლაღიძე განმარტავს, რომ შესაძლოა, მისი "წარსულიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ის დაბალი ღობეა“.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევია, მათ შორის, სოხუმის ციხეშიც იჯდა, თავისი წარსულიდან გამომდინარე, მას პირობითი სასჯელიც ჰქონდა და ალბათ, აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ეს არის დაბალი ღობე და წაუყენეს ბრალი ამ დანაშაულისთვის “,- აღნიშნავს ლაღიძე.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.