პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?
"მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რჩე­ულ­მა, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ ჟურ­ნა­ლისტ ალე­სია ბაც­მან­თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში არა­ერთ თე­მა­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ასე­ვე სან­დრა რუ­ლოვსზე.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ლიზა იას­კო:

- მი­შას გა­სულ კვი­რას შევ­ხვდი. თბი­ლის­ში ჩავფრინ­დი და ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე პი­რად სა­კი­თხებ­ზე, მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და იმა­ზეც, თუ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. მას აქვს ტე­ლე­ვი­ზო­რიც, უკავ­შირ­დე­ბა ად­ვო­კა­ტებს, მაგ­რამ არ აქვს ინ­ტერ­ნე­ტი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

ასევე დაგაინტერესებთ
11:05 / 06-10-2021

"არ დაგიმალავთ,  რომ  ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი,  ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო" - რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა  იასკოს შესახებ

20:11 / 13-10-2021

"მახსოვს, სულხანის იუბილეზე სანდრა და მიშა იყვნენ ჩვენთან, მიშამ ცოლი დატოვა და სადღაც წავიდა... კახურად შევუკურთხე" - რას იხსენებს მოლაშვილის მამა ექსპრეზიდენტზე?

11:47 / 14-10-2021

"ეს მინი სანდრა ახლა რომ არ გამოეჩინა და ცოტა ხნის შემდეგ გამოეჩინა, არ აჯობებდა ნეტა?“ - რას ამბობს ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილზე?

18:06 / 22-10-2021

"კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი..." - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

22:15 / 23-10-2021

"ეს დღეები ბავშვთან ვარ, სანდრას მოუწია ჰოლანდიაში წასვლა... ოჯახში არ გვაქვს ნორმალური ვითარება" - გიული ალასანია შვილზე, ოჯახსა და ლიზა იასკოზე

10:18 / 03-11-2021

მოშიმშილე ბიძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და ცხოვრება საზღვარგარეთ - ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ?

ცი­ხე­ში შეს­ვლი­სას თა­ვი­დან აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოწ­მე­ბენ. ჩვენ უამ­რა­ვი კო­რი­დო­რი­სა და ოთა­ხის გავ­ლის შემ­დეგ შევ­ხვდით, ერ­თმა­ნე­თის­გან გამჭვირ­ვა­ლე მინა გვყოფ­და, შე­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და.

ის ფი­ზი­კუ­რად თავს ცუ­დად გრძნობს, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, რად­გან მებ­რძო­ლია. მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ და­ი­ნა­ხა მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­სუ­ლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი.

- ფიქ­რობ, რომ იწერ­დნენ თქვენს შეხ­ვედ­რას?

- შე­საძ­ლოა. ჩვენ გვეს­მის, რომ ისეთ ად­გი­ლას რო­გო­რიც ცი­ხეა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ისა­უბ­რო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ჩვენ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი გვაქვს. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კავ­ში­რი გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან და სი­ტყვე­ბის გა­რე­შეც ბევ­რი რა­მის და­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა.

უკვე სამ­ჯერ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. ისე­ვე რო­გორც სხვებ­მა, მეც ვთხო­ვე, რომ შე­წყვი­ტოს შიმშლო­ბა. ამ­ბობს, რომ არ აქვს ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ცი­ხი­დან ანა­ხოს ყვე­ლას მისი ბრძო­ლა. როცა ის ცი­ხე­შია, შიმ­ში­ლი ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რი­თაც ყვე­ლას აჩ­ვე­ნებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა, რომ ძლი­ე­რია და სი­მარ­თლეს და­ამ­ტკი­ცებს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ამის მოს­მე­ნა. ის თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას რის­კის ქვეშ აყე­ნებს უფრო დიდი მიზ­ნე­ბის­თვის და რა თქმა უნდა, მე მინ­და, რომ მას ჯან­მრთელს ვხე­დავ­დე.

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- ჩვენ გაც­ნო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პი გვაქვს. პო­რო­შენ­კოს დროს, მე ვხვდე­ბო­დი მის ჯგუფს და გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ეს არ იყო სის­ტე­მა­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა 2020 წლის აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო, მა­შინ მას ვიცე-პრე­მი­ე­რად ნიშ­ნავ­დნენ და ფრაქ­ცი­ა­ში მო­ვი­და. ამ დროს მას უამ­რა­ვი დე­პუ­ტა­ტი უკავ­შირ­დე­ბო­და, მათ შო­რის მეც. ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი და­ვი­წყეთ და პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდით, რომ ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა. ეს კავ­ში­რი შემ­დეგ გაგ­რძელ­და.

მა­ნამ­დე კი, როცა ოქსფორდში ვსწავ­ლობ­დი, ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის მი­იწ­ვია, რათა სი­ტყვით გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო, რად­გან სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო პო­რო­შენ­კოს ის­ტო­რი­აც... და­ი­წყო მისი რეპ­რე­სია. ჩემს კურ­სე­ლებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ის იყო შე­უ­და­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ვერ მო­ხერ­ხდა. შემ­დეგ როცა შევ­ხვდით, გა­მა­ო­ცა იმან, რომ ის ძა­ლი­ან მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. სულ მე­გო­ნა, რომ იყო მე­ამ­ბო­ხე, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ის მშვი­დია. ვფიქ­რობ, რომ ის კე­თი­ლია და სწო­რედ ეს არის მისი პრობ­ლე­მა. ენ­დო­ბა ადა­მი­ა­ნებს და მათ ყო­ველ­თვის აძ­ლევს მე­ო­რე და მე­სა­მე შანსს. იმ­პულ­სუ­რია, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნებ­ზე ყო­ველ­თვის კარ­გს ფიქ­რობს.

მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვა­ლი გვერ­დი გა­და­ფურ­ცლა, თუმ­ცა ეს არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი და ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი. როცა ეს იწყე­ბო­და, ჩვენ ვხვდე­ბო­დით, რომ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ვგა­ვართ.

- რო­გორ გა­მო­გი­ტყდა სიყ­ვა­რულ­ში?

- მინ­და, რომ დე­ტა­ლე­ბი ჩვენ ორს შო­რის დარ­ჩეს, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. ეს ისე მოხ­და, ვხვდე­ბო­დი რომ უკან და­სა­ხე­ვი გზა აღარ მქონ­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სწრა­ფად არ და­წყე­ბუ­ლა, ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და იმ პე­რი­ოდ­ში მეც მქონ­და სხვა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა. ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლად ვურ­თი­ერ­თობ­დით და ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბო­და. ჩემი წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და და ამის მერე გა­დავ­დგი ნა­ბი­ჯი. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლია ილა­პა­რა­კო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის სტან­დარ­ტულ სქე­მა­ზე.

ჩვენს შო­რის 23 წე­ლია სხვა­ო­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან იმ­დე­ნად სწრა­ფად გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. თა­ვი­დან მას კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, მას­ზე უამ­რა­ვი რა მსმე­ნო­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი იყო, არ ვი­ცო­დი. გან­ვიც­დი­დი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო, მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გა­მოც, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცოტა ხანს გაგ­რძელ­და. რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წიგნ­ში და­წე­რი­ლი, რა­ღაც კა­ნო­ნე­ბით იცხოვ­რებს, მე ღიად ვხვდე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას.

ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ორნი ერ­თად უფრო ძლი­ე­რად ვგრძნობთ თავს, რად­გან ბევ­რს არ აქვს ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია და არ­ცერთ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლი ბევ­რნა­ი­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გაძ­ლევს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­შუ­ა­ლე­ბას იყო ის ვინც ხარ და ამა­ში მხარს გი­ჭერს. ის მე ყო­ველ­თვის მხარს მი­ჭერს და მეც მხარს ვუ­ჭერ მას გი­ჟურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში.

ჩემი მშობ­ლე­ბი იც­ნო­ბენ მი­შას. თა­ვი­დან როცა გა­ი­გეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, არ დავ­მა­ლავ, რომ სხვა­დას­ხვა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, მათ შო­რის შიში, მაგ­რამ მე ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად იღებს. ჩემი მშობ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ ასეთ ადა­მი­ან­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა არ არის მარ­ტი­ვი, უპ­რობ­ლე­მო და მშვი­დი, თუმ­ცა მათ იცი­ან, რომ მე ასე­თი ცხოვ­რე­ბა არას­დროს მსურ­და. მა­მა­ჩე­მი მი­შა­ზე 10 წლით უფ­რო­სია, ისი­ნი მალე და­მე­გობ­რდნენ,ემი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან ახ­ლან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას და მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლაც სურ­დათ. მაგ­რამ ახლა რთუ­ლია რა­მის გა­კე­თე­ბა. ახლა ბევ­რი რამ ქარ­თველ ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მე და მი­შამ მა­შინ და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, როცა ის და სან­დრა ცოლ-ქმა­რი აღარ იყ­ვნენ. ისი­ნი და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მათ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ამის აფი­ში­რე­ბა არ გა­ე­კე­თე­ბი­ათ. როცა მე და მი­შამ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, ისი­ნი და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

თა­ვი­დან როცა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, მე მი­მაჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ უნდა გაგ­ვე­სა­ჯა­რო­ე­ბია. მინ­დო­და, რომ შეგ­ვე­ნა­ხა და მოვფრ­თხი­ლე­ბო­დით იმას, რაც გვაქვს და მე­სა­მე - სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ჩა­რე­უ­ლი­ყო. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ თუ მას რამე მო­უ­ვი­დო­და და რა­მეს გა­და­წყვეტ­და ამ სი­მარ­თლეს გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დით, რად­გან სი­მარ­თლე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და ეს გან­ცხა­დე­ბა უფრო მშვიდ და სა­სი­ხა­რუ­ლო გა­რე­მო­ში გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არც მისი და არც ჩემი ცხოვ­რე­ბა არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ამის გა­კე­თე­ბა ამ რე­ჟიმ­ში მოგ­ვიხ­და.

ვი­დეო ჩემი სტრას­ბურ­გში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჩავ­წე­რეთ, და შე­საძ­ლო იყო არც გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბია, მას რომ რამე არ მოს­ვლო­და. რა თქმა უნდა, მე მას და­ვი­ცავ, ვიცი, რომ ჩემს გამო ისიც ძა­ლი­ან ბევ­რს გა­ა­კე­თებ­და.

ვგრძნობ, რომ ჩემი მხარ­და­ჭე­რა მის­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს, მა­ში­ნაც კი როცა მი­შას ცი­ხე­ში ვნა­ხუ­ლობ, თავს ცუ­დად ვგრძნობ, მაგ­რამ მა­ინც ვამ­ხნე­ვებ, ამ დროს ისიც მამ­ხნე­ვებს. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით. ახლა ჩემი ცუ­დად ყოფ­ნა მას­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. მას არ სურს, რომ ვინ­მე მის გამო იტან­ჯე­ბო­დეს. არ მჯე­რა, რომ ის ცი­ხე­ში დიდი ხანი იქ­ნე­ბა.

მო­ამ­ზა­და ეკა გა­და­ხა­ბა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერიტა
0

ცოლთან აღარ ცხოვრობდა, კარგა ხნის გაშორებულები იყვნენ, ცოლთან დიდი ხანია აღარ ეძინა,ყველამ იცის სახლში შესვლა აღარ უნდოდა- მოკლედ კარგი "არგუმენტები" გაქვთ ვარიკებო !!! თქვენ მართლა არაფერ შუაში ხართ, ქლიავი რომ დამწიფდება,იმის საქმე წასულია😁 მაარტყი და ჩამოაგდე - ეგაა და ეგ!!!

123
21

ურთიერთობა რას ნიშნავს!? გქინძავდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?

"მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ" - რას ჰყვება ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე?

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რჩეულმა, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ჟურნალისტ ალესია ბაცმანთან ვრცელ ინტერვიუში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ ურთიერთობასა და ასევე სანდრა რულოვსზე.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ლიზა იასკო:

- მიშას გასულ კვირას შევხვდი. თბილისში ჩავფრინდი და ჩვენ დაახლოებით 4 საათი ვსაუბრობდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე პირად საკითხებზე, მის ჯანმრთელობაზე და იმაზეც, თუ რა ხდება მსოფლიოში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში. მას აქვს ტელევიზორიც, უკავშირდება ადვოკატებს, მაგრამ არ აქვს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი.

ციხეში შესვლისას თავიდან აუცილებლად გამოწმებენ. ჩვენ უამრავი კორიდორისა და ოთახის გავლის შემდეგ შევხვდით, ერთმანეთისგან გამჭვირვალე მინა გვყოფდა, შეხების საშუალებაც არ გვქონდა.

ის ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ მორალურად ძალიან ძლიერია, რადგან მებრძოლია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინახა მხარდასაჭერად გამოსული ამდენი ადამიანი.

- ფიქრობ, რომ იწერდნენ თქვენს შეხვედრას?

- შესაძლოა. ჩვენ გვესმის, რომ ისეთ ადგილას როგორიც ციხეა, შეუძლებელია ისაუბრო უსაფრთხოებაზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ძალიან ძლიერი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და სიტყვების გარეშეც ბევრი რამის დანახვა შეიძლება.

უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. ისევე როგორც სხვებმა, მეც ვთხოვე, რომ შეწყვიტოს შიმშლობა. ამბობს, რომ არ აქვს ბევრი საშუალება, ციხიდან ანახოს ყველას მისი ბრძოლა. როცა ის ციხეშია, შიმშილი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ყველას აჩვენებს, რომ უდანაშაულოა, რომ ძლიერია და სიმართლეს დაამტკიცებს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა. ის თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს უფრო დიდი მიზნებისთვის და რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ მას ჯანმრთელს ვხედავდე.

- როგორ გაიცანით სააკაშვილი?

- ჩვენ გაცნობისა და ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი გვაქვს. პოროშენკოს დროს, მე ვხვდებოდი მის ჯგუფს და გვქონდა ურთიერთობა, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, თუმცა ეს არ იყო სისტემატური ურთიერთობა. სერიოზული ურთიერთობა 2020 წლის აპრილიდან დაიწყო, მაშინ მას ვიცე-პრემიერად ნიშნავდნენ და ფრაქციაში მოვიდა. ამ დროს მას უამრავი დეპუტატი უკავშირდებოდა, მათ შორის მეც. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები დავიწყეთ და პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავდით. ძალიან მალე მივხვდით, რომ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. ეს კავშირი შემდეგ გაგრძელდა.

მანამდე კი, როცა ოქსფორდში ვსწავლობდი, ჩვენმა საზოგადოებამ ის მიიწვია, რათა სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო პოროშენკოს ისტორიაც... დაიწყო მისი რეპრესია. ჩემს კურსელებს ვეუბნებოდი, რომ ის იყო შეუდარებელი ადამიანი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა. შემდეგ როცა შევხვდით, გამაოცა იმან, რომ ის ძალიან მშვიდი და ჰარმონიული ადამიანია. სულ მეგონა, რომ იყო მეამბოხე, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ის მშვიდია. ვფიქრობ, რომ ის კეთილია და სწორედ ეს არის მისი პრობლემა. ენდობა ადამიანებს და მათ ყოველთვის აძლევს მეორე და მესამე შანსს. იმპულსურია, თუმცა ადამიანებზე ყოველთვის კარგს ფიქრობს.

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი გვერდი გადაფურცლა, თუმცა ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარული. როცა ეს იწყებოდა, ჩვენ ვხვდებოდით, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ.

- როგორ გამოგიტყდა სიყვარულში?

- მინდა, რომ დეტალები ჩვენ ორს შორის დარჩეს, მაგრამ ეს ძალიან ემოციური იყო. ეს ისე მოხდა, ვხვდებოდი რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ჩვენი ურთიერთობა სწრაფად არ დაწყებულა, ვხვდებოდით ერთმანეთს და იმ პერიოდში მეც მქონდა სხვა პირადი ურთიერთობა. ყოველთვის გულწრფელად ვურთიერთობდით და ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ჩემი წარსული ურთიერთობა დასრულდა და ამის მერე გადავდგი ნაბიჯი. ჩვენს შემთხვევაში რთულია ილაპარაკო სასიყვარულო ურთიერთობის სტანდარტულ სქემაზე.

ჩვენს შორის 23 წელია სხვაობა. სიმართლე გითხრათ, თავიდან იმდენად სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ძალიან განვიცდიდი. თავიდან მას კარგად არ ვიცნობდი, მასზე უამრავი რა მსმენოდა, მაგრამ რეალურად როგორი იყო, არ ვიცოდი. განვიცდიდი სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორის ასაკობრივი სხვაობის გამოც, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წიგნში დაწერილი, რაღაც კანონებით იცხოვრებს, მე ღიად ვხვდები ცხოვრების ყველა გამოწვევას.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ორნი ერთად უფრო ძლიერად ვგრძნობთ თავს, რადგან ბევრს არ აქვს ასეთი ურთიერთობა, რომელიც ძალიან გულწრფელია და არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. სიყვარული ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ სიყვარული, რომელიც გაძლევს განვითარების საშუალებას, საშუალებას იყო ის ვინც ხარ და ამაში მხარს გიჭერს. ის მე ყოველთვის მხარს მიჭერს და მეც მხარს ვუჭერ მას გიჟურ გადაწყვეტილებებში.

ჩემი მშობლები იცნობენ მიშას. თავიდან როცა გაიგეს ჩვენი ურთიერთობა, არ დავმალავ, რომ სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ, მათ შორის შიში, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ჩემი მშობლები ხვდებიან, რომ ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ არის მარტივი, უპრობლემო და მშვიდი, თუმცა მათ იციან, რომ მე ასეთი ცხოვრება არასდროს მსურდა. მამაჩემი მიშაზე 10 წლით უფროსია, ისინი მალე დამეგობრდნენ,ემი მშობლები ძალიან განიცდიან ახლანდელ სიტუაციას და მხარდასაჭერად საქართველოში ჩასვლაც სურდათ. მაგრამ ახლა რთულია რამის გაკეთება. ახლა ბევრი რამ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და მათ ჰქონდათ უფლება ამის აფიშირება არ გაეკეთებიათ. როცა მე და მიშამ ურთიერთობა დავიწყეთ, ისინი დაშორებულები იყვნენ.

თავიდან როცა ჩვენი ურთიერთობის გასაჯაროებაზე ვსაუბრობდით, მე მიმაჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობა არ უნდა გაგვესაჯაროებია. მინდოდა, რომ შეგვენახა და მოვფრთხილებოდით იმას, რაც გვაქვს და მესამე - საზოგადოების აზრი ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ მას რამე მოუვიდოდა და რამეს გადაწყვეტდა ამ სიმართლეს გავასაჯაროებდით, რადგან სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესი იქნებოდა ეს განცხადება უფრო მშვიდ და სასიხარულო გარემოში გაგვეკეთებინა, მაგრამ არც მისი და არც ჩემი ცხოვრება არ არის ჩვეულებრივი და ამის გაკეთება ამ რეჟიმში მოგვიხდა.

ვიდეო ჩემი სტრასბურგში გამგზავრებამდე ჩავწერეთ, და შესაძლო იყო არც გამოგვექვეყნებია, მას რომ რამე არ მოსვლოდა. რა თქმა უნდა, მე მას დავიცავ, ვიცი, რომ ჩემს გამო ისიც ძალიან ბევრს გააკეთებდა.

ვგრძნობ, რომ ჩემი მხარდაჭერა მისთვის ბევრს ნიშნავს, მაშინაც კი როცა მიშას ციხეში ვნახულობ, თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მაინც ვამხნევებ, ამ დროს ისიც მამხნევებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდებით. ახლა ჩემი ცუდად ყოფნა მასზე დიდ გავლენას მოახდენს. მას არ სურს, რომ ვინმე მის გამო იტანჯებოდეს. არ მჯერა, რომ ის ციხეში დიდი ხანი იქნება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ