პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი ვერსიით, დამკვეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემსრულებლის პოვნა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად "ჭიას" სთხოვა - ვინ არის ლაშა ბარათელი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ახლახან დაშორდა?
ერთ-ერთი ვერსიით, დამკვეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემსრულებლის პოვნა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად "ჭიას" სთხოვა - ვინ არის ლაშა ბარათელი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ახლახან დაშორდა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში, გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლი გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­და. ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ბა­თუმ­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უჩი­ო­და იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცი მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვას უკ­რძა­ლავ­და.

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა მისი და ზუ­რაბ ბე­რი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სა­უბ­რობ­და. მისი თქმით, ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მერი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად არ იცო­და, რომ ბე­რი­ძეს სხვა ოჯა­ხი ჰყავ­და და რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტყო, კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­ი­წყო.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ბე­რი­ძე ბა­თუ­მის ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2014-2015 წლებ­ში იკა­ვებ­და.

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სამი ადა­მი­ა­ნი - ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ე­ვი და­ა­კა­ვეს, მათ­გან ლა­ტა­რი­ას ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა. სა­მი­ვეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.

გუ­შინ "კუ­რი­ერ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დამ­კვეთ­მა სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ ე. წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, მეტ­სა­ხე­ლად "ჭიას" ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის პოვ­ნა სთხო­ვა. ამის შემ­დეგ ლაშა ბა­რა­თე­ლი და­უ­კავ­შირ­და თბი­ლის­ში ერთ-ერთ პირს, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი სის­რუ­ლე­ში უნდა მო­ეყ­ვა­ნა.

"კუ­რი­ე­რის­თვის" ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მკვლელს პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში 20 000-მდე დო­ლა­რი უნდა აეღო. ვის სურ­და 25 წლის ქა­ლის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვის დღი­დან ბევ­რი ვერ­სია გავ­რცელ­და, მათ შო­რის ფი­გუ­რი­რებს ზუ­რაბ ბე­რი­ძის სა­ხე­ლი, რო­მელ­თა­ნაც მოკ­ლულს სა­ერ­თო შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. "რუს­თა­ვი 2-ის­თვის" მი­ცე­მულ პირ­ველ კო­მენ­ტარ­ში შა­ტა­ლო­ვას დე­დამ თქვა, რომ მის შვილს უთან­ხმო­ე­ბა ბე­რი­ძის გარ­და არა­ვის­თან ჰქო­ნია.

ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე "ჭია“ უკვე წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს, თუმ­ცა მე­დია მი­სით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა.

ტე­ლე­სა­ხე მას შემ­დეგ რაც მე­ო­რე ქმარს, ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შორ­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში ლაშა ბა­რა­თე­ლი გა­მოჩ­ნდა. მე­დია წერ­და, რომ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ლაშა ბა­რა­თელ­თან და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­ლდათ.

ლაშა ბა­რა­თე­ლის მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თურ­ქე­თია. მა­მა­კა­ცი გა­მო­ცე­მა "პრა­იმ კრა­ი­მის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" რე­ი­ტინ­გში, ათ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს" შო­რის ერთ-ერ­თია. ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე "ჭია" 1989 წლის 11 ივ­ლისს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბა­რა­თელს ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლანს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და 2014 წელს აკურ­თხეს ქურ­დად.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს ხან თურ­ქეთ­ში აკი­თხავ­და და ხა­ნაც ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც წყვი­ლი ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე ბედ­ნი­ე­რად ატა­რებ­დნენ ხოლ­მე დროს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ახალ სიყ­ვა­რულ­ზე ნაკ­ლე­ბად ლა­პა­რა­კობ­და, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი სწო­რედ მისი სტა­ტუ­სი გახ­ლდათ. ამ­ბობ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო და მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებ­და. მუდ­მი­ვად იცო­და, სად იყო და რას აკე­თებ­და... მარ­თა­ლია, ბე­გაშ­ვი­ლი არ აღი­ა­რებ­და, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ბა­რა­თელ­მა მი­არ­თვა.

რა ხდე­ბა დღეს? - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად მარ­ტოა, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, ისიც "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში, სა­დაც ჰკი­თხეს, ჰყავ­და თუ არა ბო­იფ­რენ­დი, რა­ზეც ტე­ლე­სა­ხემ უპა­სუ­ხა, რომ ის მარ­ტოა.

რა მოხ­და ბა­რა­თე­ლი-ბე­გაშ­ვი­ლის წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი და უკავ­შირ­დე­ბა თუ არა "ჭიას“ სა­ხე­ლი ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია...

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
135

მიშა თუ გაასწორებს ამ ქვეყანას თორემ ეს ყალთაბანდები...

goga
33

1989 წელს დაბადებული რომ ისევ ქურდი იქნება, არაა საშველი გამოდის. ვუბრუნდებით ბუნებრივ მდგომარეობას როგორც ჩანს, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ბიძინას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ერთ-ერთი ვერსიით, დამკვეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემსრულებლის პოვნა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად "ჭიას" სთხოვა - ვინ არის ლაშა ბარათელი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ახლახან დაშორდა?

ერთ-ერთი ვერსიით, დამკვეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემსრულებლის პოვნა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად "ჭიას" სთხოვა - ვინ არის ლაშა ბარათელი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ახლახან დაშორდა?

რამდენიმე დღის წინ გვიან ღამით თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ანასტასია შატალოვა, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უჩიოდა იმის გამო, რომ მამაკაცი მას წლების განმავლობაში საერთო შვილის ნახვას უკრძალავდა.

ანასტასია შატალოვა მისი და ზურაბ ბერიძის ურთიერთობისა და კონფლიქტის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ "ნანუკას შოუში" საუბრობდა. მისი თქმით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თვეების განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა. ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რომ ბერიძეს სხვა ოჯახი ჰყავდა და როდესაც ეს ინფორმაცია შეიტყო, კონფლიქტი სწორედ ამ თემაზე დაიწყო.

ცნობისთვის, ზურაბ ბერიძე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობას 2014-2015 წლებში იკავებდა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი - ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯაევი დააკავეს, მათგან ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გუშინ "კურიერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად "ჭიას" ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა.

"კურიერისთვის" ცნობილია ისიც, რომ მკვლელს პირობის შესრულებაში 20 000-მდე დოლარი უნდა აეღო. ვის სურდა 25 წლის ქალის თავიდან მოცილება, ამის შესახებ შემთხვევის დღიდან ბევრი ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფიგურირებს ზურაბ ბერიძის სახელი, რომელთანაც მოკლულს საერთო შვილთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა. "რუსთავი 2-ისთვის" მიცემულ პირველ კომენტარში შატალოვას დედამ თქვა, რომ მის შვილს უთანხმოება ბერიძის გარდა არავისთან ჰქონია.

ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია“ უკვე წლებია საზღვარგარეთ "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობს, თუმცა მედია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა.

ტელესახე მას შემდეგ რაც მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად გაშორდა, მის ცხოვრებაში ლაშა ბარათელი გამოჩნდა. მედია წერდა, რომ ირაკლი ნანაძესთან დაშორების მიზეზი სწორედ ლაშა ბარათელთან დაწყებული ურთიერთობა გახლდათ.

ლაშა ბარათელის მუდმივი საცხოვრებელი თურქეთია. მამაკაცი გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერი ქურდს" შორის ერთ-ერთია. ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.

შორენა ბეგაშვილი პანდემიის განმავლობაში საყვარელ მამაკაცს ხან თურქეთში აკითხავდა და ხანაც ესპანეთში, სადაც წყვილი ლაჟვარდოვან სანაპიროზე ბედნიერად ატარებდნენ ხოლმე დროს.

ტელეწამყვანი ახალ სიყვარულზე ნაკლებად ლაპარაკობდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ მისი სტატუსი გახლდათ. ამბობდა, რომ ბედნიერი იყო და მამაკაცი ძალიან ანებივრებდა. მუდმივად იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა... მართალია, ბეგაშვილი არ აღიარებდა, რომ ქორწინებაში იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ულამაზესი საქორწინო ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ბარათელმა მიართვა.

რა ხდება დღეს? - შორენა ბეგაშვილი ამჟამად მარტოა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ განაცხადა, ისიც "ინსტაგრამის" სთორიში, სადაც ჰკითხეს, ჰყავდა თუ არა ბოიფრენდი, რაზეც ტელესახემ უპასუხა, რომ ის მარტოა.

რა მოხდა ბარათელი-ბეგაშვილის წყვილის დაშორების მიზეზი და უკავშირდება თუ არა "ჭიას“ სახელი ანასტასია შატალოვას მკვლელობას, ჯერჯერობით უცნობია...