ავტორი:

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები ჯაფარიძე, ხოშტარია, ხაზარაძე და აბესაძე იქნებიან - კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ცნობილია

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები ჯაფარიძე, ხოშტარია, ხაზარაძე და აბესაძე იქნებიან - კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ცნობილია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძის გარდა, ​მოადგილეობის კიდევ სამი კანდიდატი - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.

ნიკა მელიას თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს დიდი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში, რომლებიც ქვეყნის მომავალი არიან.

"ამ ადამიანს ყველაზე ბევრი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენი მომავალია და რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თბილისში ცხოვრება და დასაქმება უხაროდეთ“,- განაცხადა მელიამ.

ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზეა.

"ეს ადამიანი დამატებით ბევრ რამეს უზრუნველყოფს თბილისის საკეთილდღეოდ. მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ თუ ჩვენ დავმარცხდით, საკადრო წმენდა იქნებაო. არავინ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ამას.

არ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იტყვიან, რომ დიახ, მისთვის მოვდივართ მერიაში, რომ თქვენ გაგყაროთ. მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც არის, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურა გირჩი ჯაფარიძე და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ამას არ გამაკეთებინებს, ვერც გავაკეთებ.

მართვის ეს მოდელი სწორედ ამით განსხვავდება იმ მოდელისგან, რაც გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე. რიგითობით ჩემზე წინ მიდის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე “,- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ასეთია:

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის - სოფო ჯაფარიძე;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი;

შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი;

შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა;

მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი;

იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა;

მერიის ადმინისტრაციის ხელმძრავნელი - დავით ლაგვილავა;

ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;

თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;

თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი.

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე;

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე,

ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი;

ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე;

საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე;

ისნის გამგეობა - ლანა გალდავა;

სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე;

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;

მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი;