მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღიარეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, აცრეს C ვიტამინით" - რას აცხადებენ რეგულირების სააგენტოში მოქალაქეების ბრალდებაზე და ექიმზე, რომელსაც მომხდარში ადანაშაულებენ?
"აღიარეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, აცრეს C ვიტამინით" - რას აცხადებენ რეგულირების სააგენტოში მოქალაქეების ბრალდებაზე და ექიმზე, რომელსაც მომხდარში ადანაშაულებენ?

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გო­გე­ლი­ას კლი­ნი­კა­ში მი­სუ­ლებს გრი­პის ვაქ­ცი­ნის ნაც­ვლად, C ვი­ტა­მი­ნი გა­უ­კე­თეს.

თათა დვა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნით აც­რის­თვის მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა 75 ლარი გა­და­ი­ხა­დეს, ხოლო რო­დე­საც შე­ეჭ­ვდნენ და ვაქ­ცი­ნის შე­ფუთ­ვის ჩვე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვეს, მედ­პერ­სო­ნა­ლის­გან უარი მი­ი­ღეს.

"მე­გობ­რე­ბო, ამ კლი­ნი­კა­ში არც გა­ბე­დოთ მის­ვლა, ისე­დაც შე­უ­ჩე­რე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას, ვაქ­სიგ­რიპ­ზე (სე­ზო­ნურ გრი­პის ვაქ­ცი­ნით) აც­რა­ზე ჩავ­წე­რე შვი­ლი და დედა, დიდი ის­ტო­რი­აა რო­გორ, მაგ­რამ მი­ვაკ­ვლი­ეთ, რომ ვაქ­ცი­ნის მა­გივ­რად ბავ­შვს და დე­დას გა­უ­კე­თეს ც ვი­ტა­მი­ნი. ავი­ღე ეჭვი, რად­გან სა­ბუ­თი და ყუთი არ მა­ნა­ხეს და როცა ბავ­შვის აცრა გა­და­ვი­ფიქ­რე, უცებ აუ­წი­ეს ხელი და და­არ­ჭეს ნემ­სი. ჩა­ვარ­დი შოკ­ში და ავ­ტე­ხე ამ­ბა­ვი, მივ­ყე­ვი ბო­ლომ­დე, ჩავ­რთე მთე­ლი თბი­ლი­სი, ჩემი ქმა­რი შე­ვარ­და და აღი­ა­რეს, რომ აც­რეს ც ვი­ტა­მი­ნით. ფუ­ლის გა­კე­თე­ბის მიზ­ნით ითაღ­ლი­თეს, ერთ ვაქ­ცი­ნა­ში 75 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ. აცრა გა­ა­კე­თა ვი­თომ იმუ­ნო­ლოგ­მა ვინ­მე გი­ორ­გი ჩან­დლერ­მა, რო­მელ­მაც ჩემი ქმრის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და გა­იქ­ცა უკა­ნა კა­რი­დან“, - წერს თათა დვა­ლიშ­ვი­ლი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გო­გე­ლი­ას კლი­ნი­კა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე და­ად­გინ­და ის, რომ კლი­ნი­კა სე­ზო­ნუ­რი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უნე­ბარ­თვოდ აწარ­მო­ებ­და.

რო­გორც უწყე­ბა­ში ambebi.ge -ს გა­ნუ­ცხა­დეს, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ფაქტს იკ­ვლე­ვენ.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მი გი­ორ­გი ჩან­დლე­რი, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, 1 წლის წინ ყალ­ბი ლი­ცენ­ზი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ექი­მი (სა­უ­ბა­რია გი­ორ­გი ჩან­დლერ­ზე) რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ყალ­ბი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში გვყავს შემ­ჩნე­უ­ლი. 1 წლის წინ ჩვენ ამის თა­ო­ბა­ზე მივ­მარ­თეთ შსს-ს და რო­გორც ვიცი, საქ­მე აღიძ­რა. მომ­ხდარ­ზე და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გვი­თხრეს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ იძი­ე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას გი­ორ­გი ჩან­დლე­რის მიერ ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და კო­მენ­ტარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­კე­თე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ამ ექიმზე დაწერეს ინტერნეტში -და თუ ეს ასეა -უფალი ჰფარავდეს! მადლობა უნდა გადაუხადონ ამათ! გრიპის ვაქცინა რაც გადმომცეს, და უნდა გამეკეთებინა, ვნახე რომ ვადაგასული იყოო და ვიცოდი ცე ვიტამინი სად ინახებოდაო და ის გავაკეთეო! თან კანკალებდა თურმე... 

გურული ქართული სული!
2

დაკეტეთ ეგ "ბუნაგი"!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"აღიარეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, აცრეს C ვიტამინით" - რას აცხადებენ რეგულირების სააგენტოში მოქალაქეების ბრალდებაზე და ექიმზე, რომელსაც მომხდარში ადანაშაულებენ?

"აღიარეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, აცრეს C ვიტამინით" - რას აცხადებენ რეგულირების სააგენტოში მოქალაქეების ბრალდებაზე და ექიმზე, რომელსაც მომხდარში ადანაშაულებენ?

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში მისულებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

თათა დვალიშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სეზონური გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრისთვის მისი ოჯახის წევრებმა 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც შეეჭვდნენ და ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს.

"მეგობრებო, ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა, ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა, დიდი ისტორიაა როგორ, მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს ც ვიტამინი. ავიღე ეჭვი, რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე, უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე, ჩავრთე მთელი თბილისი, ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს, რომ აცრეს ც ვიტამინით. ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს, ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ. აცრა გააკეთა ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან“, - წერს თათა დვალიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გოგელიას კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ამ ეტაპზე დაადგინდა ის, რომ კლინიკა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უნებართვოდ აწარმოებდა.

როგორც უწყებაში ambebi.ge -ს განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მათი წარმომადგენლები და ფაქტს იკვლევენ.

რეგულირების სააგენტოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ექიმი გიორგი ჩანდლერი, რომელსაც მოქალაქეები ადანაშაულებენ, 1 წლის წინ ყალბი ლიცენზიებით სარგებლობაში იყო შემჩნეული.

"აღნიშნული ექიმი (საუბარია გიორგი ჩანდლერზე) რამდენიმე სხვადასხვა სფეროში ყალბი სერტიფიკატების გამოყენებაში გვყავს შემჩნეული. 1 წლის წინ ჩვენ ამის თაობაზე მივმართეთ შსს-ს და როგორც ვიცი, საქმე აღიძრა. მომხდარზე დამატებითი დეტალების შესწავლა მიმდინარეობს", - გვითხრეს რეგულირების სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იძიებენ ინფორმაციას გიორგი ჩანდლერის მიერ ყალბი დოკუმენტებით სარგებლობის შესახებ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.