სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლებიც შემოდგომაზე ტარდება
3 საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლებიც შემოდგომაზე ტარდება

რო­მე­ლი ზე­ი­მი გახ­სენ­დე­ბათ გემ­რი­ე­ლი საჭ­მლის გა­რე­შე? რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­ბა­ბი თა­ვად საკ­ვე­ბია. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი - ეს არის სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბის მას­ტერკლა­სე­ბი, დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი, ბაზ­რო­ბე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდი მას­შტა­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა.

გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ანს უკვე 100 წელ­ზე მე­ტია პლა­ნე­ტის ყვე­ლა კუ­თხი­დან იზი­დავს. უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ­გა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თით­ქმის ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­ზე ტარ­დე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია - „ოქ­ტო­ბერ­ფეს­ტი“, რო­მე­ლიც მი­უ­ნ­ჰენ­ში ყო­ველ ოქ­ტომ­ბერს იმარ­თე­ბა. გერ­მა­ნუ­ლი ლუ­დის ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბად, ყო­ველ­წლი­უ­რად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან 6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად „ოქ­ტო­ბერ­ფეს­ტის“ შე­სა­ხებ).

მო­დით მი­მო­ვი­ხი­ლოთ 3 ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა აქამ­დე არ გსმე­ნი­ათ.

1. CSABA SAUSAGE FESTIVAL - ჩა­ბას ძეხ­ვის ფეს­ტი­ვა­ლი (უნ­გრე­თი)

ევ­რო­პის შე­მოდ­გო­მის გას­ტრო­ნო­მი­ულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში, მე­ო­რე სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს „ჩა­ბას ძეხ­ვის და სო­სი­სის“ ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც უნ­გრეთ­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და ცნო­ბი­ლი ფეს­ტი­ვა­ლია. 1997 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ის ყო­ველ­წლი­უ­რად, ოქ­ტომ­ბრის თვე­ში ტარ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა დიდი შე­ჯიბ­რია, რომ­ლის 500-მდე მო­ნა­წი­ლე გუნ­დი ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო ძეხ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში ეჯიბ­რე­ბა. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ად­გილ­ზე მო­ამ­ზა­დონ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ძეხ­ვი „ჩაბა“, რომ­ლის სა­ხელ­საც ეს ფეს­ტი­ვა­ლი ატა­რებს.

„ჩა­ბას“ მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი

ვი­ზი­ტორ­თა უმე­ტე­სო­ბა, ყო­ველ­წლი­უ­რად ბრუნ­დე­ბა ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო­თი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პროგ­რა­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ძეხ­ვე­უ­ლის და სო­სი­სის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნონ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უგემ­რი­ე­ლე­სი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა შო­რის, სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს ძეხ­ვი - „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი.“ ძეხვს სა­ხე­ლი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ „ბრა­უნშვა­ი­გის“ სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით და­არ­ქვეს. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ის მე­ხორ­ცის შე­გირდმა გა­მო­ი­გო­ნა, რო­მე­ლიც მის ქა­ლიშ­ვილ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მე­ხორ­ცემ მას პი­რო­ბა წა­მო­უ­ყე­ნა, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მის­ცემ­და თა­ვის ქა­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბას, თუ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ძეხ­ვის რე­ცეპტს შექ­მნი­და. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ბრა­უნშვა­ი­გურს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­ფირ­მო საჭ­მლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და და დღემ­დე არ კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას.

უგემ­რი­ე­ლე­სი ძეხ­ვის და­გე­მოვ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. „ნი­კო­რას“ პრე­მი­ა­ლუ­რი ბრენ­დი - "კა­ი­ზე­რი", რომ­ლის ის­ტო­რია 2008 წლი­დან იწყე­ბა, დე­ლი­კა­ტე­სად აღი­ა­რე­ბულ „ბრა­უნშვა­ი­გუ­რის“ სამი სა­ხე­ო­ბის ძეხვს აწარ­მო­ებს, რომ­ლის შე­ძე­ნა „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში და სხვა დიდ ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით მზად­დე­ბა. პრო­დუქ­ტი თვე­ზე მეტ დროს სა­ჭი­რო­ებს და­სამ­ზა­დებ­ლად. სპე­ცი­ა­ლურ საშ­რობ კა­მე­რებ­ში, დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი მი­ნი­მა­ლუ­რა­დაც, რომ და­ირ­ღვეს, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ მი­ი­ღე­ბა, მცი­რე არას­წორ­მა ნი­უნსმაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფე­რის, ვი­ზა­უ­ა­ლის ან არო­მა­ტის ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვის „ბრა­უნშვა­ი­გუ­რის“ დამ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის დიდ ცოდ­ნას მო­ი­თხოვს.

„ბრა­უნშვა­ი­გუ­რის“ დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი

2. სო­სი­სის და სიდ­რის ფეს­ტი­ვა­ლი Outdoors - დიდი ბრი­ტა­ნე­თი

ფეს­ტი­ვა­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ შე­მოდ­გო­მა­ზე, ღია სივ­რცე­ში იმარ­თე­ბა. უზარ­მა­ზა­რი ბა­რე­ბი, დიდი სცე­ნა ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით და გარ­თო­ბა მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ძეხ­ვე­ბი­სა და სო­სი­სე­ბის გა­სა­ო­ცა­რი ასორ­ტი­მენ­ტი. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო ძეხ­ვე­უ­ლის და სო­სი­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. ჰა­ე­რი გაჟ­ღენ­თი­ლია გრილ­ზე შემ­წვა­რი უგემ­რი­ე­ლე­სი სო­სი­სე­ბის სურ­ნე­ლით. ფეს­ტი­ვა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, დიდ სცე­ნა­ზე იმარ­თე­ბა სა­ხა­ლი­სო კონ­კურ­სე­ბი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია:

1. სო­სი­სის სწრა­ფად ჭამა (მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა შე­ჭა­მონ 1 მეტ­რის სიგ­რძის სო­სი­სი).

2. კონ­კურ­სი „ჩი­ლის“ ჭა­მა­ში (ვინ შე­ჭამს სცე­ნა­ზე 6 პორ­ცია წი­წა­კა „ჩი­ლის“?).

ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე სიდ­რის ახა­ლი გე­მო­ე­ბის დე­გუს­ტა­ცი­აა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

3. შავი საკ­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი - ტა­ლი­ნი (ეს­ტო­ნე­თი)

ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მუქი ღო­ნის­ძი­ე­ბა გურ­მა­ნე­ბის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში გაჩ­ნდა, მაგ­რამ ტა­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. შავი საკ­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი შავი ფე­რის საჭ­მელს ეძღვნე­ბა. მისი მი­ზა­ნია ას­წავ­ლოს და შთა­ა­გო­ნოს მნახ­ვე­ლე­ბი, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი შავი ფე­რის პრო­დუქ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. აქ ნა­ხავთ და და­ა­გე­მოვ­ნებთ შავ პას­ტას, შავ ბურ­გე­რებს, შავ ყველს, შავ ნა­ყინს და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დე­სერ­ტებს, რომ­ლე­ბიც ყა­ვი­თა და შო­კო­ლა­დით არის შე­ღე­ბი­ლი. დღე­სას­წა­უ­ლი აღებს კარს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის, რაც მხი­ა­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სა­ხით წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე ბნელ ღა­მე­ებ­ში იმარ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გე­მო­ებს, აქ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იპო­ვის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს მის­თვის.

თუ გსურთ „მუქი გე­მო­ე­ბი“ შე­იგ­რძნოთ, შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ შავი ბრინ­ჯი მო­თუ­შუ­ლი ბოსტნე­უ­ლით.

მო­ხარ­შეთ შავი ბრინ­ჯი შე­ფუთ­ვა­ზე და­ტა­ნი­ლი ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით. ცალ­კე, ღრმა ტა­ფა­ში ჩა­შუ­შეთ ბოსტნე­უ­ლი: სტა­ფი­ლო, წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, 2 კბი­ლი ნი­ო­რი. შე­გიძ­ლი­ათ და­ა­მა­ტოთ ბრო­კო­ლიც. ბოსტნე­ულს შე­უ­რი­ეთ მო­ხარ­შუ­ლი ბრინ­ჯი, მორ­თეთ დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­შით და მო­ას­ხით ლი­მო­ნის წვე­ნი.

თქვენ რო­მელ ფეს­ტი­ვალ­ზე ისურ­ვებ­დით დას­წრე­ბას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

3 საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლებიც შემოდგომაზე ტარდება

3 საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლებიც შემოდგომაზე ტარდება

რომელი ზეიმი გახსენდებათ გემრიელი საჭმლის გარეშე? როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში უამრავი დღესასწაული არსებობს, რომელთა ჩატარების მთავარი საბაბი თავად საკვებია. კულინარიული დღესასწაული - ეს არის სახალისო შეჯიბრებები, შეფ-მზარეულების მასტერკლასები, დეგუსტაციები, ბაზრობები და ფესტივალები საკმაოდ დიდი მასშტაბებით, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.

გასტრონომიული ფესტივალები ათასობით ადამიანს უკვე 100 წელზე მეტია პლანეტის ყველა კუთხიდან იზიდავს. უმრავლესობა მათგანი გაერთიანებული სამეფოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ყოველ შემოდგომაზე ტარდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულინარიული ფესტივალია - „ოქტობერფესტი“, რომელიც მიუნჰენში ყოველ ოქტომბერს იმართება. გერმანული ლუდის ფესტივალზე დასასწრებად, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 6 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის (წაიკითხეთ ვრცლად „ოქტობერფესტის“ შესახებ).

მოდით მიმოვიხილოთ 3 ყველაზე საინტერესო კულინარიული ფესტივალი, რომლის შესახებაც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ.

1. CSABA SAUSAGE FESTIVAL - ჩაბას ძეხვის ფესტივალი (უნგრეთი)

ევროპის შემოდგომის გასტრონომიულ ფესტივალებში, მეორე საპატიო ადგილს იკავებს „ჩაბას ძეხვის და სოსისის“ ფესტივალი, რომელიც უნგრეთში ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ფესტივალია. 1997 წლიდან მოყოლებული, ის ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში ტარდება. ფესტივალის მთავარი ღირსშესანიშნაობა დიდი შეჯიბრია, რომლის 500-მდე მონაწილე გუნდი ერთმანეთს საუკეთესო ძეხვის მომზადებაში ეჯიბრება. ისინი ცდილობენ ადგილზე მოამზადონ ყველაზე გემრიელი ძეხვი „ჩაბა“, რომლის სახელსაც ეს ფესტივალი ატარებს.

„ჩაბას“ მომზადების პროცესი

ვიზიტორთა უმეტესობა, ყოველწლიურად ბრუნდება ფესტივალზე, რომელიც მეგობრული ატმოსფეროთი და ძალიან მაღალი ხარისხის პროგრამებით გამოირჩევა. ძეხვეულის და სოსისის მოყვარულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ ფესტივალზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი უგემრიელესი პროდუქტები, რომელთა შორის, საპატიო ადგილს იკავებს ძეხვი - „ბრაუნშვაიგური.“ ძეხვს სახელი გერმანიის ქალაქ „ბრაუნშვაიგის“ სახელის მიხედვით დაარქვეს. ლეგენდის თანახმად, ის მეხორცის შეგირდმა გამოიგონა, რომელიც მის ქალიშვილზე იყო შეყვარებული. მეხორცემ მას პირობა წამოუყენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდა თავის ქალიშვილზე დაქორწინების უფლებას, თუ ყველაზე გემრიელი ძეხვის რეცეპტს შექმნიდა. მე-19 საუკუნეში ბრაუნშვაიგურს რეგიონალური საფირმო საჭმლის სტატუსი ჰქონდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

უგემრიელესი ძეხვის დაგემოვნება საქართველოშიც შესაძლებელია. „ნიკორას“ პრემიალური ბრენდი - "კაიზერი", რომლის ისტორია 2008 წლიდან იწყება, დელიკატესად აღიარებულ „ბრაუნშვაიგურის“ სამი სახეობის ძეხვს აწარმოებს, რომლის შეძენა „ნიკორას“ სუპერმარკეტებში და სხვა დიდ ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი.

„ბრაუნშვაიგური“ სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. პროდუქტი თვეზე მეტ დროს საჭიროებს დასამზადებლად. სპეციალურ საშრობ კამერებში, დამზადების პროცესი მინიმალურადაც, რომ დაირღვეს, სასურველი შედეგი ვერ მიიღება, მცირე არასწორმა ნიუნსმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფერის, ვიზაუალის ან არომატის ცვლილება. ამიტომ ნედლად შებოლილი ძეხვის „ბრაუნშვაიგურის“ დამზადება ძალიან დიდ გამოცდილებასა და ტექნოლოგიური პროცესების დიდ ცოდნას მოითხოვს.

„ბრაუნშვაიგურის“ დამზადების პროცესი

2. სოსისის და სიდრის ფესტივალი Outdoors - დიდი ბრიტანეთი

ფესტივალი დიდ ბრიტანეთში ყოველ შემოდგომაზე, ღია სივრცეში იმართება. უზარმაზარი ბარები, დიდი სცენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით და გართობა მთელი დღის მანძილზე. ფესტივალზე წარმოდგენილია ძეხვებისა და სოსისების გასაოცარი ასორტიმენტი. ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ძეხვეულის და სოსისების მომზადებაში. ჰაერი გაჟღენთილია გრილზე შემწვარი უგემრიელესი სოსისების სურნელით. ფესტივალის მსვლელობისას, დიდ სცენაზე იმართება სახალისო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

1. სოსისის სწრაფად ჭამა (მონაწილეებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეჭამონ 1 მეტრის სიგრძის სოსისი).

2. კონკურსი „ჩილის“ ჭამაში (ვინ შეჭამს სცენაზე 6 პორცია წიწაკა „ჩილის“?).

ფესტივალზე ასევე სიდრის ახალი გემოების დეგუსტაციაა შესაძლებელი.

3. შავი საკვების ფესტივალი - ტალინი (ესტონეთი)

ეს შესანიშნავი, მუქი ღონისძიება გურმანებისთვის გერმანიაში გაჩნდა, მაგრამ ტალინის ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესოა. შავი საკვების ფესტივალი შავი ფერის საჭმელს ეძღვნება. მისი მიზანია ასწავლოს და შთააგონოს მნახველები, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული შავი ფერის პროდუქტები მაქსიმალურად გამოიყენონ. აქ ნახავთ და დააგემოვნებთ შავ პასტას, შავ ბურგერებს, შავ ყველს, შავ ნაყინს და ძალიან საინტერესო დესერტებს, რომლებიც ყავითა და შოკოლადით არის შეღებილი. დღესასწაული აღებს კარს კულინარიული ხელოვნებისთვის და ექსპერიმენტებისთვის, რაც მხიარული ფესტივალის სახით წელიწადის ყველაზე ბნელ ღამეებში იმართება. რაც შეეხება გემოებს, აქ ნებისმიერი ადამიანი იპოვის რაღაც საინტერესოს მისთვის.

თუ გსურთ „მუქი გემოები“ შეიგრძნოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შავი ბრინჯი მოთუშული ბოსტნეულით.

მოხარშეთ შავი ბრინჯი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. ცალკე, ღრმა ტაფაში ჩაშუშეთ ბოსტნეული: სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი. შეგიძლიათ დაამატოთ ბროკოლიც. ბოსტნეულს შეურიეთ მოხარშული ბრინჯი, მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და მოასხით ლიმონის წვენი.

თქვენ რომელ ფესტივალზე ისურვებდით დასწრებას?