პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო

26

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?
"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?

ბოლო ხანს, გახ­შირ­და ლა­პა­რა­კი ე.წ. 3+3 ფორ­მა­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვაა და გუ­ლის­ხმობს თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს, ირა­ნი­სა და რუ­სე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ასეთ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "ძა­ლი­ან ძნე­ლი“ იქ­ნე­ბა. მის ამ ნათ­ქვამს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ მას უფრო მკა­ფი­ოდ უნდა ეთ­ქვა, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი იან კელი.

რე­ა­ლუ­რად, რას გუ­ლის­ხმობს "3+3 ფორ­მა­ტი", არის თუ არა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ამ ეტაპ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად გან­სა­ხილ­ვე­ლი და რო­გო­რი დი­ნა­მი­კა იქ­ნე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებს შო­რის მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში? ამა­ზე AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რა.

"ამ ფორ­მა­ტის იდეა ერ­დო­ღან­მა, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ გა­ახ­მა­უ­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისევ ჰი­პო­თე­ტურ სტა­დი­ა­ზეა და გუ­ლის­ხმობს, რომ შე­იქ­მნას თით­ქოს რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პლატ­ფორ­მა, სა­დაც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი და ამა­ვე რე­გი­ო­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი 6 ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე. 3 ქვე­ყა­ნაა - ირა­ნი, თურ­ქე­თი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, და 3 რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო - სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. მე მგო­ნი, პირ­ვე­ლი, რაც ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, როცა ამ "3+3 ფორ­მატს" წარ­მო­იდ­გენ, უშუ­ა­ლოდ ასი­მეტ­რი­აა რე­გი­ო­ნულ აქ­ტო­რებს შო­რის - ერთ მხა­რე­საა 3 პა­ტა­რა რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და მე­ო­რე მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ 3 რე­გი­ო­ნუ­ლი მსხვი­ლი ძალა, რო­გორც ასე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ის ფაქ­ტი, რომ არ­სე­ბობს ასე­თი იდეა, იმ­თა­ვით­ვე მი­უ­თი­თებს იმას, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტი ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბა სი­მეტ­რი­უ­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა ძი­რი­თა­დად იმას, რომ წა­მო­წე­უ­ლი იქ­ნას დო­მი­ნან­ტი რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­დეს ერ­თგვა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა რე­გი­ო­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სამ ძი­რი­თად მო­თა­მა­შეს შო­რის.

ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თო, რაც ამ სამ მსხვილ რე­გი­ო­ნულ აქ­ტორს აქვს, არის, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნა ან ინ­ტე­რე­სი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რე­გი­ო­ნუ­ლი მო­თა­მა­შე გა­მო­ირ­ჩე­ვა და­სავ­ლეთ­თან სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით და ასე­ვე, ყვე­ლა მო­ი­აზ­რებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს ან მის ცალ­კე­ულ ნა­წი­ლებს, რო­გორც ერ­თგვა­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რი გავ­ლე­ნის სფე­როს.

მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ხე­დავს გავ­ლით დე­რე­ფანს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით; თა­ვის მხრივ, ირა­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­ი­ზო­ლა­ცი­ის მიღ­წე­ვით და ამ შემ­თხვე­ვა­ში მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­შრუ­ტი, ისე­ვე, რო­გორც ამ მარ­შრუ­ტის გავ­ლით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან კავ­ში­რი და კო­მუ­ნი­კა­ცია; ხოლო თურ­ქე­თის­თვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი გა­სა­ღე­ბია, რო­გორც თა­ვად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის შიგ­ნით, ასე­ვე კას­პი­ის ზღვის აუ­ზის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ პრაქ­ტი­კუ­ლად სა­მი­ვე ქვეყ­ნის­თვის არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტე­რე­სი და მო­ცე­მულ რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი ლი­დე­რო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი დო­ზით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვხე­დავთ იმას, რომ სამი ამ რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რის ფონ­ზე, რო­მე­ლიც პრო­აქ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან, მე­ო­რე სამი სა­ხელ­მწი­ფო რჩე­ბა, რო­გორც რე­აქ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც ძი­რი­თა­დად ამ სამი აქ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, იმ­თა­ვით­ვე ეს ფორ­მა­ტი გან­წი­რუ­ლია ასი­მეტ­რი­ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის­თვის, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მაგ­რამ თუნ­დაც იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­შიც კი აქ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ასი­მეტ­რი­უ­ლო­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი იქ­ნე­ბა. იმავდრო­უ­ლად, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დე­ბა ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე დიდი რე­გი­ო­ნუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის პრაქ­ტი­კუ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია.

მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს თე­ო­რი­ა­ში ასე­თი ფორ­მა­ტი. იმ­თა­ვით­ვე არ­სე­ბობს რე­გი­ო­ნულ აქ­ტო­რებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი გა­მომ­რი­ცხა­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც არ­თუ­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. პირ­ვე­ლი, რე­გი­ო­ნის დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბი­დან რომ და­ვი­წყოთ, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის კონ­კუ­რენ­ცი­აა, რად­გან რაც არ უნდა ილა­პა­რა­კოს ამ ორმა სა­ხელ­მწი­ფომ ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზე, სა­ერ­თო გა­დაკ­ვე­თის არე­ე­ბის ნახ­ვა­ზე, ეს ორი სა­ხელ­მწი­ფო რჩე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­კუ­რენ­ტე­ბად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ეს სამი სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბა ამ ორი სა­ხელ­მწი­ფოს და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის პლატ­ფორ­მა. მე­ო­რე მხრივ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ირა­ნის საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­თან და ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იკ­ვე­თა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-თურ­ქუ­ლი ღერ­ძი, მე­ო­რე მხა­რეს კი გვაქვს ირა­ნუ­ლი ღერ­ძი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ეყ­რდნოს სომ­ხეთს და იმავდრო­უ­ლად, მო­ი­ზი­დოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია; და არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რომ­ლის­თვი­საც ამ შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მი­უ­ღე­ბე­ლია; ამას ემა­ტე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის“, - აღ­ნიშ­ნავს გობ­რო­ნი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­საც არ აქვს ის პო­ზი­ცია, რომ ასეთ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მზად იყოს და მის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ აღიქ­ვამ­დეს.

"თუ ვლა­პა­რა­კობთ, მა­გა­ლი­თად, რე­გი­ო­ნულ და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ზე, გე­ო­ე­კო­ნო­მი­კურ გათ­ვლებ­ზე, სტრა­ტე­გი­ულ და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე, ამას, რო­გორც წესი, გა­ნი­ხი­ლა­ვენ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და ასე რომ ვთქვათ, ასე­თი ნამ­დვი­ლად არაა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ცო­ტა­თი ალო­გი­კუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა ისეთ პრო­ექ­ტებ­ში, სა­დაც ჩვენ გვი­წევს სტრა­ტე­გი­ულ საფრ­თხეს­თან, ანუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად სა­უ­ბა­რი სტრა­ტე­გი­ულ პრო­ექ­ტებ­ზე.

სა­ერ­თოდ არ მგო­ნია, ეს ფორ­მა­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი გახ­დეს და ამა­ზე, სხვა­თა შო­რის, არ ვიცი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი რით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ბი - მე იმე­დი მაქვს, რომ უბ­რა­ლოდ, მან ვერ ახ­სნა სა­თა­ნა­დოდ თა­ვის პო­ზი­ცია, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და, რად­გან აქამ­დეც და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან და იმა­ვე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გა­ნაც პო­ზი­ცია, რომ მის­თვის რუ­სეთ­თან ერ­თად ასეთ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

თა­ვის მხრივ კი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რა­ზე თურ­ქე­თის მიერ გა­მო­ით­ქვა მხარ­და­ჭე­რა ნე­ბის­მი­ე­რი სამმხრი­ვი ფორ­მა­ტის მი­მართ - იქ­ნე­ბა ეს თურ­ქე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, თუ სომ­ხე­თი, ანუ ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტის მი­მართ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო აირ­ჩევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ასე­თი, არ­სე­ბობ­და ჩვე­ნი პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის - რე­გი­ონ­ში თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან და ასე­ვე, პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფოდ შეგ­ვიძ­ლია, მო­ვი­აზ­როთ სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კაც, მზა­ო­ბა იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში ვერც ამ და ვერც სხვა ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში ვერ შევა, რად­გან ჩვენ არ გვაქვს სა­მა­გი­სო არც პო­ზი­ცია და არც მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას კი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარტნი­ო­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი პა­ტივს სცემ­დნენ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი და არც კი უნდა წა­მო­წე­უ­ლი­ყო ეს დის­კუ­სია დღის წეს­რიგ­ში. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "რთუ­ლია“ რუ­სეთ­თან ერ­თად გე­ო­პო­ლი­ტი­კურ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არ არის სწო­რი, რად­გან რთუ­ლი კი არ არის, ეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ მიკ­ვირს, ამა­საც რომ ამ­ბო­ბენ, რად­გან დღეს ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა ფრჩხი­ლებს გა­რეთ რომ გა­ვი­ტა­ნოთ და დავ­ტო­ვოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვექ­მნას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა არ გვყავს“, - აცხა­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი.

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მსგავს ფორ­მატ­ში შეს­ვლა სტრა­ტე­გი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ეს არის ფორ­მა­ტი, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­ნის პარტნი­ო­რო­ბა­ზე უკვე და არა იმა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც შე­თავ­სე­ბით ოკუ­პან­ტია და შე­თავ­სე­ბით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქარ­თველ­თა წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ეთ­ნი­კურ წმენ­და­ზე, იმავდრო­უ­ლად ჩვენ­თან ერ­თად­ვე ჩარ­თუ­ლი იყოს რე­გი­ო­ნულ პრო­ექ­ტებ­ში. ანუ, რა გა­მო­დის, რომ ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად, ვახ­დენთ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლი­ე­ბის, რო­გორც რუ­სე­ბი იტყვი­ან ხოლ­მე, აღი­ა­რე­ბა­სა და ლე­გი­ტი­მა­ცი­ას? ეს არ არის სწო­რი პო­ზი­ცია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მკა­ფი­ოდ უნდა იყოს დიპ­ლო­მა­ტი­ა­შიც გან­სა­ზღვრუ­ლი, სად გა­დის წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - იქ­ნე­ბა დე­ო­კუ­პა­ცია? იქ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა; არ იქ­ნე­ბა დე­ო­კუ­პა­ცია? არ იქ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სა­კი­თხია - თურ­ქეთს აინ­ტე­რე­სებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ ექ­ვსმხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მატ­ში? კი ბა­ტო­ნო, მა­შინ დაგ­ვეხ­მა­როს, რომ ჯერ მოგ­ვეხ­სნას ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რის გა­მოც ვერ ვა­ხერ­ხებთ ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მატ­ში ჩარ­თვას. კი, ვთქვათ, ჩვენც გვინ­და, რად­გან რე­ა­ლუ­რად რომ შევ­ხე­დოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ხომ არ აქვს ის მი­ზა­ნი, რომ რუ­სეთ­თან იყოს მა­რა­დი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში? მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და გვინ­და თუ არ გვინ­და, ჩვენ რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბო­და ან არის კი­დე­ვაც ის, რომ რუ­სე­თი იყოს იმა­ვე ტი­პის მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გო­რი­ცაა კა­ნა­და აშშ-სთვის, ამას არა­ფე­რი აჯო­ბებ­და, მაგ­რამ ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა რომ არ არის, დაგ­ვეხ­მა­რონ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა­ში, აი­ძუ­ლონ რუ­სეთს, რომ მათ და­ი­ხი­ონ უკან და კი ბა­ტო­ნო, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ“, - აღ­ნიშ­ნავს გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რავი
8

მოკლედ მაგარი ცხელი ადგილია ეს კავკასია. საწყალი სამი პატარა ქვეყანა გაჩხერილია ამ სამ იმპერიისმაგვარ ურჩხულს შორის. მაგ სამიდან თითქოს თურქეთს არა უშავდა ერდოღანამდე, წინ მიდიოდა, ახლა სამივე ერთი უბედურებაა საქართველსთვისაც, სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც. მანდ დემოკრატია და ნორმალური ხელისუფლება ერთი ორი საუკუნე ვერ მოვა. 

აკაკი
34

საქართველო ამ ფორმატიდან მიიღებს მართლა ნორმალურ სარგებელს. უსაფრთხოების მხრივადაც კარგი იქნება ჩვენთვის. წინააღმდეგ შემთხვვაში უბრალოდ ძალიან დიდ თამაშგარეში დავრჩებით. უბრალოდ ექსპერტი გერქვას და ასეთ საზიანო განხხადებებს ამბობდე მოკლედ არ ვიცი რა. ამ ე.წ ექსპერტებმა იციან რომ რუსეთი ცუდია, პუტინი დამპალია მეტი დიდად არაფერი ისეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - რა ვითარებაა ადგილზე
ავტორი:

"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?

"3+3 ფორმატი" - რა ინტერესი აქვს 3 რეგიონალურ "ვეშაპს" სამხრეთ კავკასიაში და რატომ არ არის საქართველოს ადგილი ერდოღანის ინიცირებულ პროექტში?

ბოლო ხანს, გახშირდა ლაპარაკი ე.წ. 3+3 ფორმატის შესახებ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაა და გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ასეთ ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის "ძალიან ძნელი“ იქნება. მის ამ ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა, ბევრი მიიჩნევს, რომ მას უფრო მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ ეს შეუძლებელია, მათ შორის არის საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი.

რეალურად, რას გულისხმობს "3+3 ფორმატი", არის თუ არა ეს ინიციატივა ამ ეტაპზე სერიოზულად განსახილველი და როგორი დინამიკა იქნებოდა აღნიშნულ ქვეყნებს შორის მისი განხორციელების შემთხვევაში? ამაზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრა.

"ამ ფორმატის იდეა ერდოღანმა, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ გაახმაურა. შეიძლება ითქვას, რომ ისევ ჰიპოთეტურ სტადიაზეა და გულისხმობს, რომ შეიქმნას თითქოს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც იქნება ჩართული სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული და ამავე რეგიონით დაინტერესებული 6 ძირითადი მოთამაშე. 3 ქვეყანაა - ირანი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია, და 3 რეგიონის სახელმწიფო - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. მე მგონი, პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს, როცა ამ "3+3 ფორმატს" წარმოიდგენ, უშუალოდ ასიმეტრიაა რეგიონულ აქტორებს შორის - ერთ მხარესაა 3 პატარა რეგიონული სახელმწიფო და მეორე მხარეს შეიძლება წარმოვიდგინოთ 3 რეგიონული მსხვილი ძალა, როგორც ასეთი. შესაბამისად, უკვე ის ფაქტი, რომ არსებობს ასეთი იდეა, იმთავითვე მიუთითებს იმას, რომ თანამშრომლობის ფორმატი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება სიმეტრიული და ემსახურება ძირითადად იმას, რომ წამოწეული იქნას დომინანტი რეგიონული აქტორების ინტერესები, შესაბამისად, მოხდეს ერთგვარი გავლენის სფეროების გადანაწილება რეგიონით დაინტერესებულ სამ ძირითად მოთამაშეს შორის.

ერთადერთი საერთო, რაც ამ სამ მსხვილ რეგიონულ აქტორს აქვს, არის, რომ არცერთი მათგანი არაა დაინტერესებული იმით, რომ დასავლური გავლენა ან ინტერესი წარმოდგენილი იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონული მოთამაშე გამოირჩევა დასავლეთთან სპეციფიკური ურთიერთობით და ასევე, ყველა მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ან მის ცალკეულ ნაწილებს, როგორც ერთგვარი ექსკლუზიური გავლენის სფეროს.

მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხედავს გავლით დერეფანს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით; თავის მხრივ, ირანი დაინტერესებულია ეკონომიკური დეიზოლაციის მიღწევით და ამ შემთხვევაში მისთვის საინტერესოა სომხეთი და საქართველოს მარშრუტი, ისევე, როგორც ამ მარშრუტის გავლით რუსეთის ფედერაციასთან კავშირი და კომუნიკაცია; ხოლო თურქეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი გასაღებია, როგორც თავად კავკასიის რეგიონის შიგნით, ასევე კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოების მიმართულებით, ანუ პრაქტიკულად სამივე ქვეყნისთვის არსებობს კონკრეტული ექსკლუზიური ინტერესი და მოცემულ რეგიონში საკუთარი ლიდერობის დაფიქსირება გარკვეული დოზით. ამ შემთხვევაში ვხედავთ იმას, რომ სამი ამ რეგიონული აქტორის ფონზე, რომელიც პროაქტიული მოთამაშეები არიან, მეორე სამი სახელმწიფო რჩება, როგორც რეაქტიული მოთამაშე, რომლის მოქმედებაც ძირითადად ამ სამი აქტორის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, იმთავითვე ეს ფორმატი განწირულია ასიმეტრიის ძალიან მაღალი ხარისხისთვის, აღარაფერს ვამბობ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე, მაგრამ თუნდაც იდეალურ შემთხვევაშიც კი აქ სახელმწიფოთა შორის ასიმეტრიულობის ძალიან მაღალი ხარისხი იქნება. იმავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდება ამ სახელმწიფოთა ინტერესების ხარჯზე დიდი რეგიონული მოთამაშეების პოზიციების გამყარება და საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის პრაქტიკული იმპლემენტაცია.

მეორე საკითხია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს თეორიაში ასეთი ფორმატი. იმთავითვე არსებობს რეგიონულ აქტორებს შორის ძალიან დიდი გამომრიცხავი გარემოებები, რაც ართულებს თანამშრომლობას. პირველი, რეგიონის დიდი მოთამაშეებიდან რომ დავიწყოთ, რუსეთისა და თურქეთის კონკურენციაა, რადგან რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ორმა სახელმწიფომ ურთიერთობის სტაბილიზაციაზე, ნორმალიზებაზე, საერთო გადაკვეთის არეების ნახვაზე, ეს ორი სახელმწიფო რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვან კონკურენტებად. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კავკასიის ეს სამი სახელმწიფო იქნება ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირებისა და კონკურენციის პლატფორმა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ირანის საკმაოდ რთული და სპეციფიკური ურთიერთობები თურქეთსა და აზერბაიჯანთან და ამ შემთხვევაში გამოიკვეთა აზერბაიჯანულ-თურქული ღერძი, მეორე მხარეს კი გვაქვს ირანული ღერძი, რომელიც ცდილობს, ამ შემთხვევაში დაეყრდნოს სომხეთს და იმავდროულად, მოიზიდოს რუსეთის ფედერაცია; და არის რუსეთის ფედერაცია, რომლისთვისაც ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა მიუღებელია; ამას ემატება საკმაოდ რთული ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - აღნიშნავს გობრონიძე.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტის თქმით, საქართველოსაც არ აქვს ის პოზიცია, რომ ასეთ ფორმატში მონაწილეობისთვის მზად იყოს და მისთვის სასარგებლოდ აღიქვამდეს.

"თუ ვლაპარაკობთ, მაგალითად, რეგიონულ და ეკონომიკურ პროექტებზე, გეოეკონომიკურ გათვლებზე, სტრატეგიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამას, როგორც წესი, განიხილავენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად და ასე რომ ვთქვათ, ასეთი ნამდვილად არაა რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ცოტათი ალოგიკურია საქართველოს ჩართულობა ისეთ პროექტებში, სადაც ჩვენ გვიწევს სტრატეგიულ საფრთხესთან, ანუ რუსეთის ფედერაციასთან ერთად საუბარი სტრატეგიულ პროექტებზე.

საერთოდ არ მგონია, ეს ფორმატი უახლოეს პერიოდში სიცოცხლისუნარიანი გახდეს და ამაზე, სხვათა შორის, არ ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებები რით იყო ნაკარნახები - მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ, მან ვერ ახსნა სათანადოდ თავის პოზიცია, თუ რას გულისხმობდა, რადგან აქამდეც დაფიქსირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და იმავე, საგარეო საქმეთა მინისტრისგანაც პოზიცია, რომ მისთვის რუსეთთან ერთად ასეთ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია.

თავის მხრივ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე თურქეთის მიერ გამოითქვა მხარდაჭერა ნებისმიერი სამმხრივი ფორმატის მიმართ - იქნება ეს თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თუ სომხეთი, ანუ ნებისმიერი თანამშრომლობის ფორმატის მიმართ, რომელსაც საქართველო აირჩევს. ამ შემთხვევაში, როგორც ასეთი, არსებობდა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების - რეგიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან და ასევე, პარტნიორ სახელმწიფოდ შეგვიძლია, მოვიაზროთ სომხეთის რესპუბლიკაც, მზაობა იმაზე, რომ საქართველო რუსეთთან კოლაბორაციაში ვერც ამ და ვერც სხვა ფორმატის ფარგლებში ვერ შევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს სამაგისო არც პოზიცია და არც მდგომარეობა, საქართველოს პოზიციას კი ამასთან დაკავშირებით პარტნიორი და რეგიონული სახელმწიფოები პატივს სცემდნენ.

აქედან გამომდინარე, აქ გასაგებია ყველაფერი და არც კი უნდა წამოწეულიყო ეს დისკუსია დღის წესრიგში. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ფორმულირება, რომ საქართველოსთვის "რთულია“ რუსეთთან ერთად გეოპოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობა, არ არის სწორი, რადგან რთული კი არ არის, ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არ მიკვირს, ამასაც რომ ამბობენ, რადგან დღეს ქართულ-რუსული ურთიერთობების პოლიტიკური განზომილება ფრჩხილებს გარეთ რომ გავიტანოთ და დავტოვოთ ეკონომიკური განზომილება, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ამაზე ახლო მეგობარი ქვეყანა არ გვყავს“, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

გიორგი გობრონიძის განმარტებით, მსგავს ფორმატში შესვლა სტრატეგიულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად სრულიად შეუძლებელია.

"ეს არის ფორმატი, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ სტრატეგიული დონის პარტნიორობაზე უკვე და არა იმაზე, რომ სახელმწიფო, რომელიც შეთავსებით ოკუპანტია და შეთავსებით პასუხისმგებელია ქართველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, იმავდროულად ჩვენთან ერთადვე ჩართული იყოს რეგიონულ პროექტებში. ანუ, რა გამოდის, რომ ჩვენ პრაქტიკულად, ვახდენთ არსებული რეალიების, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, აღიარებასა და ლეგიტიმაციას? ეს არ არის სწორი პოზიცია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მკაფიოდ უნდა იყოს დიპლომატიაშიც განსაზღვრული, სად გადის წითელი ხაზები. ძალიან მარტივია - იქნება დეოკუპაცია? იქნება თანამშრომლობა; არ იქნება დეოკუპაცია? არ იქნება თანამშრომლობა.

ძალიან მარტივი საკითხია - თურქეთს აინტერესებს თანამშრომლობა ამ ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატში? კი ბატონო, მაშინ დაგვეხმაროს, რომ ჯერ მოგვეხსნას ის მოცემულობა, რის გამოც ვერ ვახერხებთ ამ თანამშრომლობის ფორმატში ჩართვას. კი, ვთქვათ, ჩვენც გვინდა, რადგან რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოს ხომ არ აქვს ის მიზანი, რომ რუსეთთან იყოს მარადიულ დაპირისპირებაში? მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ რუსეთთან დაპირისპირებულები ვართ. ჩვენი ინტერესი იქნებოდა ან არის კიდევაც ის, რომ რუსეთი იყოს იმავე ტიპის მეზობელი საქართველოსთვის, როგორიცაა კანადა აშშ-სთვის, ამას არაფერი აჯობებდა, მაგრამ ასეთი მოცემულობა რომ არ არის, დაგვეხმარონ ამ მოცემულობის ცვლილებაში, აიძულონ რუსეთს, რომ მათ დაიხიონ უკან და კი ბატონო, ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნავს გობრონიძე.