სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა" - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილზე
"თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა" - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილზე

ნინო ლომ­ჯა­რია - ვმსჯე­ლობთ იმა­ზე, რომ ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბას გა­ნა­ცხა­დებს, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რომ დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ოს, თუკი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­დე­ბა

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და­თან­ხმდე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე გა­ე­წი­ოს.

ამას­თან, რო­გორც ნინო ლომ­ჯა­რი­ამ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს ანა­ლი­ზე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

"ზო­გა­დად, ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით ანა­ლი­ზე­ბის და სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რო­ე­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შიმ­ში­ლო­ბის მე-19 დღეა, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­დეს. ამი­ტომ ისი­ნი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სა­ა­კაშ­ვილს თან­ხმო­ბა გა­ცე­მუ­ლი არ აქვს, ამი­ტომ ვმსჯე­ლობთ იმა­ზე, რომ სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბას გა­ნა­ცხა­დებს, ად­გილ­ზე იყოს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რომ მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ოს, თუკი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ამას­თან, ლომ­ჯა­რია გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ პა­ცი­ენტს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­ე­წი­ოს.

"თუ პა­ტი­მა­რი უარს აცხა­დებს, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, მას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა არ გა­ე­წე­ვა მა­ნამ, სა­ნამ ის საღ გო­ნე­ბა­ზეა და სა­კუ­თა­რი ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­უძ­ლია. თუმ­ცა, თუ ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად გარ­თულ­და, რომ პა­ცი­ენ­ტი გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ, მაგ­რამ თუ პა­ცი­ენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ამ­ბობს უარს, ამ ვი­თა­რე­ბა­ში მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ვერ გა­ე­წე­ვა. თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა, რათა გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ზღვე­უ­ლი იყოს“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მე-19 დღეა შიმ­ში­ლობს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით კონ­სი­ლი­უ­მია შეკ­რე­ბი­ლი. სწო­რედ კონ­სი­ლი­უ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ექი­მებ­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თეს შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი - მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და­ეს­წრნენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

ასეთი გენიალური აზრების მფრქვევლად არსებობს ლომჟარია ამ ქვეყანაში?

ლევანი
5

საქართველოში ერთი პატიმარია? ან სხვაგან ვერ ნახე ადამიანის უფლებების დარღვევა, წადი გაინძერი რაღაც გააკეთე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა" - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილზე

"თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა" - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილზე

ნინო ლომჯარია - ვმსჯელობთ იმაზე, რომ ვიდრე სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, მობილიზებული იყოს სამედიცინო პერსონალი, რომ დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას დათანხმდება, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიოს.

ამასთან, როგორც ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

"ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზების და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს, ამიტომ ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარია განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება მისი ნებართვის გარეშე გაეწიოს.

"თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ, მაგრამ თუ პაციენტი სამედიცინო დახმარებაზე გათვითცნობიერებულად ამბობს უარს, ამ ვითარებაში მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იქნება, რათა გართულებები დაზღვეული იყოს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.