Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვირიკე, ზენითი, ლეღვა, სამება, ხუცუბანი, სახალვაშო - ქობულეთის სოფლებში ტრენინგები მიმდინარეობს
კვირიკე, ზენითი, ლეღვა, სამება, ხუცუბანი, სახალვაშო - ქობულეთის სოფლებში ტრენინგები მიმდინარეობს

აჭა­რა­ში სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით ტრე­ნინ­გე­ბი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სპე­ცი­ფი­კა­სა და სერ­ვი­სის სტან­დარ­ტებს ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლებ­ში ეც­ნო­ბი­ან. კვი­რი­კე, ხუ­ცუ­ბა­ნი, სა­მე­ბა, ზე­ნი­თი, ლეღ­ვა და სა­ხალ­ვა­შო - იმ სოფ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტრე­ნინ­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ლექ­ცი­ებს ისე­თი თე­მე­ბის შე­სა­ხებ ის­მე­ნენ, რო­გო­რი­ცაა სამ­ჯე­რა­დი კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში და მათი სწო­რად სერ­ვი­რე­ბა, სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის ტი­პე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, Covid 19-ის შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა, ასე­ვე სერ­ვი­სე­ბის კალ­კუ­ლა­ცია, სტუმ­რის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ღა­მის­თე­ვა, და­ლა­გე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­კი­თხე­ბი.

ქო­ბუ­ლე­თამ­დე სერ­ვი­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი ხუ­ლო­სა და შუ­ა­ხე­ვის 11 სო­ფელ­ში ჩა­ტარ­და. ქო­ბუ­ლე­თის შემ­დეგ კი სერ­ვი­სის სტან­დარ­ტებს ქე­დი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ეც­ნო­ბა. ჯამ­ში, ტრე­ნინ­გე­ბი 250-ზე მეტ პირს აჭა­რის 26 სო­ფელ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა. რე­გი­ონ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით დე­პარ­ტა­მენ­ტი ასე­ვე ამ­ზა­დებს სას­წავ­ლო ვი­დეო-გაკ­ვე­თი­ლებს, რო­მე­ლიც სერ­ვი­სის ახალ ონ­ლა­ინგვერ­დზე serviceajara.ge აიტ­ვირ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნულ გვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ტრე­ნინ­გე­ბის გრა­ფი­კი და სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბიც.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

კვირიკე, ზენითი, ლეღვა, სამება, ხუცუბანი, სახალვაშო - ქობულეთის სოფლებში ტრენინგები მიმდინარეობს

კვირიკე, ზენითი, ლეღვა, სამება, ხუცუბანი, სახალვაშო - ქობულეთის სოფლებში ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების სპეციფიკასა და სერვისის სტანდარტებს ქობულეთის სოფლებში ეცნობიან. კვირიკე, ხუცუბანი, სამება, ზენითი, ლეღვა და სახალვაშო - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები მიმდინარეობს.

ტრენინგის მონაწილეები ლექციებს ისეთი თემების შესახებ ისმენენ, როგორიცაა სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები, Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა, ასევე სერვისების კალკულაცია, სტუმრის მიღების პროცედურები, ღამისთევა, დალაგების თავისებურებები და ანგარიშსწორების საკითხები.

ქობულეთამდე სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ხულოსა და შუახევის 11 სოფელში ჩატარდა. ქობულეთის შემდეგ კი სერვისის სტანდარტებს ქედისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა გაეცნობა. ჯამში, ტრენინგები 250-ზე მეტ პირს აჭარის 26 სოფელში ჩაუტარდება. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.

NS