კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?
"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სამი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ სა­ღა­მოს და­ა­კა­ვეს და ოფი­ცი­ა­ლურ ბრალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­რუდ­გე­ნენ. სა­მი­ვე პირი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, არც ერთი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. რო­გორც გა­ირ­კვა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი გლ­დან­ში, ვინ­მე ჯა­ბა­ე­ვის სახ­ლში იმა­ლე­ბოდ­ნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლია ბი­ნის მე­პატ­რო­ნე ჯა­ბა­ე­ვი, ბი­ძი­ნა ხა­სია, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ბექა ლა­ტა­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მან ეს­რო­ლა ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას. რა გახ­და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბა დაკ­ვე­თი­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს.

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ
17:04 / 18-10-2021

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით" - რას აცხადებს ბათუმის ექსვიცე-მერი, რომელსაც თბილისში მოკლულ ქალთან შვილის გამო დავა ჰქონდა?

21:02 / 18-10-2021

შეკვეთილი მკვლელობა და პირადი ანგარიშსწორება? - დაკავებულია 3 პირი: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი Ambebi.ge-სთვის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე

10:24 / 21-10-2021

ერთ-ერთი ვერსიით, დამკვეთმა ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემსრულებლის პოვნა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად "ჭიას" სთხოვა - ვინ არის ლაშა ბარათელი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ახლახან დაშორდა?

21:33 / 21-10-2021

"თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ..." - რას ამბობს "კანონიერი ქურდი" "ჭია", რომლის სახელიც შატალოვას მკვლელობის საქმეს დაუკავშირეს

რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის კვალს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აგ­ნეს და ისი­ნი ჯა­ბა­ე­ვის ბი­ნა­ში აიყ­ვა­ნეს.

"ლა­ტა­რია დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ბი­ნის მე­პატ­რო­ნე (ჯა­ბა­ე­ვი) ამ­ბობს, რომ საქ­მის ირ­გვლივ არა­ფე­რი იცის. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­სი­ას, მას უთ­ქვამს, რომ მან ამ საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, ლა­ტა­რი­ამ მძღო­ლად წა­მიყ­ვა­ნაო.

სა­ვა­რა­უდ]ოდ, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა უნდა იყოს და საქ­მე დაკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს, გა­მო­ძი­ე­ბა ამ კუ­თხით უფრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ბე­რი­ძემ კი თქვა, 6 თვეა არ მი­ნა­ხავს შა­ტა­ლო­ვაო, მაგ­რამ ეს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს. ყო­ფი­ლი ვიცე-მერი და­კი­თხუ­ლია და მისი ბი­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ტექ­ნი­კა. რე­ა­ლუ­რი კვა­ლი ჯერ არ მი­დის დამ­კვე­თამ­დე, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ად ბა­თუ­მის თე­მას ვა­რა­უ­დობს, ამ ეტაპ­ზე სხვა მო­ტი­ვი არ იკ­ვე­თე­ბა" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს წყა­რო.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ბექა ლა­ტა­რი­ამ და­კა­ვე­ბი­სას ლა­მის 6 ოპერ­მუ­შა­კის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­სნი­ლი "ლი­მონ­კა" გა­ა­გო­რა ოთახ­ში, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხელ­ყუმ­ბა­რა არ აფეთ­ქდა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჰ
24

ხელყუმბარებს უგორებენ უკვე პოლიციას. ფაქტიურად ბაევიკების კინოგადაღებებს გავს

ტტ
36

გაგებით მოეკიდეთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?

"დაკავებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიციის მიმართულებით "ლიმონკა" გააგორა" - შატალოვას საქმის ახალი დეტალები: როგორ აიყვანეს ეჭვმიტანილები?

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს დააკავეს და ოფიციალურ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სამივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ადვოკატების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილები გლდანში, ვინმე ჯაბაევის სახლში იმალებოდნენ.

დაკავებულია ბინის მეპატრონე ჯაბაევი, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ და ასევე, წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია. სავარაუდოდ, სწორედ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას. რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა დაკვეთილია და გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის დეტალები.

როგორც სანდო წყარო გვიყვება, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილების კვალს სათვალთვალო კამერების საშუალებით მიაგნეს და ისინი ჯაბაევის ბინაში აიყვანეს.

"ლატარია დუმილის უფლებას იყენებს. ბინის მეპატრონე (ჯაბაევი) ამბობს, რომ საქმის ირგვლივ არაფერი იცის. რაც შეეხება ხასიას, მას უთქვამს, რომ მან ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა, ლატარიამ მძღოლად წამიყვანაო.

სავარაუდ]ოდ, მკვლელობის მოტივი ანგარიშსწორება უნდა იყოს და საქმე დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს, გამოძიება ამ კუთხით უფრო აქტიურად მუშაობს. ბერიძემ კი თქვა, 6 თვეა არ მინახავს შატალოვაო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ყოფილი ვიცე-მერი დაკითხულია და მისი ბინიდან ამოღებულია ტექნიკა. რეალური კვალი ჯერ არ მიდის დამკვეთამდე, თუმცა გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად ბათუმის თემას ვარაუდობს, ამ ეტაპზე სხვა მოტივი არ იკვეთება" - უყვება AMBEBI.GE-ს წყარო.

მისივე ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელმა ბექა ლატარიამ დაკავებისას ლამის 6 ოპერმუშაკის სიცოცხლე იმსხვერპლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მათი მიმართულებით გახსნილი "ლიმონკა" გააგორა ოთახში, თუმცა, საბედნიეროდ, ხელყუმბარა არ აფეთქდა.