კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა
ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

თბი­ლი­სი, 13 ოქ­ტომ­ბე­რი 2021 – სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ ვი­ო­ნის წევ­რი, ბი­ლა­ი­ნი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰა­კა­თო­ნის - NASA Space Apps Challenge -ის ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­კურ­სის ტრა­დი­ცი­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რია. NASA Space Apps 323 სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას 48 სა­ათ­ზე დიდ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობს და აერ­თი­ა­ნებს კო­დე­რებს, მკვლე­ვა­რებს, დი­ზა­ი­ნე­რებს, მშე­ნებ­ლებს, ტექ­ნო­ლო­გებ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. წლე­ვან­დე­ლი Space Apps-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა ონ­ლა­ინ, 2-3 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­და და 28,286 მო­ნა­წი­ლე ყავ­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­კა­თო­ნი Tbilisi Startup Büro-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით და კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა. პრო­ექ­ტი ქარ­თველ მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს NASA-ს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვი­დან ერთ-ერ­თის გა­და­წყვე­ტა მო­ი­ფიქ­რონ, გა­ი­მარ­ჯვონ, მი­ი­ღონ ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი და გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძო­ლონ.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და გუნ­დი Starship Enterprise. გუნ­დი კო­მა­რო­ვის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა: დე­მეტ­რე სა­ზო­ნო­ვი, სან­დრო ღლონ­ტი, გი­ორ­გი ჩხიკ­ვა­ძე და სან­დრო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. გუნ­დმა 1881 წელს შექ­მნი­ლი მა­ტა­რებ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მის (Janney coupler) მო­დელ­ზე ააგო ისე­თი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს კოს­მო­სუ­რი ობი­ექ­ტე­ბის და­კავ­ში­რე­ბა­სა და გან­ცალ­კე­ვე­ბას მცი­რე იმ­პულ­სის შექ­მნით. ეს კი შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და მოქ­მე­დე­ბებს აფეთ­ქე­ბის გა­მოწ­ვე­ვის რის­კის გა­რე­შე.

ბი­ლა­ი­ნი მისი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლე­ბო­ბე­ბის გა­ჩე­ნას და მათ მო­ტი­ვა­ცი­ას. Tbilisi Startup Büro-სა და ბი­ლა­ინს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა NASA Space Apps Challenge-ის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლად 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შედ­გა და მას შემ­დეგ უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ბი­ლა­ი­ნი მხარს უჭერს ქვე­ყა­ნა­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ხელი უწყობს ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას შექ­მნან ახა­ლი. ჩვენ 2019 წლი­დან NASA Space Apps-ის პარტნი­ო­რე­ბი ვართ და გვე­ა­მა­ყე­ბა რომ, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა გაჩ­ნდა ჰა­კა­თონ­ზე. გვჯე­რა, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და NASA-სთან აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის მიზ­ნით.“ - აცხა­დე­ბენ ბი­ლა­ინ­ში.

„მინ­და მი­ვუ­ლო­ცო გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდს, კო­მა­რო­ვის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. NASA Space Apps Challenge-ის ფარ­გლებ­ში ჩვენ მო­მა­ვალ წელს შევ­ხვდე­ბით, უკვე აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც გვჯე­რა, რომ ახალ ტა­ლან­ტებს აღ­მო­ვა­ჩენთ. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დე­და­მი­წა­ზე და კოს­მოს­ში პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი აქვთ ჩვენს პარტნი­ო­რებს. სწო­რედ მათი ჩარ­თუ­ლო­ბით ვა­ხერ­ხებთ გავ­ზარ­დოთ მას­შტა­ბე­ბი და კი­დევ უფრო მეტ მო­ნა­წი­ლეს მივ­ცეთ მო­ტი­ვა­ცია, ჩა­ერ­თონ მსოფ­ლიო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.“ - გური ქო­ი­ა­ვა, ღო­ნის­ძე­ბის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქართველო ჩატარდა

თბილისი, 13 ოქტომბერი 2021 – საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის - NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. NASA Space Apps 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელი Space Apps-ის ღონისძიება ონლაინ, 2-3 ოქტომბერს ჩატარდა და 28,286 მონაწილე ყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ჰაკათონი Tbilisi Startup Büro-ს ორგანიზებით და კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერით ტარდება. პროექტი ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს NASA-ს მიერ წარმოდგენილი გამოწვევიდან ერთ-ერთის გადაწყვეტა მოიფიქრონ, გაიმარჯვონ, მიიღონ ფულადი პრიზები და გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლონ.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდი კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან შედგება: დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. გუნდმა 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგო ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლებობების გაჩენას და მათ მოტივაციას. Tbilisi Startup Büro-სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

„ბილაინი მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და ხელი უწყობს ახალგაზრდების მოტივაციას შექმნან ახალი. ჩვენ 2019 წლიდან NASA Space Apps-ის პარტნიორები ვართ და გვეამაყება რომ, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინტერესო იდეა გაჩნდა ჰაკათონზე. გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ქართველი მეცნიერები და NASA-სთან აქტიურად ითანამშრომლებენ მსოფლიოს პრობლემების გადაჭრის მიზნით.“ - აცხადებენ ბილაინში.

„მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს, კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და წარმატებები ვუსურვო გლობალური პრობლემების მოგვარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს შევხვდებით, უკვე აბასთუმნის ობსერვატორიაში, სადაც გვჯერა, რომ ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ. მონაწილეები დედამიწაზე და კოსმოსში პრობლემების დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ჩვენს პარტნიორებს. სწორედ მათი ჩართულობით ვახერხებთ გავზარდოთ მასშტაბები და კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მივცეთ მოტივაცია, ჩაერთონ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაში.“ - გური ქოიავა, ღონისძების თანაორგანიზატორი.

NS