პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარი თქვით "ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო...  წინ გვაქვს დიდი შერიგება" - მიხეილ სააკაშვილი
"უარი თქვით "ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო...  წინ გვაქვს დიდი შერიგება" - მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი საზო­გა­დო­ე­ბას და მათ შო­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს და კო­მი­სი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ პე­და­გო­გებს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს მათ, უარი თქვან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“.

ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა მის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლი სპეც­რაზ­მე­ლებს და პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­უ­წო­დებს, ნუ და­არ­ბე­ვენ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს.

"მი­მარ­თვა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, კო­მი­სი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ პე­და­გო­გებს და სხვებს.

ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ალ­ბათ ნა­ხეთ 14 ოქ­ტომ­ბერს უზარ­მა­ზა­რი შეკ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე. 60 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და მო­ი­თხოვ­და ქვეყ­ნის, და არა მარ­ტო, პი­რა­დად ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. შე­იკ­რი­ბა სიყ­ვა­რუ­ლით და დიდი შე­რი­გე­ბის მო­თხოვ­ნით. ჩემ­თვის ეს შეკ­რე­ბა და მისი სუ­ლის­კვე­თე­ბა უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ რე­ჟიმს აღა­რა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი და­საყ­რდე­ნი არ გა­აჩ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მისი არ­სე­ბო­ბის ბოლო დღე­ებ­ში, რე­ჟი­მი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენ­ზე ძა­ლა­დო­ბას და შე­ეც­დე­ბა ბო­ლომ­დე გა­მო­გი­ყე­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად. თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რი გა­ყალ­ბე­ბა მათ ვე­ღარ უშ­ვე­ლის - მათ სრუ­ლი­ად და­კარ­გეს მთა­ვა­რი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა. ამის გა­რე­შე კი არ­ჩევ­ნებ­ში ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს ვერ გა­ი­მარ­ჯვებს.

მინ­და გთხო­ვოთ, რომ ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ხართ და რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს, გსურთ თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ, და­ცულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა. ის, რა­საც თქვენ გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სწო­რედ ამ მიზ­ნებს და უფსკრუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს ჩვენს სამ­შობ­ლოს. ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, უარი თქვით არა მხო­ლოდ აქ­ტი­ურ გა­ყალ­ბე­ბა­ზე, არა­მედ თვა­ლის და­ხუჭ­ვა­ზეც თქვენს თვალ­წინ მიმ­დი­ნა­რე გა­ყალ­ბე­ბა­ზე. უარი თქვით „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ და აირ­ჩი­ეთ სამ­შობ­ლო, რომ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა დღეს ოპო­ზი­ცი­ის არ­ჩე­ვა­ზე გა­დის.

მო­ვუ­წო­დებ სპეც­რაზ­მე­ლებს და პო­ლი­ცი­ე­ლებს, ნუ და­არ­ბე­ვენ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. იმ ხალ­ხის, ვისი დაც­ვაც მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა. სწო­რედ ხალ­ხის, და არა რე­ჟი­მის და პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის.

მო­ვუ­წო­დებ სამ­თავ­რო­ბო მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ღიად თქვან სი­მარ­თლე და უარი თქვან აშ­კა­რა სიც­რუ­ე­ზე და ამით წვლი­ლი არ შე­ი­ტა­ნონ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბა­ში.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი შე­რი­გე­ბა, ხოლო შე­რი­გე­ბას ერ­თმა­ნე­თის შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა ყვე­ლას მხრი­დან.

ძვირ­ფა­სო სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბო, თქვენ არა­ვის ვალი არ გაქვთ, პი­რი­ქით, სა­ხელ­მწი­ფოს აქვს თქვე­ნი ვალი, ვი­ნა­ი­დან, თქვენს აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ამუ­შა­ვებს მი­ზე­რულ ხელ­ფას­ზე და და­მამ­ცი­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებს. ამი­ტომ, ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბად თქვენს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც ვთვლით და მერე ბევ­რად მე­ტად და­ფას­დე­ბა თქვე­ნი ნიჭი და უნა­რე­ბი და ბევ­რად უფრო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად და სა­სარ­გებ­ლოდ იგ­რძნობს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი თავს. მე­გობ­რუ­ლი სალ­მით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“,- ნათ­ქვა­მია ცი­ხი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­დევ ერთ გზავ­ნილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელთღუნია
12

ვისი სამშობლო შენი თუ ჩვენი??

თამი
12

ავანტურისტი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უარი თქვით "ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო...  წინ გვაქვს დიდი შერიგება" - მიხეილ სააკაშვილი

"უარი თქვით "ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო...  წინ გვაქვს დიდი შერიგება" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას და მათ შორის საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, უარი თქვან "ქართულ ოცნებაზე“.

ამის შესახებ სააკაშვილის განცხადება მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ამასთან, სააკაშვილი სპეცრაზმელებს და პოლიციელებს მოუწოდებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.

"მიმართვა საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს და სხვებს.

ჩემო ძვირფასებო, ალბათ ნახეთ 14 ოქტომბერს უზარმაზარი შეკრება თავისუფლების მოედანზე. 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვდა ქვეყნის, და არა მარტო, პირადად ჩემს გათავისუფლებას. შეიკრიბა სიყვარულით და დიდი შერიგების მოთხოვნით. ჩემთვის ეს შეკრება და მისი სულისკვეთება უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ რეჟიმს აღარანაირი სერიოზული დასაყრდენი არ გააჩნია საზოგადოებაში. მისი არსებობის ბოლო დღეებში, რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენზე ძალადობას და შეეცდება ბოლომდე გამოგიყენოთ არჩევნების გასაყალბებლად. თუმცა ვერანაირი გაყალბება მათ ვეღარ უშველის - მათ სრულიად დაკარგეს მთავარი, ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამის გარეშე კი არჩევნებში ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს.

მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით „ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის.

მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.

მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.

ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელმწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან, თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს. მეგობრული სალმით მიხეილ სააკაშვილი“,- ნათქვამია ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ გზავნილში.