“თამბაქოს პანდემია” - ასე უწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანდაცვის სისტემის გამოწვევას, რომელსაც თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს.
დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად კი ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.
რა იწვევს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს?
მოწევასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარ გამომწვევ მიზეზად თამბაქოს კვამლში არსებული მავნე ქიმიური ნივთიერებები სახელდება. ტრადიციული სიგარეტის მოხმარება წვას საჭიროებს - ქიმიურ პროცესს, რომლის შედეგად გამოიყოფა ნიკოტინი და მასთან ერთად 7000-მდე ქიმიური ნივთიერება, რომელთაგან 250-მდე ტოქსიკურ და 70-მდე კანცეროგენულ ნივთიერებად სახელდება. მათი ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგად კი იზრდება გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკები.
ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ მწეველთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებას თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, მომხმარებელთა 70% ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ამიტომ, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თამბაქოს ზიანის შემცირებას - სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტებისა და მოწყობილობების მეშვეობით შეამციროს თამბაქოს მოხმარების რისკები. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტს კი ისეთი უკვამლო პროდუქტები წარმოადგენს, როგორებიც არის: ნიკოტინის პლასტერები, ნიკოტინის საღეჭი რეზინები, ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები.
მეცნიერება მითების წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუდმივად იზრდება გასახურებელი თამბაქოს პოტენციური უპირატესობის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებები, საზოგადოებაში მაინც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მოწყობილობისადმი ნდობის ჩამოყალიბებას კი საზოგადოებაში გავრცელებული მითები უშლის ხელს:
მითი 1 - გასახურებელი თამბაქოს აეროზოლი, ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით, ტოქსიკური ნივთიერებების უფრო მაღალ დონეს შეიცავს.
თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს, რომელიც წვის უგულებელყოფით ამცირებს ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. წვის უგულებელყოფის შედეგად, უკვამლო მოწყობილობები არ გამოყოფს 7000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებას და დაახლოებით 90-95%-ით ამცირებს მათ რაოდენობას.
ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ნიტროსამინის დონეს 94-97%-ით, აცეტალდეჰიდის – 87%-ით, აკროლეინის – 94%-ით. ეს კვლევები ISO სტანდარტის მქონე ისეთ ლაბორატორიებში არის დადასტურებული, როგროებიც არის: US FDA Southeast Tobacco Laboratory, Japan National Institute of Public Health, German Federal Institute for Risk Assessment, და სხვა საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტებში.
მითი 2 - გასახურებელი თამბაქოს აეროზოლი შეიცავს ისეთ უცნობი წარმოშობის მქონე მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც არ გვხვდება ტრადიციული სიგარეტის კვამლში.
ანალიტიკური და ბიოანალიტიკური ქიმიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების აეროზოლი შეიცავს სამ ნივთიერებას, რომლებიც არ გვხვდება ტრადიციული სიგარეტის კვამლში. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერებები არ არის ტოქსიკოლოგიურად საყურადღებო აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია თავის რეპორტში აცხადებს , რომ:.
“მიუხედავად იმისა, რომ გასახურებელი თამბაქოს აეროზოლში არსებული ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც პოტენციურ ზიანთან ასოცირდება (თუმცა, არ შედის FDA-ს მავნე და პოტენციურად მავნე კომპონენტების სიაში), ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით შეიძლება უფრო მაღალი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, თუმცა, მათი რაოდენობა არ ახდენს ზეგავლენას დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მავნე და ტოქსიური ნივთიერებების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება დიდი ალბათობით გამოიხატება თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის რისკის შემცირებაში - წერია FDA-ს განცხადებაში.
მითი 3 - თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის აეროზოლი შეიცავს ფორმალალდეჰიდის დიდ რაოდენობას - ნივთიერებას, რომელიც გვამების შესანახად გამოიყენება.
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სამხრეთ-აღმოსავლეთ თამბაქოს ლაბორატორიის (STL) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გასახურებელი თამბაქოს, კერძოდ- IQOS-ის აეროზოლი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით 77%-ით ნაკლებ ფორმალალდეჰიდს შეიცავს.
აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ფორმალალდეჰიდები გვხვდება ხის კომპოზიციური პროდუქტების შემკვრელ ნივთიერება - ფისებში, სამშენებლო და საიზოლაციო მასალებში, ისეთ საყოფაცხოვრებო პროდუქტებში, როგორებიც არის: წებო, საღებავები, ქაღალდის პროდუქტები... ასევე, რიგ კონსერვანტებში, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთ მედიკამენტებში, კოსმეტიკასა და სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტებში (ჭურჭლის სარეცხ და ქსოვილის დამარბილებელ სითხეებში). ფორმალალდეჰიდები აღმოჩენილია სასუქსა და პესტიციდებში.
აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება გამოიყოფა წვისა და რიგი ბუნებრივი პროცესების შედეგად, შესაბამისად, ის გვხვდება სავენტილაციო გამონაბოლქვში, საწვავზე მომუშავე დანადგარებისა (გაზქურებისა და ნავთის გამათბობლების) და თამბაქოს კვამლში.
მითი 4 - გასახურებელი თამბაქო შეიცავს ნიკოტინის კონცენტრირებულ რაოდენობას ან/და ნიკოტინის გაზრდილ რაოდენობას, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი.
სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ გასახურებელი თამბაქოს ღერები არ შეიცავს ნიკოტინის ხელოვნურად გაზრდილ დონეს, შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოწყობილობები ზრდის მომხმარებლის ნიკოტინზე დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების აეროზოლში ნიკოტინის დონე, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, დაბალია.
მითი 5 - გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების შესახებ არსებული კვლევები ეკუთვნის მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიას და მათ ინტერესებს ემსახურება.
დღეს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების შესახებ ხელმისაწვდომია 30-ზე მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა, მათ შორის სამთავრობო კვლევითი ინსტიტუტებისა და გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციების (US FDA, Public Health England) მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ადასტურებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს ზიანის შემცირების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 7 ივლისს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” თამბაქოს უკვამლო მოწყობილობას - IQOS-ს “შემცირებული ზემოქმედების მქონე თამბაქოს პროდუქტის” ინფორმაციით მარკეტინგის უფლება მიანიჭა. რაც ნიშნავს იმას, რომ FDA აღიარებს თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის შესაძლო სარგებელს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესების პროცესში.
“თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობა წვის ნაცვლად იყენებს გახურების ტექნოლოგიას. შესაბამისად, საგრძნობლად ამცირებს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას. სამეცნიერო კვლევები კი აჩვენებს, რომ ტრადიციული სიგარეტიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა საგრძნობლად ამცირებს ორგანიზმზე მავნე და პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას”, - წერია FDA-ს განცხადებაში.
R