ავტორი:

"მსურს, საქართველო და სამყარო დავარწმუნო, შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს" - აშშ-ის თავდაცვის მდივანის მთავარი გზავნილები

"მსურს, საქართველო და სამყარო დავარწმუნო, შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს" - აშშ-ის თავდაცვის მდივანის მთავარი გზავნილები

მსურს, საქართველო, სამყარო დავარწმუნო, შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წვლილი ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში დიდია.

"მე ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში. შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს და აქვს ყველანაირი უფლება იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით. მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომელზეც მუშაობას გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ პარტნიორობას სამომავლოდ“, - განაცხადა ოსტინმა.

ამასთან, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩაერთოს ისეთ ოპერაციებში, რომელიც მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლადაა საჭირო.

„როგორც თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ჩვენი სამხედროები იბრძოდნენ ერთად ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ საუბრის დროსაც შევეხეთ ამ საკითხს, რომ, როდესაც ჩვენი სამხედროები მსახურობდნენ, იბრძოდნენ ერაყში, გენერალი თავდაცვის მდივანი მაშინ მისიაში ხელმძღვანელი სარდალი იყო. მას იხსენებენ ჩვენი ჯარისკაცები, როგორც სამართლიან და ძლიერ ლიდერს. ეს კიდევ ერთი გამოხმაურებაა, იმ საშუალების, რაც ჩვენს სამხედროებს აქვთ რომ გაიცნონ ნატოს და ამერიკელი სამხედროები, იმეგობრონ და ამით გაამყარონ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა. რაც შეეხება დღეს ჩვენს ერთობლივ ღონისძიებებს მისიებში, ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ გვაქვს მზაობა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუ იქნება საჭიროება და გადაწყვეტილება ისევ მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა.

„ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავადაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშ-ს დეპარტამენტს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისათვის. ეს აღნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის.

ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატოსთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეირაღებული ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს. ახლა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მნიშვნელობას ჩვენი სამუშაოსი და არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატების, ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისთვის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი 3+3 ფორმატსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს.

"3+3 ფორმატზე აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს“, - აღნიშნა მან.

ლოიდ ოსტინი საქართველოს დღეს დატოვებს.