საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და მითხრა, რომ ვეღარ ვნახავდი" - ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს?
"ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და მითხრა, რომ ვეღარ ვნახავდი" - ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს?

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში, გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და - ახალ­გაზ­რდა ქალს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს და­წყე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დამ­ნა­შა­ვე არ ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი დად­გე­ნის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­და. ის ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ბა­თუმ­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უჩი­ო­და იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცი მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვას უკ­რძა­ლავ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის, ზუ­რაბ ბე­რი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ და­ი­წყეს.

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა მისი და ზუ­რაბ ბე­რი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სა­უბ­რობ­და. მისი თქმით, ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მერი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად არ იცო­და, რომ ბე­რი­ძეს სხვა ოჯა­ხი ჰყავ­და და რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტყო, კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­ი­წყო.

რო­გორც შა­ტა­ლო­ვა ჰყვე­ბო­და, ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, ბე­რი­ძემ მისი და­ში­ნე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გეს და და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებ­დნენ.

"ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შორ­და თა­ვის მე­უღ­ლეს და უნდა გვქო­ნო­და ქორ­წი­ლი 3 ივ­ლისს. ამ დროს მე­ო­რე ბავ­შვზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ და ვა­პა­ტიე. თუმ­ცა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე მე­ო­რე ნა­ყო­ფი დავ­კარ­გე. ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი.

ეს იყო ბოლო წვე­თი, ზუს­ტად არ ვი­ცო­დი, შედ­გე­ბო­და თუ არა ქორ­წი­ლი. პე­რი­ო­დუ­ლად სულ ვჩხუ­ბობ­დით, ვერ ვუძ­ლებ­დი მის ეჭ­ვი­ა­ნო­ბას და თვალ­თვალს. მან მი­თხრა, რომ ყვე­ლა ხერ­ხს გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რომ მის­გან არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მან ბავ­შვი მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა ჩემ­გან, მი­თხრა, შვი­ლებს უნდა გა­ვაც­ნოო.

ის ამ­ბობს, რომ ბავ­შვი ჩემი არ არის და ვერ ვნა­ხავ­დი მას, უნდა და­ვამ­ტკი­ცო, რომ ჩემი შვი­ლია. მი­ზე­ზად ამ­ბობს, რომ უღირ­სი დედა ვარ. არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რომ ის ია­რა­ღი­თაც კი მე­მუქ­რე­ბო­და. მის­გან მუდ­მი­ვად ვგრძნობ საფრ­თხეს. ის ამ­ბობს, რომ ცუდი დედა ვარ და მე დავ­ტო­ვე ბავ­შვი", - ჰყვე­ბო­და შა­ტა­ლო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ბე­რი­ძე ბა­თუ­მის ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2014-2015 წლებ­ში იკა­ვებ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მეც შეძ­რუ­ლი ვარ ამ ტრა­გე­დი­ით" - რას აცხა­დებს ბა­თუ­მის ექსვი­ცე-მერი, რო­მელ­საც თბი­ლის­ში მოკ­ლულ ქალ­თან შვი­ლის გამო დავა ჰქონ­და?

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უნდა დაისაჯოს
6

სასტიკად უნდა დაისაჯოს

!!!!!
10

ეგეთ ხალხს მაღალ თანამდებობებზე რატო ნიშნავთ!!! ვინც მაგას გაუწია რეკომენდსცია თავის დროზე და დაკრიშა ისაა ყურებით დასაკიდი! დაილია წესიერი ხალხი ქვეყანაში?!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და მითხრა, რომ ვეღარ ვნახავდი" - ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს?

"ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და მითხრა, რომ ვეღარ ვნახავდი" - ვინ არის თბილისში მოკლული ახალგაზრდა ქალი და რაში ადანაშაულებდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს?

გუშინ, გვიან ღამით თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რადგან სამართალდამცველებს დამნაშავე არ ჰყავთ დაკავებული. მისი დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გარდაცვლილი ქალი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ის ანასტასია შატალოვაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ბათუმში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უჩიოდა იმის გამო, რომ მამაკაცი მას წლების განმავლობაში საერთო შვილის ნახვას უკრძალავდა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ მკვლელობას უკავშირდება ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

ანასტასია შატალოვა მისი და ზურაბ ბერიძის ურთიერთობისა და კონფლიქტის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ "ნანუკას შოუში" საუბრობდა. მისი თქმით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თვეების განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა. ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რომ ბერიძეს სხვა ოჯახი ჰყავდა და როდესაც ეს ინფორმაცია შეიტყო, კონფლიქტი სწორედ ამ თემაზე დაიწყო.

როგორც შატალოვა ჰყვებოდა, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ბერიძემ მისი დაშინება დაიწყო, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ურთიერთობა დაალაგეს და დაქორწინებას აპირებდნენ.

"ის ოფიციალურად გაშორდა თავის მეუღლეს და უნდა გვქონოდა ქორწილი 3 ივლისს. ამ დროს მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ და ვაპატიე. თუმცა ნერვიულობაზე მეორე ნაყოფი დავკარგე. ძალიან ცუდად ვიყავი.

ეს იყო ბოლო წვეთი, ზუსტად არ ვიცოდი, შედგებოდა თუ არა ქორწილი. პერიოდულად სულ ვჩხუბობდით, ვერ ვუძლებდი მის ეჭვიანობას და თვალთვალს. მან მითხრა, რომ ყველა ხერხს გამოიყენებდა, რომ მისგან არ წავსულიყავი. მან ბავშვი მოტყუებით წაიყვანა ჩემგან, მითხრა, შვილებს უნდა გავაცნოო.

ის ამბობს, რომ ბავშვი ჩემი არ არის და ვერ ვნახავდი მას, უნდა დავამტკიცო, რომ ჩემი შვილია. მიზეზად ამბობს, რომ უღირსი დედა ვარ. არსებობენ მოწმეები, რომ ის იარაღითაც კი მემუქრებოდა. მისგან მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს. ის ამბობს, რომ ცუდი დედა ვარ და მე დავტოვე ბავშვი", - ჰყვებოდა შატალოვა.

ცნობისთვის, ზურაბ ბერიძე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობას 2014-2015 წლებში იკავებდა.

იხილეთ ასევე: "მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით" - რას აცხადებს ბათუმის ექსვიცე-მერი, რომელსაც თბილისში მოკლულ ქალთან შვილის გამო დავა ჰქონდა?