ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა გამთენიისას 30-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.
ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული.
ხელისყფლებამ არ უნდა მიხედოს და გააკეთოს უკეთესი გზები? რაც შეეხება მძღოლებს, უსაზღვრო ყურადღება და სიფრთხილე გჭირდრბათ. მთავარია ადამინის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სისწრაფე არ ვარგა არაფრად.