პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ" - რას ამბობს მამა მიხეილ სააკაშვილის ახალ სიყვარულზე?
"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ" - რას ამბობს მამა მიხეილ სააკაშვილის ახალ სიყვარულზე?

უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვეს, მან ხალ­ხს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე ამ­ცნო.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ჰყავს საყ­ვა­რე­ლი ქალი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რობს და ეს უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კოა, რო­მელ­ზეც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი 23 წლით უფ­რო­სია.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ლიზა იას­კოს არ იც­ნობს და იქვე დას­ძენს, რომ მას მხო­ლოდ ერთი რძა­ლი ჰყავს.

- მი­შამ არ იცის ოჯა­ხის წევ­რებ­თან თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. არც ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს ყო­ფი­ლა ასე, არც მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. ის ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­და, რომ ოჯა­ხი არ უნდა ერე­ო­დეს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში.

- თუმ­ცა სან­დრა სულ ჩარ­თუ­ლი იყო მის პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ში, გვერ­დით ედგა...

- სან­დრა იყო და არის ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ჰო­ლან­დი­ელ ქარ­თველს ვე­ძა­ხი, უსაყ­ვარ­ლე­სი გო­გოა. ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და ქარ­თუ­ლად ზრდის შვი­ლებს.

- ვი­ნა­ი­დან "ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" ხართ, ალ­ბათ, ბევრ რა­ღა­ცას კი­თხუ­ლობთ, ის­მენთ თქვენს შვილ­ზე. რო­გორ გუ­ნე­ბა­ზე გა­ყე­ნებთ ეს?

- "ფე­ის­ბუქ­ზე" იმ­დენ სი­სუ­ლე­ლეს ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე, არ ვიცი, რა ვთქვა. რამ­დენ­ჯერ წა­ვი­კი­თხე რა­ღა­ცე­ბი, კარგ გუ­ნე­ბა­ზე დავ­დე­ქი. ბევ­რი ვი­ცი­ნე, იმი­ტომ რომ ენას ძვა­ლი არა აქვს. ვი­მე­ო­რებ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც მი­შაა, სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბი­ან. გავა წლე­ბი, ისე და­ფას­დე­ბა მიშა, რო­გორც და­ფას­და ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა.

მე შემ­სწრე ვარ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით... სა­დღაც მი­დი­ო­და. უცებ გა­და­კე­ტეს ყვე­ლა­ფე­რი, შე­მოც­ვივ­და დაც­ვა, ხალ­ხი გა­წი­ეს, გა­მო­წი­ეს ვეს­ტი­ბულ­ში. გა­და­ი­რია მიშა. ეს რას ნიშ­ნავ­სო - თა­ვი­სი დაც­ვა და­ტუქ­სა. გა­წია დაც­ვა, შე­ე­რია ხალ­ხს და და­ი­წყო მათ­თან ლა­პა­რა­კი, - ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ ხალ­ხთან თავს, არ მაქვს ამ­ბი­ცია, რომ მე უნდა ვიყო ცალ­კეო. ჩემს მე­გობ­რებს მიშა უნა­ხავთ მეტ­რო­ში, - უცებ შე­მო­ვარ­და სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე, დაჯ­და ხალ­ხში და და­უ­წყო ლა­პა­რა­კიო.

- ახლა ლიზა იას­კო­ზეც მინ­და გკი­თხოთ. ამას, ნამ­დვი­ლად არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს ასეა, მი­შამ თა­ვად დადო ეს ვი­დეო...

- არ ვიცი. მას არ ვიც­ნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი რძა­ლი და ორი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­შას­გან. ენაც­ვა­ლოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს. არ ვარ საქ­მის კურ­სში. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
×××
90

ბატონო ნიკოლოზ თქვენ შვილს თავის ოჯახისთვის ვერ მიუხედია და ქვეყანას მიხედავს? როგორი არეულიცაა ისე არევს ისევ ამ ქვეყანას. გაგვანებეთ თავი წადით აქედან.ნუ დაგვმართეთ ნერვოზი.

??
27

არც სოფიკოს იცნობს ეგ კაცი?

ავტორი:

"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ" - რას ამბობს მამა მიხეილ სააკაშვილის ახალ სიყვარულზე?

"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ" - რას ამბობს მამა მიხეილ სააკაშვილის ახალ სიყვარულზე?

უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოება აქტიურად განიხილავს საქართველოს ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისას დააკავეს, მან ხალხს პირად ცხოვრებაში არსებული სიახლე ამცნო.

აღმოჩნდა, რომ ჰყავს საყვარელი ქალი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეს უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკოა, რომელზეც ექსპრეზიდენტი 23 წლით უფროსია.

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ლიზა იასკოს არ იცნობს და იქვე დასძენს, რომ მას მხოლოდ ერთი რძალი ჰყავს.

- მიშამ არ იცის ოჯახის წევრებთან თავისი პოლიტიკური ამბების გაზიარება. არც ზოგადად, პოლიტიკაში ყოფნის დროს ყოფილა ასე, არც მისი პრეზიდენტობის დროს. ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ოჯახი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში.

- თუმცა სანდრა სულ ჩართული იყო მის პოლიტიკურ ამბებში, გვერდით ედგა...

- სანდრა იყო და არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჰოლანდიელ ქართველს ვეძახი, უსაყვარლესი გოგოა. ცხოვრობს თბილისში და ქართულად ზრდის შვილებს.

- ვინაიდან "ფეისბუქმომხმარებელი" ხართ, ალბათ, ბევრ რაღაცას კითხულობთ, ისმენთ თქვენს შვილზე. როგორ გუნებაზე გაყენებთ ეს?

- "ფეისბუქზე" იმდენ სისულელეს ვკითხულობ ხოლმე, არ ვიცი, რა ვთქვა. რამდენჯერ წავიკითხე რაღაცები, კარგ გუნებაზე დავდექი. ბევრი ვიცინე, იმიტომ რომ ენას ძვალი არა აქვს. ვიმეორებ, ასეთი ადამიანები, როგორიც მიშაა, საუკუნეში ერთხელ იბადებიან. გავა წლები, ისე დაფასდება მიშა, როგორც დაფასდა ბევრი ისტორიული პიროვნება.

მე შემსწრე ვარ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სრულიად შემთხვევით... სადღაც მიდიოდა. უცებ გადაკეტეს ყველაფერი, შემოცვივდა დაცვა, ხალხი გაწიეს, გამოწიეს ვესტიბულში. გადაირია მიშა. ეს რას ნიშნავსო - თავისი დაცვა დატუქსა. გაწია დაცვა, შეერია ხალხს და დაიწყო მათთან ლაპარაკი, - ძალიან კარგად ვგრძნობ ხალხთან თავს, არ მაქვს ამბიცია, რომ მე უნდა ვიყო ცალკეო. ჩემს მეგობრებს მიშა უნახავთ მეტროში, - უცებ შემოვარდა სადგურის მოედანზე, დაჯდა ხალხში და დაუწყო ლაპარაკიო.

- ახლა ლიზა იასკოზეც მინდა გკითხოთ. ამას, ნამდვილად არავინ ელოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასეა, მიშამ თავად დადო ეს ვიდეო...

- არ ვიცი. მას არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი საყვარელი შვილიშვილი მიშასგან. ენაცვალოთ მათ ჩემი თავი. სხვა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობ ამ ადამიანს. არ ვარ საქმის კურსში. ცოტა გამიკვირდა კიდეც.