Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით - ტორტი, კაბა და 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები (ფოტოები)
ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით - ტორტი, კაბა და 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები (ფოტოები)

"მა­იკ­რო­სოფ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის, ბილ გე­ით­სის ქა­ლიშ­ვი­ლი, 25 წლის ჯე­ნი­ფერ გე­ით­სი და­ქორ­წინ­და.

რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი" წერს, ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია 16 ოქ­ტომ­ბერს, გე­ით­სე­ბის 16 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ ვესტჩეს­ტე­რის ფერ­მა­ში შედ­გა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ქო­ნე­ბა ბილ­მა შვილს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­დას­ცა.

ბილ გე­ით­სი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

მე­დი­ის ცნო­ბით, ჯე­ნი­ფერ გე­ით­სა და მის რჩე­ულს, ნა­ი­ელ ნა­სარს წინა დღეს, მე­დი­ის­გან ფა­რუ­ლად, მუს­ლი­მუ­რი წე­სი­თაც გა­და­უხ­დი­ათ ქორ­წი­ლი.

პა­ტარ­ძალს ვერა ვან­გის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შე­კე­რი­ლი თეთ­რი კაბა ეცვა, რომ­ლის ზედა ნა­წი­ლიც მაქ­მა­ნე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ქორ­წილ­ში რამ­დე­ნი­მე კაბა მო­ირ­გო.

ცნო­ბის­თვის, ჯე­ნი­ფერ გე­ით­სი და ახლა უკვე მისი ქმა­რი, ნა­სა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ცხე­ნოს­ნე­ბი არი­ან და გარ­კვე­ულ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რია, რომ მათი ქორ­წი­ლი სწო­რედ ფერ­მა­ში შედ­გა. შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბი­თა და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით გა­წყო­ბი­ლი პე­ი­ზა­ჟი კი წვე­უ­ლე­ბას ზღაპ­რულ ელ­ფერს ჰმა­ტებ­და.

ქორ­წილს 300 სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და. გე­ით­სე­ბი მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს ფრან­გი შე­ფე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბით და ფუნ­თუ­შე­უ­ლო­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე კი Coldplay-მ იზ­რუ­ნა.

რო­გორც Fox Business იუ­წყე­ბა, ქორ­წი­ლის­თვის სულ მცი­რე, 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
17

გეითსის 2 მლნ. გიკვირთ და კეზერაშვილის მილიარდები არა?

ბობი
15

რა შესანიშნავია!

ავტორი:

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით - ტორტი, კაბა და 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები (ფოტოები)

ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 300 სტუმრით - ტორტი, კაბა და 16-მილიონიან ფერმაში გამართული წვეულების დეტალები (ფოტოები)

"მაიკროსოფტის" დამფუძნებლის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბილ გეითსის ქალიშვილი, 25 წლის ჯენიფერ გეითსი დაქორწინდა.

როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, ქორწილის ცერემონია 16 ოქტომბერს, გეითსების 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ვესტჩესტერის ფერმაში შედგა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქონება ბილმა შვილს სტენფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადასცა.

ბილ გეითსი ქალიშვილთან ერთად

მედიის ცნობით, ჯენიფერ გეითსა და მის რჩეულს, ნაიელ ნასარს წინა დღეს, მედიისგან ფარულად, მუსლიმური წესითაც გადაუხდიათ ქორწილი.

პატარძალს ვერა ვანგის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი თეთრი კაბა ეცვა, რომლის ზედა ნაწილიც მაქმანებით იყო გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ მან ქორწილში რამდენიმე კაბა მოირგო.

ცნობისთვის, ჯენიფერ გეითსი და ახლა უკვე მისი ქმარი, ნასარი პროფესიონალი ცხენოსნები არიან და გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ მათი ქორწილი სწორედ ფერმაში შედგა. შემოდგომის ფოთლებითა და ულამაზესი ყვავილებით გაწყობილი პეიზაჟი კი წვეულებას ზღაპრულ ელფერს ჰმატებდა.

ქორწილს 300 სტუმარი ესწრებოდა. გეითსები მოწვეულ სტუმრებს ფრანგი შეფების მიერ მომზადებული კერძებით და ფუნთუშეულობით გაუმასპინძლდნენ. სტუმრების განწყობაზე კი Coldplay-მ იზრუნა.

როგორც Fox Business იუწყება, ქორწილისთვის სულ მცირე, 2 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

მოამზადა ანა სიბოშვილმა