პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი, სადაც განადგურებული, მიტოვებული სახლები და მხოლოდ სიჩუმეა - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩერნობილს სტუმრობდა: სულისშემძვრელი ფოტოები
ადგილი, სადაც განადგურებული, მიტოვებული სახლები და მხოლოდ სიჩუმეა - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩერნობილს სტუმრობდა: სულისშემძვრელი ფოტოები

20 წლის მარი წუ­ლა­ია, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­მაც ამ ასაკ­ში ჩერ­ნო­ბილ­ში იმოგ­ზა­უ­რა. ბავ­შვო­ბი­დან ცხო­ვე­ლე­ბით გა­ტა­ცე­ბა, შემ­დგომ პრო­ფე­სი­ად აქ­ცია - ეკო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად, ხში­რად უწევს უცხო­ეთ­ში ყოფ­ნა. ასე მოხ­ვდა ჩერ­ნო­ბილ­შიც, მას შემ­დეგ რაც Erasmus+-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინგზე კი­ევ­ში გა­ემ­გზავ­რა...

- მარი, პირ­ველ რიგ­ში შენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი, ვიცი რომ წლე­ბია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხარ ცხო­ვე­ლე­ბით, ქვე­წარ­მავ­ლე­ბით და ზო­გა­დად ფლო­რა-ფა­უ­ნით.

- ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბა და დღემ­დე ლაშ­ქრო­ბე­ბით და "ქემ­ფინ­გით" ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც ზო­ო­პარკში მო­ხა­ლი­სე­ო­ბით და სახ­ლში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლით. ჩემი პრო­ფე­სი­აც ამ ყვე­ლაფ­რის სიყ­ვა­რულს და ინ­ტე­რესს და­ვუ­კავ­ში­რე და ახლა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ეკო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სე­ლი ვარ.

- დედა მწე­რა­ლია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და ხოლ­მე გვე­ლე­ბის, მწე­რე­ბის და სხვა­დას­ხვა არა­ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც თქვენს სახ­ლში ბი­ნად­რობ­დნენ...

- კი, დედა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი და მწე­რა­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ ელის დოჯ­სო­ნის წიგ­ნე­ბი. ის ბავ­შვო­ბი­დან­ვე მაძ­ლევ­და სახ­ლში ისე­თი ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც ცოტა დედა თუ და­თან­ხმდე­ბო­და შვილს. დე­და­საც უყ­ვარს ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, ამი­ტომ სახ­ლში გვყო­ლია ისე­თი არ­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა გვე­ლე­ბი, მო­რი­ე­ლი, ჩხი­რუ­ლე­ბი, ტა­რაკ­ნე­ბი, გე­კო­ნი, ვირ­თხე­ბი, თაგ­ვე­ბი, ჭრი­ჭი­ნე­ბი, გი­გან­ტუ­რი აფ­რი­კუ­ლი ლო­კო­კი­ნე­ბი, ტა­რან­ტუ­ლე­ბი, ყვა­ვი და სხვა. ყვე­ლაფ­რის გა­დარ­ჩე­ნა­ში, მოვ­ლა­ში და გაზ­რდა­ში თა­ვა­დაც მეხ­მა­რე­ბო­და და დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე.

- ახლა ჩერ­ნო­ბილ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდი ამ ტურ­ში?

- სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს­კენ წა­ვე­დი Erasmus+-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინგზე კი­ევ­ში, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ქვა­ყე­ნე­ბი­დან. რა­ღაც დრო­ის მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რს გვა­ერ­თი­ა­ნებ­და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უკ­რა­ი­ნი­დან ისე არ უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში, სა­ნამ ჩერ­ნო­ბილს არ მო­ვი­ნა­ხუ­ლებ­დით. მა­ლე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ერთ-ერთ ტურ-სა­ა­გენ­ტოს, რო­მელ­საც ლე­გა­ლუ­რად მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თდღი­ან ტურ­ზე ჩერ­ნო­ბილ­ში. პრი­პი­ატ­ში ვნა­ხეთ სა­ბავ­შვო ბაღი, სკო­ლა, სტა­დი­ო­ნი, სა­ა­ვად­მყო­ფო, სას­ტუმ­რო, უამ­რა­ვი კორ­პუ­სი... ყვე­ლა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია, რა თქმა უნდა. თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის იქ ყოფ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

- რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყა­ვით ტურ­ში?

- ტურ­ში მე და ჩემი 18 უცხო­ე­ლი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვით, რა­საც მო­ვე­ლო­დით ზუს­ტად ის დაგ­ვხვდა, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი. თა­ვი­დან არა­ფე­რი მიკ­ვირ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი უცხო არ არის, თუმ­ცა ასე­თი მაშ­ტა­ბის მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­მედ­გი­ნა.

- ყვე­ლა­ზე მძი­მე რა იყო ნა­ნა­ხი­დან, რამ­დე­ნად იყო რის­კი რა­დი­ა­ცი­ის...

- რა­დი­ა­ცი­ის რის­კი იმ ად­გი­ლებ­ში სა­დაც ჩვენ დავ­დი­ო­დით, მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. გვქონ­და დე­ზო­მეტ­რი და ხში­რად ვზო­მავ­დით რა­დი­ა­ცი­ულ ად­გი­ლებს. მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო თა­ვად მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი და ის მძი­მე ის­ტო­რია რა­საც გიდი გვიყ­ვე­ბო­და. პრი­პი­ა­ტი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ერთ-ერთი მდი­და­რი ქა­ლა­ქი იყო და იქ მოხ­ვედ­რა ყვე­ლას არ შე­ეძ­ლო, იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ. ქა­ლა­ქი და­ხუ­რუ­ლი იყო და სპეც­საშ­ვით შე­დი­ოდ­ნენ, არ იყო დე­ფი­ცი­ტი საჭ­მლის და ისე­თი ნივ­თე­ბის, რაც მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ერ­თე­უ­ლე­ბის ხვედ­რი იყო. უც­ნა­უ­რი სიმ­ძი­მე დაგ­ვყვე­ბო­და როცა დავ­დი­ო­დი მი­ტო­ვე­ბულ ქუ­ჩებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ხე­ე­ბით და ბა­ლა­ხე­ბით, ბუჩ­ქე­ბით და სი­ჩუ­მით იყო და­ფა­რუ­ლი. იმის გა­აზ­რე­ბა თუ რა სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და უფრო გვთრგუ­ნავ­და.

- ვიცი, რომ ერ­თდღი­ა­ნი ტუ­რის გარ­და არ­სე­ბობს უფრო დიდი ტუ­რიც, რო­მე­ლიც აკ­რძა­ლუ­ლია, რა იცი ამ ტუ­რის შე­სა­ხებ?

- მანდ ძა­ლი­ან მინ­და წა­ვი­დე, ოღონდ 500-1000 ევ­რომ­დე ღირს. უფრო მეტი ექ­სტრე­მია და უფრო სა­ში­ში, ხუთ­დღი­ა­ნი ტუ­რია. 30 კი­ლო­მეტრს გა­დი­ხარ ფე­ხით ღა­მეს ათევ ტყე­ში. რე­აქ­ტორ­თა­ნაც ახ­ლოს მი­დი­ხარ. არა­ლე­გა­ლურ ტურ­ში ის ად­გი­ლე­ბი იცი­ან, სა­დაც ჩვე­ულბ­რივ ტუ­რის­ტებს არ უშ­ვე­ბენ, დიდ დროს უთ­მო­ბენ ყვე­ლა ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და იქა­უ­რო­ბა არაა იმ­დე­ნად უსაფრ­თხო, თან თუ და­გი­ჭი­რეს, ჯა­რი­მა 30 ევ­როა და მალე 500 ევრო გახ­დე­ბაო გიდ­მა.

- რა შეც­ვა­ლა შენ­ში ამ ერ­თდღი­ან­მა მოგ­ზა­უ­რო­ბამ?

- ქი­მი­ი­თა და ფი­ზი­კით მე­ტად და­ვინ­ტერსდი. ემ­პა­თია გა­მე­ზარ­და და რო­გორც კი დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, "ჩერ­ნო­ბი­ლის" (სე­რი­ა­ლი) ყუ­რე­ბა და­ვი­წყე. ნაც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბი რომ მხვდე­ბო­და ფილმში, ვით­რგუ­ნე­ბო­დი.

- რო­გო­რი იყო შენი თა­ნამ­გზავ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, შიში თუ ახ­ლდა ამ ყვე­ლა­ფერს…

- კი ბევ­რი პა­ნი­კი­ო­რი აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რი არ მი­დი­ო­და იმ ად­გი­ლებ­ში, რაც მე ვნა­ხე. ცხრა­მე­ტი ადა­მი­ა­ნი­დან ალ­ბათ, დე­ტა­ლუ­რად ექ­ვსმა კაც­მა თუ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩერ­ნო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მე მომ­ყვე­ბო­და. თუ შენ გა­ბე­დე, ჩვენც ვი­ზამ­თო, მი­ტო­ვე­ბულ სკო­ლა­ში მე და ჩემი ჩეხი მე­გო­ბა­რი ვო­ი­ტე შე­ვე­დით, სხვე­ბი გა­რეთ გვე­ლოდ­ბოდ­ნენ.

ვინც გა­მომ­ყვა ბო­ლოს მად­ლო­ბა მე გა­და­მი­ხა­და ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა რა­დი­ა­ცი­ას - რე­ა­ლუ­რად, ახლა თუ სწორ გა­სუფ­თა­ვე­ბულ ბი­ლი­კებ­ზე ივლი, ზედ­მეტს არა­ფერს შე­ე­ხე­ბი, იმა­ზე ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე თვითმფრი­ნავ­ში. ხეზე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვაშ­ლე­ბია, მი­წა­ზე სო­კო­ე­ბი და ას­კი­ლის ბუჩ­ქე­ბი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი რაც გა­გა­ვაფრ­თხი­ლეს, არა­ფე­რი მოგ­ვე­წყვი­ტა და შეგ­ვე­ჭა­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით რაც მი­წას­თან ახ­ლოს იზ­რდე­ბა, რად­გან მეტი რა­დი­ა­ცი­აა.

პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ გვე­ლი და­ვი­ნა­ხე და არ და­ვი­ჭი­რე. ისე გას­რი­ალ­და, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და დათ­ვლი­ე­რე­ბა, რა მო­უ­ვი­და, რა­დი­ა­ცი­ულ გა­რე­მოს­თან რო­გორ ადაპ­ტირ­და, თუნ­დაც გა­რეგ­ნუ­ლად რომ და­მეთ­ვლი­ე­რე­ბი­ნა, ვაშ­ლებს კი გულ­და­წყვე­ტი­ლი გავ­ყუ­რებ­დი, ასე­თი დიდი, ლა­მა­ზი ვაშ­ლი მარ­ტო ფიფ­ქი­ას ზღა­პარ­ში მაქვს ნა­ნა­ხი და ისიც ვი­ცო­დი მის ბედს გა­ვი­ზი­ა­რებ­დი რომ ჩა­მე­კბი­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
12

radioaqtiurobaze araferi gvsmenia...

ეჰჰ
13

ყურადღების მისაბყრბობად ხალხი რეზო აღარ აკეთებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ადგილი, სადაც განადგურებული, მიტოვებული სახლები და მხოლოდ სიჩუმეა - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩერნობილს სტუმრობდა: სულისშემძვრელი ფოტოები

ადგილი, სადაც განადგურებული, მიტოვებული სახლები და მხოლოდ სიჩუმეა - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩერნობილს სტუმრობდა: სულისშემძვრელი ფოტოები

20 წლის მარი წულაია, ერთ-ერთი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ამ ასაკში ჩერნობილში იმოგზაურა. ბავშვობიდან ცხოველებით გატაცება, შემდგომ პროფესიად აქცია - ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. სხვადასხვა პროგრამებში გამარჯვების შედეგად, ხშირად უწევს უცხოეთში ყოფნა. ასე მოხვდა ჩერნობილშიც, მას შემდეგ რაც Erasmus+-ის საერთაშორისო ტრენინგზე კიევში გაემგზავრა...

- მარი, პირველ რიგში შენზე მოგვიყევი, ვიცი რომ წლებია დაინტერესებული ხარ ცხოველებით, ქვეწარმავლებით და ზოგადად ფლორა-ფაუნით.

- ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები, ბუნებაში დროის გატარება და დღემდე ლაშქრობებით და "ქემფინგით" ვარ გატაცებული, ისევე როგორც ზოოპარკში მოხალისეობით და სახლში ეგზოტიკური ცხოველების მოვლით. ჩემი პროფესიაც ამ ყველაფრის სიყვარულს და ინტერესს დავუკავშირე და ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსელი ვარ.

- დედა მწერალია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ხოლმე გველების, მწერების და სხვადასხვა არაშინაური ცხოველების ფოტოებს, რომლებიც თქვენს სახლში ბინადრობდნენ...

- კი, დედა არაჩვეულებრივი ადამიანი და მწერალია, აუცილებლად წაიკითხეთ ელის დოჯსონის წიგნები. ის ბავშვობიდანვე მაძლევდა სახლში ისეთი ცხოველების მოყვანის უფლებას, რომელზეც ცოტა დედა თუ დათანხმდებოდა შვილს. დედასაც უყვარს ყველა ცხოველი, ამიტომ სახლში გვყოლია ისეთი არსებები, როგორიცაა გველები, მორიელი, ჩხირულები, ტარაკნები, გეკონი, ვირთხები, თაგვები, ჭრიჭინები, გიგანტური აფრიკული ლოკოკინები, ტარანტულები, ყვავი და სხვა. ყველაფრის გადარჩენაში, მოვლაში და გაზრდაში თავადაც მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება ხოლმე.

- ახლა ჩერნობილზე ვისაუბროთ, როგორ აღმოჩნდი ამ ტურში?

- სექტემბრის ბოლოსკენ წავედი Erasmus+-ის საერთაშორისო ტრენინგზე კიევში, სადაც გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი სხვადასხვა ქვაყენებიდან. რაღაც დროის მერე აღმოჩნდა, რომ ბევრს გვაერთიანებდა მიტოვებული ადგილებისადმი ინტერესი, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ისე არ უნდა დავბრუნებულიყავით საკუთარ ქვეყნებში, სანამ ჩერნობილს არ მოვინახულებდით. მალევე დავუკავშირდით ერთ-ერთ ტურ-სააგენტოს, რომელსაც ლეგალურად მიჰყავს ადამიანები ერთდღიან ტურზე ჩერნობილში. პრიპიატში ვნახეთ საბავშვო ბაღი, სკოლა, სტადიონი, საავადმყოფო, სასტუმრო, უამრავი კორპუსი... ყველა ზემოთ ხსენებული ადგილი მიტოვებული და გაპარტახებულია, რა თქმა უნდა. თუმცა, დღესდღეობით ადამიანისთვის იქ ყოფნა, ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

- რამდენი ადამიანი იყავით ტურში?

- ტურში მე და ჩემი 18 უცხოელი მეგობარი ვიყავით, რასაც მოველოდით ზუსტად ის დაგვხვდა, მიტოვებული ქალაქი. თავიდან არაფერი მიკვირდა. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის მიტოვებული შენობები უცხო არ არის, თუმცა ასეთი მაშტაბის მიტოვებული ქალაქი ნამდვილად არ წარმომედგინა.

- ყველაზე მძიმე რა იყო ნანახიდან, რამდენად იყო რისკი რადიაციის...

- რადიაციის რისკი იმ ადგილებში სადაც ჩვენ დავდიოდით, მინიმალური იყო. გვქონდა დეზომეტრი და ხშირად ვზომავდით რადიაციულ ადგილებს. მძიმე სანახავი იყო თავად მიტოვებული ქალაქი და ის მძიმე ისტორია რასაც გიდი გვიყვებოდა. პრიპიატი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მდიდარი ქალაქი იყო და იქ მოხვედრა ყველას არ შეეძლო, იქაური მაცხოვრებლები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ქალაქი დახურული იყო და სპეცსაშვით შედიოდნენ, არ იყო დეფიციტი საჭმლის და ისეთი ნივთების, რაც მაშინდელ საბჭოთა კავშირში ერთეულების ხვედრი იყო. უცნაური სიმძიმე დაგვყვებოდა როცა დავდიოდი მიტოვებულ ქუჩებში, ყველაფერი ხეებით და ბალახებით, ბუჩქებით და სიჩუმით იყო დაფარული. იმის გააზრება თუ რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა უფრო გვთრგუნავდა.

- ვიცი, რომ ერთდღიანი ტურის გარდა არსებობს უფრო დიდი ტურიც, რომელიც აკრძალულია, რა იცი ამ ტურის შესახებ?

- მანდ ძალიან მინდა წავიდე, ოღონდ 500-1000 ევრომდე ღირს. უფრო მეტი ექსტრემია და უფრო საშიში, ხუთდღიანი ტურია. 30 კილომეტრს გადიხარ ფეხით ღამეს ათევ ტყეში. რეაქტორთანაც ახლოს მიდიხარ. არალეგალურ ტურში ის ადგილები იციან, სადაც ჩვეულბრივ ტურისტებს არ უშვებენ, დიდ დროს უთმობენ ყველა ადგილის დათვალიერებას და იქაურობა არაა იმდენად უსაფრთხო, თან თუ დაგიჭირეს, ჯარიმა 30 ევროა და მალე 500 ევრო გახდებაო გიდმა.

- რა შეცვალა შენში ამ ერთდღიანმა მოგზაურობამ?

- ქიმიითა და ფიზიკით მეტად დავინტერსდი. ემპათია გამეზარდა და როგორც კი დავბრუნდი საქართველოში, "ჩერნობილის" (სერიალი) ყურება დავიწყე. ნაცნობი ადგილები რომ მხვდებოდა ფილმში, ვითრგუნებოდი.

- როგორი იყო შენი თანამგზავრების შთაბეჭდილებები, შიში თუ ახლდა ამ ყველაფერს…

- კი ბევრი პანიკიორი აღმოჩნდა, ბევრი არ მიდიოდა იმ ადგილებში, რაც მე ვნახე. ცხრამეტი ადამიანიდან ალბათ, დეტალურად ექვსმა კაცმა თუ დავათვალიერეთ საგულდაგულოდ ჩერნობილი. რამდენიმე მეგობარი მე მომყვებოდა. თუ შენ გაბედე, ჩვენც ვიზამთო, მიტოვებულ სკოლაში მე და ჩემი ჩეხი მეგობარი ვოიტე შევედით, სხვები გარეთ გველოდბოდნენ.

ვინც გამომყვა ბოლოს მადლობა მე გადამიხადა ასეთი საინტერესო ტურისთვის. რაც შეეხება რადიაციას - რეალურად, ახლა თუ სწორ გასუფთავებულ ბილიკებზე ივლი, ზედმეტს არაფერს შეეხები, იმაზე ნაკლებია ვიდრე თვითმფრინავში. ხეზე ძალიან ლამაზი ვაშლებია, მიწაზე სოკოები და ასკილის ბუჩქები. თუმცა პირველი რაც გაგავაფრთხილეს, არაფერი მოგვეწყვიტა და შეგვეჭამა, განსაკუთრებით რაც მიწასთან ახლოს იზრდება, რადგან მეტი რადიაციაა.

პირველად მოხდა, რომ გველი დავინახე და არ დავიჭირე. ისე გასრიალდა, თუმცა საინტერესო იქნებოდა დათვლიერება, რა მოუვიდა, რადიაციულ გარემოსთან როგორ ადაპტირდა, თუნდაც გარეგნულად რომ დამეთვლიერებინა, ვაშლებს კი გულდაწყვეტილი გავყურებდი, ასეთი დიდი, ლამაზი ვაშლი მარტო ფიფქიას ზღაპარში მაქვს ნანახი და ისიც ვიცოდი მის ბედს გავიზიარებდი რომ ჩამეკბიჩა.