დიზაინერი და ტელესახე მაკა კვიციანი გუშინ იუბილარი გახლდათ. გრანდიოზულ დაბადების დღეს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. საღამოზე იუბილარი უზარმაზარი ცისფერი შეფერილობის კაბით მივიდა.
სტუმრებს შორის იყვნენ ტელესახე ნინუცა ორჯონიკიძე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი, საღამოზე იმღერა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ცოლმა, მაკო გამცემლიძემ.
ბაია კვიციანი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. როგორც ამბობენ, ის პარტიულ სიაში კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი და, მაკა კვიციანი, ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია. როგორც მაკამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი და ანუკის მეგობრობა 15 წელზე მეტს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ბაია კვიციანი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე სიის 68-ე ნომერი, ბაია კვიციანი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მაკა კვიციანს, ის დიზაინერ ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარეა. ისინი ხშირად ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ. თუმცა ანუკი წელს მეგობრის დაბადების დღეს არ დაესწრო, დიზაინერი სავარაუდოდ, საქართველოში არ არის.
გარკვეული წრეებისთვის მაკა კვიციანი წლებია ცნობილია, თუმცა მისი პოპულარობა პროექტ "მასტერშეფში" გამოჩენის შემდეგ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დებ კვიციანების დედა, დედა ნანა შუკვანი თავადაც დიზაინერია.
მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან კი "მ² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.
ნახეთ დაბადების დღის წვეულების ამსახველი ვიდეო: