ავტორი:

რუსეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ეკატერინბურგში მეთანოლით მოწამვლის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის ფილიალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გამოძიების თანახმად, 7 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ეკატერინბურგში მეთილის სპირტი რამდენიმე ადამიანმა გაყიდა. საგამოძიებო კომიტეტის თქმით, დანაშაულის ადგილი გაჩხრეკილია, დაკითხული არიან მოწმეები და დანიშნულია ექსპერტიზა.

სვერდლოვსკის რეგიონში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფილიალის წარმომადგენელმა ვალერი გორელიხმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი 1978 და 1967 წლებში დაბადებული ადგილობრივი მცხოვრებლები დააკავა.

"პოლიციის თანამშრომლები ეძებენ ეჭვმიტანილთა კავშირებს და იმას, თუ რამდენ ხანს იყვნენ ჩართული ეს ადამიანები უკანონო ბიზნესში. ისინი ასევე ადგენენ მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას", - აღნიშნა წარმომადგენელმა.