მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს
"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ქალი, ლიზა იას­კო იუ­ბი­ლა­რია. უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს დღეს 31 წელი შე­უს­რულ­და. და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. იას­კო წერს, რომ გა­სუ­ლი წელი მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გა­ნაც რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, გა­ი­ზარ­და, ამას­თან ხაზს უს­ვამს, თუ რამ­დე­ნად დი­დია მისი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

"დღეს 31 წლის გავ­ხდი. ყო­ველ წელს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი იზ­რდე­ბა. არ ვიცი, რა­ტომ არის ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მზად არ ვარ მათ მი­სა­ღე­ბად. გზას ვაგ­რძე­ლებ. ვიცი, რა მინ­და, მე ვიცი, რისი მჯე­რა. მჯე­რა სიყ­ვა­რუ­ლის, მჯე­რა სი­მარ­თლის, მჯე­რა უკ­რა­ი­ნის. ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა სქელ­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, მაგ­რამ მე ამას არ ვე­თან­ხმე­ბი", - წერს იას­კო.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კა შეგ­რძნე­ბებს უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს, რად­გა­ნაც მათ გა­რე­შე ვერ იგ­რძნობ, თუ რა აწუ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მე­ტად და­ვი­წყე მე­დი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა ამის. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ და­ვი­წყე უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­ხედ­რო­ებ­თან და სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ერთ წე­ლი­წად­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­ვი­ზარ­დე", - წერს ლიზა იას­კო.

  • გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­ებს და წერს, რომ ისურ­ვებ­და და­ბა­დე­ბის დღე მას­თან ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

"ვი­სურ­ვებ­დი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ყო­ფი­ლი­ყო, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ერ­თად აღგ­ვე­ნიშ­ნა ჩემი და­ბა­დე­ბის დღე. იყა­ვი ყო­ველ­თვის თბი­ლი, ბედ­ნი­ე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და ჰარ­მო­ნი­უ­ლი, რო­გო­რიც ხარ ყო­ველ­თვის, როცა ერ­თად ვართ.

მჯე­რა, რომ ეს სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია მალე შე­იც­ვლე­ბა და ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბი კვლავ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა", - წერს იას­კო.

ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც იას­კო აქ­ვეყ­ნებს, წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და მათ­ზე ჩანს, თუ რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თად.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. იმა­ვე სა­ღა­მოს უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა, ლიზა იას­კომ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ის და ლიზა ერ­თად არი­ან..

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
26

მიშა რა მაგრად გულაობდა... მარტო ზმანები ამ სურათებში კი არის 25000$. იტოგში ბიძინამ იყიდა მიშა, ან რუსეთმა აიძულა მიშა ჩამოსულიყო... ფაქტია ასეთ კარგ ცხოვრებას მიშა თავისი ნებით არ დათმობა... 

ხტფუ
24

თქვენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"მჯერა სიყვარულის.... ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე" - იუბილარი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

უკრაინის რადას დეპუტატი და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი, ლიზა იასკო იუბილარია. უკრაინელ პოლიტიკოსს დღეს 31 წელი შეუსრულდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. იასკო წერს, რომ გასული წელი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც როგორც პოლიტიკოსი, გაიზარდა, ამასთან ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია მისი სიყვარული უკრაინის მიმართ.

"დღეს 31 წლის გავხდი. ყოველ წელს გამოწვევები და სირთულეები იზრდება. არ ვიცი, რატომ არის ასეთი ინტენსიური, თუმცა ყოველთვის მზად არ ვარ მათ მისაღებად. გზას ვაგრძელებ. ვიცი, რა მინდა, მე ვიცი, რისი მჯერა. მჯერა სიყვარულის, მჯერა სიმართლის, მჯერა უკრაინის. ამბობენ, რომ პოლიტიკა სქელკანიანი ადამიანებისთვისაა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები", - წერს იასკო.

ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკა შეგრძნებებს უნდა ემყარებოდეს, რადგანაც მათ გარეშე ვერ იგრძნობ, თუ რა აწუხებს საზოგადოებას.

"გასული რამდენიმე კვირა ძალიან რთული იყო, იცის საზოგადოებამ კრიზისული სიტუაციის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტად დავიწყე მედიისა და კომუნიკაციის ხელოვნების გამოყენება, რადგან მე ნამდვილად მჯერა ამის. მოხარული ვარ, რომ დავიწყე უკრაინის რეგიონებში მოგზაურობა, ურთიერთობა სამხედროებთან და სხვადასხვა ეთნიკური თემის წარმომადგენლებთან. ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთ წელიწადში პოლიტიკური თვალსაზრისით გავიზარდე", - წერს ლიზა იასკო.

  • გარდა ამისა, უკრაინელი პოლიტიკოსი აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს და წერს, რომ ისურვებდა დაბადების დღე მასთან ერთად გაეტარებინა.

"ვისურვებდი, რომ განსხვავებული სიტუაცია ყოფილიყო, ვისურვებდი, რომ ერთად აღგვენიშნა ჩემი დაბადების დღე. იყავი ყოველთვის თბილი, ბედნიერი, საინტერესო და ჰარმონიული, როგორიც ხარ ყოველთვის, როცა ერთად ვართ.

მჯერა, რომ ეს საშინელი სიტუაცია მალე შეიცვლება და ერთად გატარებული მომენტები კვლავ ჩვენი ცხოვრების ნაწილი იქნება", - წერს იასკო.

ფოტოები, რომლებსაც იასკო აქვეყნებს, წელიწადის სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მათზე ჩანს, თუ როგორი ბედნიერები არიან ის და მიხეილ სააკაშვილი ერთად.

ცნობისთვის, საქართველოში დაბრუნებული ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად არიან..