პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

11

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე თევზებშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირებას. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობას, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. მთვარის ეს დღე განქორწინებისთვისაც კი უიღბლოდ ითვლება.
მსოფლიო
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი სატანა რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ" - ია მეტრეველი გიული ალასანიას
"ასეთი სატანა რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ" - ია მეტრეველი გიული ალასანიას

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მინ­და მივ­მარ­თო, ლო­ი­ა­ლო­ბას და­ა­ნე­ბეთ თავი და ისე მო­ე­ქე­ცით ამ დამ­ნა­შა­ვე პა­ტი­მარს, რო­გორც ეკუთ­ვნის, რო­გორც არის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით და არა ისე, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში რომ ბრძან­დე­ბა და კი­დევ პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს , - ამის შე­სა­ხებ ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დამ, ია მეტ­რე­ველ­მა რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­წო­დე­ბით - „ჯა­ლა­თი ცი­ხე­ში“.

ამას­თან, ია მეტ­რე­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, რომ აიკ­რძა­ლოს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რო­გორც პარ­ტია და მათ აღა­რა­სო­დეს მი­ე­ცეთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ძღვრავს თა­ვის სექ­ტას, ცი­ხი­დან კარ­ნა­ხობს რა რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ და გა­ა­კე­თონ. ამის უფ­ლე­ბას ნუ აძ­ლევთ, რომ აქა­უ­რო­ბა კი­დევ არი­ონ. აღარ შეგ­ვიძ­ლია, ჩვენ უკვე და­ვი­ღა­ლეთ. ამ­დე­ნი წელი ამ ჯო­ჯო­ხეთს ვუძ­ლებთ, ჯერ იყო და მა­გა­თი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რე 9 წე­ლი­ა­ნი რე­ჟი­მი, ახლა მუდ­მი­ვად ამათ ჭი­დილ­ში ვართ, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ამის გაგ­რძე­ლე­ბა?! ქვე­ყა­ნა წინ ვერ მი­დის და ვერ ვი­თარ­დე­ბა, ახა­ლი თა­ო­ბა მო­დის და ამ მუდ­მივ ჭი­დილ­ში ცხოვ­რე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? აკ­რძა­ლეთ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, აღა­რა­სო­დეს მი­ე­ცეთ მათ უფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის. რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში აიკ­რძა­ლა ფა­შიზ­მი პო­ლი­ტი­კუ­რად ასე უნდა აიკ­რძა­ლოს სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია. და­ას­ვე­ნონ ეს ქვე­ყა­ნა“ , - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

მან აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 6 წელი კი არა, არა­მედ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ეკუთ­ვნის.

„გა­რე­წა­რო მიშა, კი­დევ პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა გინ­და ხომ?! ალ­ბათ, გეს­მის ჩვე­ნი ხმა. გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დე­დე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ვართ აქ, ვინც გა­ა­ნად­გუ­რე და სი­ცო­ცხლე წაგ­ვარ­თვი, ყვე­ლა­ნი აქ არ ვართ. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იქით არი­ან, ჩვენ აქ ვართ მკვდრე­ბი, ჩვენ ცო­ცხლე­ბი აღარ ვართ ამ მი­წა­ზე. არ ვიცი მეტი რაღა უნდა ჩა­გე­დი­ნა ბო­რო­ტო სულო, თუ ბი­ჭე­ბის და­ხოც­ვი­დან და­ი­წყე და მი­წე­ბის გა­ყიდ­ვით და­ას­რუ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, რო­მელ პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა­ზე გაქვს პრე­ტენ­ზია? პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა კი არა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა გე­კუთ­ვნის შენ და ალ­ბათ, არც აგ­ცდე­ბა. რა 6 წელი - იმ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი გაქვს ჩა­დე­ნი­ლი ხალ­ხის და ერის წი­ნა­შე. ასე­თი მტე­რი შენ რომ ხარ და შენი მომ­ხრე­ე­ბი, არ ყო­ლია სა­ქარ­თვე­ლოს. მიკ­ვირს ის, რომ შენ­ნა­ი­რე­ბი კი­დევ ყო­ლია ქვე­ყა­ნას, ვი­ღაც მომ­ხრე­ე­ბი რომ მა­ინც გყავს, ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც, ესაა ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი. რა­ღაც მინ­დო­და მეთ­ქვა მათ­თვის, მაგ­რამ აზრი არ აქვს, სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე რომ ხარ იქ დამ­თავ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რა­ღა­ზე უნდა გე­ლა­პა­რა­კო, შენც ისე­თი­ვე ბო­როტ­მოქ­მე­დი და მკვლე­ლი ხარ, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კა­ცე­ბის გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბელს უჭერ­დე მხარს და ცი­ხე­ში, რიგ­რი­გო­ბით ასუნ­თქებ­დი ხალ­ხს ჟანგბადს, რიგ­რი­გო­ბით აძი­ნებ­დი კვი­რა­ში ერთი დღე, თუ მო­უ­წევ­და და­ძი­ნე­ბა ადა­მი­ანს. შენ ასეთ ცი­ხე­ში არ ხარ ახლა, რაც შენ შექ­მე­ნი და რო­გო­რი ცი­ხეც გქონ­და, ისეთ ცი­ხე­ში უნდა იჯდე. სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხარ და გვა­ტყუ­ებ ვშიმ­ში­ლო­ბო და კი­ლო­ო­ბით თაფლს ჭამ და წვე­ნებს სვამ“ , - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

მან ასე­ვე მე­უ­ფე­ებს მი­მარ­თა.

„მე­უ­ფე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ ამ მკვლე­ლის შე­წყა­ლე­ბას და შე­რი­გე­ბას ვი­თომ შე­რი­გე­ბის მიზ­ნით, რა შე­რი­გე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოდ­ნა­ვა­დაც არ ნა­ნობს რაც ჩა­ი­დი­ნა, მო­ნა­ნი­ე­ბის სურ­ვი­ლიც არ გა­აჩ­ნია, პი­რი­ქით, ერთი სული აქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დეს და ისე გაგ­ვჟლი­ტონ რომ... ალ­ბათ, ჩემ­ზე ფიქ­რობს, ეს რო­გორ დამ­რჩა ცო­ცხა­ლი და რო­გორ არ მი­ვა­კა­ლი, რო­გორც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და­ვა­კა­ლი საფ­ლავ­ზეო. არც ახ­ლაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, თა­ვის­ნა­ი­რი მკვლე­ლე­ბი ბევ­რი ჰყავს გა­რეთ და ალ­ბათ, ეს გეგ­მაც აქვთ. მეტს ვე­რა­ფერს მი­ზამთ, რომც მომ­კლათ, ვე­რა­ფერს მი­ზამთ, მე ისე­დაც მკვდა­რი ვარ და ჩემ შვილ­თან წა­ვალ. სა­ა­კაშ­ვი­ლო, დე­და­შენს მივ­მარ­თავ, ასე­თი სა­ტა­ნა რომ გა­ა­ჩი­ნე, და­ჩო­ქი­ლი უნდა ეხ­ვე­წე­ბო­დე უფალს ბო­დიშს, მაგ­რამ ერ­თნა­ი­რე­ბი ხართ, შენი გა­ჩე­ნი­ლი და გაზ­რდი­ლია, რას იზამ, რას ეტყვი უფალს“, - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
2

100%

სიმართლე
2

დღეს ,ვინც მოუსმინა რუსთავის ციხესთან ჩატარებულ აქციაზე გამომსვლელ გაუბედურებულ ადამიანებს,კიდევ ერთხელ შეახსენეს მოსახლეობას და განსაკუთრებით ნაცების მხარდამჭერებს თუ რა ფაშისტურ ძალასთან აქვთ საქმე,როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს სააკაშვილს,მელიებს,უგულავას,ხატია დეკანოიძეს და სხვა ჯალათებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - თურქეთში, ძლიერი ბიძგების შედეგად, 20-მდე შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
ავტორი:

"ასეთი სატანა რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ" - ია მეტრეველი გიული ალასანიას

"ასეთი სატანა რომ გააჩინე დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ" - ია მეტრეველი გიული ალასანიას

ხელისუფლებას მინდა მივმართო, ლოიალობას დაანებეთ თავი და ისე მოექეცით ამ დამნაშავე პატიმარს, როგორც ეკუთვნის, როგორც არის კანონის მიხედვით და არა ისე, ფუფუნებაში რომ ბრძანდება და კიდევ პრეტენზიები აქვს , - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოწოდებით - „ჯალათი ციხეში“.

ამასთან, ია მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია და მათ აღარასოდეს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

„სააკაშვილი მოძღვრავს თავის სექტას, ციხიდან კარნახობს რა როგორ უნდა მოიქცნენ და გააკეთონ. ამის უფლებას ნუ აძლევთ, რომ აქაურობა კიდევ არიონ. აღარ შეგვიძლია, ჩვენ უკვე დავიღალეთ. ამდენი წელი ამ ჯოჯოხეთს ვუძლებთ, ჯერ იყო და მაგათი ჯოჯოხეთი გამოვიარე 9 წელიანი რეჟიმი, ახლა მუდმივად ამათ ჭიდილში ვართ, როდემდე შეიძლება ამის გაგრძელება?! ქვეყანა წინ ვერ მიდის და ვერ ვითარდება, ახალი თაობა მოდის და ამ მუდმივ ჭიდილში ცხოვრება როგორ შეიძლება? აკრძალეთ როგორც პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, აღარასოდეს მიეცეთ მათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის. როგორც მსოფლიოში აიკრძალა ფაშიზმი პოლიტიკურად ასე უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია. დაასვენონ ეს ქვეყანა“ , - განაცხადა მეტრეველმა.

მან აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს 6 წელი კი არა, არამედ სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის.

„გარეწარო მიშა, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა ხომ?! ალბათ, გესმის ჩვენი ხმა. გაუბედურებული დედების მცირე რაოდენობა ვართ აქ, ვინც გაანადგურე და სიცოცხლე წაგვართვი, ყველანი აქ არ ვართ. ჩვენი შვილები იქით არიან, ჩვენ აქ ვართ მკვდრები, ჩვენ ცოცხლები აღარ ვართ ამ მიწაზე. არ ვიცი მეტი რაღა უნდა ჩაგედინა ბოროტო სულო, თუ ბიჭების დახოცვიდან დაიწყე და მიწების გაყიდვით დაასრულე ყველაფერი, რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია? პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის შენ და ალბათ, არც აგცდება. რა 6 წელი - იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი ხალხის და ერის წინაშე. ასეთი მტერი შენ რომ ხარ და შენი მომხრეები, არ ყოლია საქართველოს. მიკვირს ის, რომ შენნაირები კიდევ ყოლია ქვეყანას, ვიღაც მომხრეები რომ მაინც გყავს, ცოტაა, მაგრამ მაინც, ესაა ჩემთვის გასაკვირი. რაღაც მინდოდა მეთქვა მათთვის, მაგრამ აზრი არ აქვს, სააკაშვილის მომხრე რომ ხარ იქ დამთავრებულია ყველაფერი, რაღაზე უნდა გელაპარაკო, შენც ისეთივე ბოროტმოქმედი და მკვლელი ხარ, როგორიც სააკაშვილია. როგორ შეიძლება კაცების გამაუპატიურებელს უჭერდე მხარს და ციხეში, რიგრიგობით ასუნთქებდი ხალხს ჟანგბადს, რიგრიგობით აძინებდი კვირაში ერთი დღე, თუ მოუწევდა დაძინება ადამიანს. შენ ასეთ ციხეში არ ხარ ახლა, რაც შენ შექმენი და როგორი ციხეც გქონდა, ისეთ ციხეში უნდა იჯდე. სანატორიუმში ხარ და გვატყუებ ვშიმშილობო და კილოობით თაფლს ჭამ და წვენებს სვამ“ , - განაცხადა მეტრეველმა.

მან ასევე მეუფეებს მიმართა.

„მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შერიგებას ვითომ შერიგების მიზნით, რა შერიგებაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გააჩნია, პირიქით, ერთი სული აქვს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ რომ... ალბათ, ჩემზე ფიქრობს, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი და როგორ არ მივაკალი, როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ბევრი ჰყავს გარეთ და ალბათ, ეს გეგმაც აქვთ. მეტს ვერაფერს მიზამთ, რომც მომკლათ, ვერაფერს მიზამთ, მე ისედაც მკვდარი ვარ და ჩემ შვილთან წავალ. სააკაშვილო, დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა რომ გააჩინე, დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ, შენი გაჩენილი და გაზრდილია, რას იზამ, რას ეტყვი უფალს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.