ავტორი:

"მეუფე მელქისედეკის სააკაშვილთან შესვლის გაგონებაზე მძაფრდება სულიერი ხედვები? რატომ აპირისპირებთ ადამიანებს ერთმანეთს?" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე?

"მეუფე მელქისედეკის სააკაშვილთან შესვლის გაგონებაზე მძაფრდება სულიერი ხედვები? რატომ აპირისპირებთ ადამიანებს ერთმანეთს?" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მეუფე მელქისედეკის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისვლის ფაქტს. კერძოდ, ჯაღმაიძე მოქალაქე თეიმურაზ ბუაძის პოსტს აზიარებს, სადაც წერია, რომ მეუფის მხრიდან ექსპრეზიდენტის ნახვას "სახარების ენაზე, ქრისტეს მონახულება" ჰქვია.

"მამა შიო მენაბდის შვილის მონახულება არ იქნებოდა ქრისტეს მონახულების მსგავსი? სხვებიც შემიძლია ჩამოვთვალო. რატომ აპირისპირებთ ადამიანებს ერთმანეთს?

არ ხართ ისეთი სულიერები, სრულად გასწვდეთ ხალხის სატკივარს და თქვენი ვიწრო ინტერესების გასამჟღანებლად და შესალამაზებლად, სახარების მოხმობას მაინც მოეშვით!რა შუაშია ამ კონტექსტში სახარება?

გეყოთ ვაჟკაცობა და უბრალოდ თქვით, რომ თქვენი აზრია და მოგწონთ, რომ მ. მელქისედეკმა მოინახულა მ.სააკაშვილი და მორჩა.პატრიარქის მდივანმა რომ მოინახულა მესამე პრეზიდენტი, მაშინ სახარება ჯერ არ იყო დაწერილი? თუ სხვა რამე ხდებოდა? თუ მეუფე მელქისედეკის შესვლის გაგონებაზე მძაფრდება სულიერი ხედვები?ან იქნებ სხვა პატიმრების თუ ავადმყოფების და რეანიმაციაში მყოფთა მონახულება არ გვავალია და არ არის სახარებიდან?" - წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, მეუფე მელქისედეკმა სააკაშვილი გუშინ მოინახულა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გადმოგცეთ, რომ ყველას მადლობა გადაგიხადათ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, საერთოდ მისი მდგომარეობით. მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით. მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, მისი მკურნალი ექიმი რომ შევიდეს ძალიან კარგი იქნება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ვუთხარი და ვურჩიე, რომ ხომ არ იყო დრო უკვე იმის, რომ შიმშილობაში შეიტანოს რაღაც კორექტირებები, მის კვებასთან დაკავშირებით და მან უარი განაცხადა, ის გააგრძელებს შიმშილობას, პირდაპირ გეტყვით, ფერი არ მომეწონა, გასაგებია ამდენი ხანია შიმშილობს“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებიდან, რომლებმაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ პეტიციას ხელი მოაწერა.