პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე
"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე

"ჩემ­თვის არა­სო­დეს არა­ვის არა­ფე­რი და­უკ­ვე­თავს" - ეს არის 21 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი აკო ჭე­ლი­ძის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც "კუ­რი­ერს" მის­მა ად­ვო­კატ­მა გად­მოს­ცა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით ვი­ზი­ა­რებ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის ტკი­ვილს. რაც შე­ე­ხე­ბა აკო ჭე­ლი­ძეს, ვი­მე­ო­რებ მის პო­ზი­ცი­ას, რომ მისი თქმით, არა­სო­დეს არა­ვის მის­თვის არა­ფე­რი და­უკ­ვე­თავს. ის ამ­ჟა­მად იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას და ჩემს შე­კი­თხვებ­საც კი არ პა­სუ­ხობს" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მან არ და­ა­კონ­კრე­ტა ითა­ნამ­შრომ­ლებს თუ არა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

ცნო­ბის­თვის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე თავს და­ესხნენ და მის მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. 22 წლის ახალ­გაზ­რდა მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბა მა­ლე­ვე გახ­სნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნისრტომ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მალ­ვა­ში იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ამ აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე წყნეთ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე აიყ­ვა­ნა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ტო­ვით მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ნიკო კვა­რა­ცხე­ლია, მა­მა­ზე, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოკ­ლეს. შემ­კვე­თე­ბად 20 წლის წინ მოკ­ლუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
10

ქვეყანას აკლია მკაცრი ხელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე

"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე

"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ეს არის 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძის სიტყვები, რომელიც "კურიერს" მისმა ადვოკატმა გადმოსცა.

ტელეკომპანიის ცნობით, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას.

"აბსოლუტური გულწრფელობით ვიზიარებ ნიკა კვარაცხელიას ოჯახის და ახლობლების ტკივილს. რაც შეეხება აკო ჭელიძეს, ვიმეორებ მის პოზიციას, რომ მისი თქმით, არასოდეს არავის მისთვის არაფერი დაუკვეთავს. ის ამჟამად იყენებს დუმილის უფლებას და ჩემს შეკითხვებსაც კი არ პასუხობს" - აღნიშნა ადვოკატმა.

მან არ დააკონკრეტა ითანამშრომლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობა მალევე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისრტომ, თუმცა ბრალდებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ. პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიტოვით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით ნიკო კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. შემკვეთებად 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სახელდებიან.

ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.