კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას გარეშე ყველგან მოწყენილობაა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას
"მიშას გარეშე ყველგან მოწყენილობაა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას

"რო­გორ ჩა­ი­ა­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ­მა აქ­ცი­ამ თბი­ლის­ში?" - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია გუ­შინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში გა­მარ­თულ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას! თბი­ლის­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­ი­მარ­თა" - წერს bbc.com-ის რუ­სუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი თბი­ლი­სის ცენ­ტრში ხუთ­შა­ბათს შე­იკ­რი­ბა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს... რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში, მის მხარ­დამ­ჭე­რებს ცო­ცხე­ბით ხელ­ში დახ­ვდნენ. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ, იმ­ღე­რეს და იცეკ­ვეს კი­დეც" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, აქ­ცი­ა­ზე მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და იმის გამო, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა ქვე­ყა­ნა­ში მყოფ ექ­სპრე­ზი­დენტს ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბო­და.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და" - წერს რუ­სუ­ლი ინ­ტერტგა­მო­ცე­მა interfax.ru.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ნიკა მე­ლია თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს მე­ო­რე ტუ­რის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა და დას­ძენს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ლი­დე­რი დიდი შე­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

გა­მო­ცე­მა ria.ru უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტის ილია კი­ვას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა "სი­ცო­ცხლი­სათ­ვის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხე­ილ სა­აშ­ვილს "გას­ტრო­ლი­ორ-აფე­რისტს" უწო­დებს.

"რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა, მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და შს მი­ნის­ტრის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ლი­ორ-აფე­რის­ტის, მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის­თვის. თქვენ ჩემი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი ათა­სო­ბით დო­ლა­რის უსარ­გებ­ლო ხარ­ჯვის­გან გა­და­არ­ჩი­ნეთ, რო­მელ­საც ის შარ­ლა­ტა­ნი ჩვენს ქვე­ყა­ნას­ში ანი­ა­ვებ­და. ერთი რამ ვიცი - სამ­ყა­რო გახ­და უფრო უსაფრ­თხო და სა­მარ­თლი­ა­ნი..." - წერს რა­დას დე­პუ­ტა­ტი კივა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის შე­წყა­ლე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

"თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა გან­ცხა­დე­ბა, რომ ამას არას­დროს გა­ა­კე­თებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩვენ გვაქვს პრე­ცენ­დენ­ტი, რო­დე­საც პრე­ზი­დენტს ვი­ღა­ცებ­ზე ასე­ვე გა­ნუ­ცხა­დე­ბია, რომ არ შე­ი­წყა­ლებს, მაგ­რამ შემ­დეგ შე­ი­წყა­ლა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

"თბი­ლი­სის ცენ­ტრში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე 15-დან 30 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა tvrain.ru თბი­ლის­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც 8 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუ­მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით და­ი­წყო.

"მხარ­და­ჭე­რე­ბი, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლიბ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ" - წერს გა­მო­ცე­მა.

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას - მის გა­რე­შე მო­წყე­ნი­ლო­ბაა!" - წერს tvrain.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ვა­ლე­რი ილი­ჩე­ვი.

სხვე­ბის თქმით, ეს მოს­კო­ვი არ არის, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი ასე ხე­ლა­ღე­ბით გა­ა­ყალ­ბონ.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად მეტი იყო, 100 ათა­სი, ან მეტი... პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ერ­თა­დერ­თი ქვეყ­ნის ლი­დე­რი იყო, ვინც კო­რუფ­ცი­ას ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და და გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა. ძვე­ლი, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცია გა­ა­უქ­მა და ახა­ლი შექ­მნა. მხო­ლოდ ეს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ცო­ტაა?" - კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი სერ­გეი რიმსკი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
66

საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს ამნეზია, ექიმების მოწვევაა საჭირო მთელი მსოფლიოდან სასწრაფოდ , თორე ცოტა ხანში მკურნალობას აღარ დაემორჩილებიან თუ დაგვიანებული არ არის უკვე.

Akaki
11

კარგია საქართველოზე მეტ-ნაკლებად გული შესტკივათ ცუდია ოკუპაციაზე რომ დუმან.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიშას გარეშე ყველგან მოწყენილობაა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას

"მიშას გარეშე ყველგან მოწყენილობაა!" - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას

"როგორ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულმა აქციამ თბილისში?" - ამ სათაურით ეხმაურება რუსული მედია გუშინ თბილისის ცენტრში გამართულ, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას.

"თავისუფლება მიშას! თბილისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა" - წერს bbc.com-ის რუსული განყოფილება საქართველოში დედაქალაქში განვითარებულ პროცესებზე.

მისივე ცნობით, ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში ხუთშაბათს შეიკრიბა.

"მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს... რამდენიმე რეგიონში, მის მხარდამჭერებს ცოცხებით ხელში დახვდნენ. მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ, იმღერეს და იცეკვეს კიდეც" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, აქციაზე მისული ადამიანების ნაწილი გაოცებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ამდენი წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში მყოფ ექსპრეზიდენტს ამხელა მხარდაჭერა ექნებოდა.

"სააკაშვილის მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად დასრულდა" - წერს რუსული ინტერტგამოცემა interfax.ru.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია თავის მხარდამჭერებს მეორე ტურისთვის მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს" - წერს რუსული გამოცემა და დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პატიმრობაში მყოფი ლიდერი დიდი შერიგებაზე საუბრობენ.

გამოცემა ria.ru უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ილია კივას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლისათვის" წარმომადგენელი მიხეილ სააშვილს "გასტროლიორ-აფერისტს" უწოდებს.

"როგორც უკრაინის სახალხო დეპუტატმა, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს ხელისუფლებისა და შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ საერთაშორისო გასტროლიორ-აფერისტის, მიხეილ სააკშვილის დაკავებისთვის. თქვენ ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი ათასობით დოლარის უსარგებლო ხარჯვისგან გადაარჩინეთ, რომელსაც ის შარლატანი ჩვენს ქვეყანასში ანიავებდა. ერთი რამ ვიცი - სამყარო გახდა უფრო უსაფრთხო და სამართლიანი..." - წერს რადას დეპუტატი კივა სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

გამოცემის ცნობით, ექსპრეზიდენტის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალებას არ გამორიცხავს.

"თუმცა პრეზიდენტმა განცხადება, რომ ამას არასდროს გააკეთებს, სინამდვილეში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობილიზაციას ემსახურებოდა. ჩვენ გვაქვს პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტს ვიღაცებზე ასევე განუცხადებია, რომ არ შეიწყალებს, მაგრამ შემდეგ შეიწყალა..." - წერს გამოცემა.

"თბილისის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 15-დან 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა" - ასე ეხმიანება tvrain.ru თბილისში გამართულ აქციას, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ტრაგედიის გამო, წუთიერი დუმილით დაიწყო.

"მხარდაჭერები, ექსპრეზიდენტის დაუყოვნებლიბ გათავისუფლებას ითხოვენ" - წერს გამოცემა.

თბილისში გამართულ აქციას რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ. "თავისუფლება მიშას - მის გარეშე მოწყენილობაა!" - წერს tvrain.ru-ს კომენტარებში ერთ-ერთი ინტერნეტმომხარებელი ვალერი ილიჩევი.

სხვების თქმით, ეს მოსკოვი არ არის, რომ მონაცემები ასე ხელაღებით გააყალბონ.

"სინამდვილეში ბევრად მეტი იყო, 100 ათასი, ან მეტი... პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყნის ლიდერი იყო, ვინც კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა და გეგმა შეიმუშავა. ძველი, კორუმპირებული პოლიცია გააუქმა და ახალი შექმნა. მხოლოდ ეს რომ გაეკეთებინა, ცოტაა?" - კითხულობს კიდევ ერთი სერგეი რიმსკი.