საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამას შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა... ანდრო ჯერ ხელში არ დაუჭერია" - როგორია თინათინ წულაძე დედის ამპლუაში?
"მამას შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა... ანდრო ჯერ ხელში არ დაუჭერია" - როგორია თინათინ წულაძე დედის ამპლუაში?

"ბავ­შვს მარ­თმე­ვენ და აღარ მიბ­რუ­ნე­ბენ, უნ­დათ, სულ თა­ვის­თან ჰყავ­დეთ"ერთი თვის წინ, მო­ცეკ­ვა­ვე თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე დედა გახ­და. ვის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა შვილს სა­ხე­ლი, რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და დე­დო­ბის­თვის, რო­გო­რი ბე­ბია-ბა­ბუა არი­ან მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა და ლე­ვან წუ­ლა­ძე?.. - თი­ნა­თი­ნი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პირ­ვე­ლად "გზის" მკი­თხველს ესა­უბ­რე­ბა.

- სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- ჩემი მე­უღ­ლის მა­მას ერ­ქვა ან­დრო და ჩემი სურ­ვი­ლი იყო, ბავ­შვის­თვის ეს სა­ხე­ლი დაგ­ვერ­ქმია. მინ­დო­და, ჩემი შვი­ლიც ან­დრო კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

- რო­გორ ფიქ­რობ, ან­დრო ვის ჰგავს?

- დე­და­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბა, პა­ტა­რა რომ იყა­ვი, რო­გორც შენ მი­ყუ­რებ­დი, ან­დროც ზუს­ტად ისე მი­ყუ­რებ­სო. ჩემი თვა­ლე­ბი აქვს, თუმ­ცა ნა­წი­ლობ­რივ, ჩემს მე­უღ­ლე­საც ჰგავს.

- რო­გო­რია დე­დო­ბის გან­ცდა? შეგცვა­ლა?

- მგო­ნი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. რო­გორც კი გა­ვი­გე, ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, იმ წუ­თი­დან 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და ჩე­მე­ბუ­რი ფიქ­რე­ბი, წარ­მოდ­გე­ნა, მო­ლო­დი­ნი... რომ გაჩ­ნდა, სა­ო­ცა­რი გან­ცდა იყო, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ დიდი სი­ახ­ლე გახ­ლდათ, რად­გან მთე­ლი 9 თვე უკვე დედა ვი­ყა­ვი. ადრე მსგავ­სი რამ როცა მეს­მო­და, სულ მიკ­ვირ­და. ვფიქ­რობ­დი, სა­ნამ არ ნა­ხავ, რო­გორ უნდა შე­იგ­რძნო-მეთ­ქი?!. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მქონ­და გან­ცდა, თით­ქოს მას 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დი, გაჩ­ნდა ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი და ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო გამ­ძაფ­რდა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­ნამ და­ი­ბა­დე­ბა, ფო­ტოს გა­და­ღე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- სხვა­თა შო­რის, სა­ხეს არ გვაჩ­ვე­ნებ­და; ექოს­კო­პი­ის ყო­ვე­ლი გა­და­ღე­ბის დროს, სა­ხე­ზე ხე­ლებს იფა­რებ­და, მხო­ლოდ ერთხელ დაგ­ვე­ნახ­ვა.

- მას­თან 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ურ­თი­ერ­თობ­დი?

- მყა­რად მჯე­რა იმის, რომ ბავ­შვი მუც­ლად­ყოფ­ნი­სას ისე­ვე გრძნობს ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ჩვენ. ბოლო თვე­ებ­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ცხოვ­რებ­ლად ოქ­რო­ყა­ნა­ში, ჩემს მშობ­ლებ­თან გად­მო­ვე­დით. სულ ვცდი­ლობ­დი, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, სი­წყნა­რე­ში, სიმ­შვი­დე­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვას­მე­ნი­ნებ­დი მუ­სი­კას, ჩემს საყ­ვა­რელ ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ­დი, რომ მა­საც შეჰ­ყვა­რე­ბო­და; ექი­მე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას მკაც­რად ვი­ცავ­დი.

ოქ­რო­ყა­ნა­ში 4 ძაღ­ლი გვყავს. ეს ძაღ­ლე­ბი სულ ყე­ფენ, არ ჩერ­დე­ბი­ან. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. ვფიქ­რობ­დი, ბავ­შვი რომ და­ი­ბა­დე­ბა, რა მეშ­ვე­ლე­ბა, ესე­ნი ისევ იყე­ფე­ბენ, რო­გორ და­ვა­ძი­ნებ-მეთ­ქი? ბოლო თვე­ებ­ში ამ ძაღ­ლე­ბის ყე­ფის ხმა მუც­ლად­მყოფს რომ ეს­მო­და, ეტყო­ბა შე­ეჩ­ვია და ახლა მათ ყე­ფა­ზე რე­აქ­ცია სა­ერ­თოდ არა აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა ან ადა­მი­ა­ნე­ბის ლა­პა­რა­კიც კი აღ­ვი­ძებს. მთე­ლი ფეხ­მძი­მო­ბი­სას ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ: მე­უღ­ლე, დედა, მამა... სულ მა­ნე­ბივ­რე­ბენ.

- ან­დრო­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მი­ამ­ბე, ეს ალ­ბათ ერთი სპექ­ტაკ­ლი იქ­ნე­ბა.

- დილა რომ თენ­დე­ბა, დე­და­ჩე­მი მი­რე­კავს, - გე­ლო­დე­ბით, ან­დრო ჩვენ­თან შე­მო­იყ­ვა­ნეო. ბავ­შვს მარ­თმე­ვენ და აღარ მიბ­რუ­ნე­ბენ. უნ­დათ, სულ თა­ვის­თან ჰყავ­დეთ.

- მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა რო­გო­რი იყო?

- პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­შო­ბი­ა­რო­ში არა­ვის უშ­ვებ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ნა­ხიც არა­ვის ჰყავ­და. შინ რომ მო­ვიყ­ვა­ნე, სიმ­ბას მულ­ტფილ­მი ჩავ­რთეთ, სახ­ლში ისე შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ეს პა­ტა­რა "წერ­ტი­ლი" ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო. პა­ტა­რა დღე­სას­წა­უ­ლი მო­ვა­წყვეთ. მა­მა­ჩემს ჯერ ხელ­ში არ და­უ­ჭე­რია, მაგ­რამ რომ წვე­ბა, გულ­ზე ვუწ­ვენთ და ეს მო­მენ­ტი ძა­ლი­ან უყ­ვარს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

მიშ გამოვა მალე და მოგხედათ ,გრცხვენოდეთ 

ქეთინო
0

რა კარგი გოგოა,საამაყო შვილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მამას შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა... ანდრო ჯერ ხელში არ დაუჭერია" - როგორია თინათინ წულაძე დედის ამპლუაში?

"მამას შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა... ანდრო ჯერ ხელში არ დაუჭერია" - როგორია თინათინ წულაძე დედის ამპლუაში?

"ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ, უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ"ერთი თვის წინ, მოცეკვავე თინათინ წულაძე დედა გახდა. ვის პატივსაცემად დაარქვა შვილს სახელი, როგორ ემზადებოდა დედობისთვის, როგორი ბებია-ბაბუა არიან მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე?.. - თინათინი ამ ყველაფერზე პირველად "გზის" მკითხველს ესაუბრება.

- სახელი ვინ შეურჩია?

- ჩემი მეუღლის მამას ერქვა ანდრო და ჩემი სურვილი იყო, ბავშვისთვის ეს სახელი დაგვერქმია. მინდოდა, ჩემი შვილიც ანდრო კოტეტიშვილი ყოფილიყო.

- როგორ ფიქრობ, ანდრო ვის ჰგავს?

- დედაჩემი მეუბნება, პატარა რომ იყავი, როგორც შენ მიყურებდი, ანდროც ზუსტად ისე მიყურებსო. ჩემი თვალები აქვს, თუმცა ნაწილობრივ, ჩემს მეუღლესაც ჰგავს.

- როგორია დედობის განცდა? შეგცვალა?

- მგონი ძალიან ინდივიდუალურია. როგორც კი გავიგე, ორსულად ვიყავი, იმ წუთიდან 9 თვის განმავლობაში მქონდა ჩემებური ფიქრები, წარმოდგენა, მოლოდინი... რომ გაჩნდა, საოცარი განცდა იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი სიახლე გახლდათ, რადგან მთელი 9 თვე უკვე დედა ვიყავი. ადრე მსგავსი რამ როცა მესმოდა, სულ მიკვირდა. ვფიქრობდი, სანამ არ ნახავ, როგორ უნდა შეიგრძნო-მეთქი?!. დანახვისთანავე მქონდა განცდა, თითქოს მას 9 თვის განმავლობაში ვიცნობდი, გაჩნდა ნაცნობი ადამიანი და ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა.

- თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, სანამ დაიბადება, ფოტოს გადაღებაც შესაძლებელია.

- სხვათა შორის, სახეს არ გვაჩვენებდა; ექოსკოპიის ყოველი გადაღების დროს, სახეზე ხელებს იფარებდა, მხოლოდ ერთხელ დაგვენახვა.

- მასთან 9 თვის განმავლობაში როგორ ურთიერთობდი?

- მყარად მჯერა იმის, რომ ბავშვი მუცლადყოფნისას ისევე გრძნობს ყველაფერს, როგორც ჩვენ. ბოლო თვეებში მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ოქროყანაში, ჩემს მშობლებთან გადმოვედით. სულ ვცდილობდი, სუფთა ჰაერზე, სიწყნარეში, სიმშვიდეში ვყოფილიყავი, ვასმენინებდი მუსიკას, ჩემს საყვარელ ფილმებს ვუყურებდი, რომ მასაც შეჰყვარებოდა; ექიმების ყველა რეკომენდაციას მკაცრად ვიცავდი.

ოქროყანაში 4 ძაღლი გვყავს. ეს ძაღლები სულ ყეფენ, არ ჩერდებიან. ძალიან განვიცდიდი. ვფიქრობდი, ბავშვი რომ დაიბადება, რა მეშველება, ესენი ისევ იყეფებენ, როგორ დავაძინებ-მეთქი? ბოლო თვეებში ამ ძაღლების ყეფის ხმა მუცლადმყოფს რომ ესმოდა, ეტყობა შეეჩვია და ახლა მათ ყეფაზე რეაქცია საერთოდ არა აქვს. სამაგიეროდ, ტელეფონის ზარის ხმა ან ადამიანების ლაპარაკიც კი აღვიძებს. მთელი ფეხმძიმობისას ყველანი ძალიან მიფრთხილდებოდნენ: მეუღლე, დედა, მამა... სულ მანებივრებენ.

- ანდროსა და ბებია-ბაბუის ურთიერთობაზე მიამბე, ეს ალბათ ერთი სპექტაკლი იქნება.

- დილა რომ თენდება, დედაჩემი მირეკავს, - გელოდებით, ანდრო ჩვენთან შემოიყვანეო. ბავშვს მართმევენ და აღარ მიბრუნებენ. უნდათ, სულ თავისთან ჰყავდეთ.

- მათი პირველი შეხვედრა როგორი იყო?

- პანდემიიდან გამომდინარე, სამშობიაროში არავის უშვებდნენ და შესაბამისად, ნანახიც არავის ჰყავდა. შინ რომ მოვიყვანე, სიმბას მულტფილმი ჩავრთეთ, სახლში ისე შემოვიყვანეთ, ეს პატარა "წერტილი" ძალიან სასაცილო იყო. პატარა დღესასწაული მოვაწყვეთ. მამაჩემს ჯერ ხელში არ დაუჭერია, მაგრამ რომ წვება, გულზე ვუწვენთ და ეს მომენტი ძალიან უყვარს...წაიკითხეთ სრულად