პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... როგორც ჩანს,  დაბნეულობა იყო" - ნინო ლომჯარია რუსთავის ციხის ხანძარზე
"ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... როგორც ჩანს,  დაბნეულობა იყო" - ნინო ლომჯარია რუსთავის ციხის ხანძარზე

"სა­მე­ურ­ნეო ნა­წი­ლის პა­ტიმ­რე­ბი გა­რეთ იყ­ვნენ, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი პა­ტიმ­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს კორ­პუ­სის შიგ­ნით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თუ კვამ­ლი წა­ვი­დო­და იმ კორ­პუ­სის მხა­რეს, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე შე­დე­გი დად­გე­ბო­და - რო­გორც ჩანს, დაბ­ნე­უ­ლო­ბა იყო",- ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ რუს­თა­ვის მე-17 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ცი­ხე­ში მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხან­ძა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაჩ­ნდა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა იყო.

"გა­ვე­სა­უბ­რე პა­ტიმ­რებს და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მათი გან­ცხა­დე­ბით, ხან­ძა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაჩ­ნდა, სე­რი­ო­ზუ­ლი და დიდი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა იყო. რო­გორც ჩანს, ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა, ცდი­ლობ­და გა­მოს­ვლას, თუმ­ცა გი­სო­სე­ბი იყო. იყო მცდე­ლო­ბა, რომ ჩა­ემსხვრი­ათ შუ­შე­ბი, მაგ­რამ გი­სო­სე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა ამ ადა­მი­ა­ნის ფან­ჯრი­დან გა­მოყ­ვა­ნა. რო­დე­საც სა­ხან­ძრო მო­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთს ასა­ხე­ლე­ბენ, ორი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს. მათ ჩა­უ­ტარ­დათ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა, გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. და­ი­ღუპ­ნენ არა დამ­წვრო­ბით, არა­მედ კვამ­ლით.

რო­გორც მი­თხრეს, თვი­თონ იმ პა­ტი­მარ­მა, რო­მე­ლიც შიგ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და, ჩა­ამ­სხვრია შუშა, თუმ­ცა, გი­სო­სე­ბი იყო და ვერ გა­მო­ვი­და. სა­მე­ურ­ნეო ნა­წი­ლის პა­ტიმ­რე­ბი გა­რეთ იყ­ვნენ, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი პა­ტიმ­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს კორ­პუ­სის შიგ­ნით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რო­გორც პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კვამ­ლი წა­ვი­და მათი კორ­პუ­სის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს.

თუ კვამ­ლი წა­ვი­დო­და იმ კორ­პუ­სის მხა­რეს, სა­დაც შე­იყ­ვა­ნეს, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე შე­დე­გი დად­გე­ბო­და. ცი­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, რომ ეს იყო მათი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია და თუ ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­დე­ბო­და, გა­და­იყ­ვან­დნენ მე­ო­რე კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც უფრო დიდი ტე­რი­ტო­რია და გაშ­ლი­ლი ეზოა. თუმ­ცა გი­დას­ტუ­რებთ, რომ ხან­ძრის დროს პა­ტიმ­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში და იქ ელო­დე­ბოდ­ნენ. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, იმ­დე­ნად გვერ­დი­თაა ეს კორ­პუ­სი სა­სა­დი­ლოს­თან, სა­დაც ხან­ძა­რი მოხ­და და იმ­დე­ნად მძი­მე დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა იყო, ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა რომ წა­სუ­ლი­ყო იმ კორ­პუ­სის­კენ, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბი იყ­ვნენ, მძი­მე შე­დე­გი დაგ­ვიდ­გე­ბო­და, პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ კორ­პუს­ში დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა და პა­ნი­კა არ ყო­ფი­ლა“,- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, ლომ­ჯა­რი­ას თქმით, სამი და­შა­ვე­ბუ­ლი­დან ორი პა­ტი­მა­რია, ხოლო ერთი "ილი ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ვიცი, რომ 2 პა­ტი­მარ­ზეა სა­უ­ბა­რი - ერთი და­შავ­და კვამ­ლის შე­სუნ­თქვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით და მე­ო­რეს, რო­გორც ვიცი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს თითი და გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია.

მე­ო­რე გარ­დაც­ვლი­ლი არის ე.წ. ბრი­გა­დი­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მე­გობ­რის, პა­ტიმ­რის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. თა­ვა­დაც პა­ტი­მა­რი იყო. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, კვამ­ლი ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რცელ­და. თვი­თო­ნაც დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვენ“, -გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

ვარაუდებით არ უნდა ლაპარაკობდეს სახალხო დამცველი 

გიო
0

მაინც კარგია რომ 2 ადამიანზე მეტი არ ემსხვერპლა ამ ყველაფერს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... როგორც ჩანს,  დაბნეულობა იყო" - ნინო ლომჯარია რუსთავის ციხის ხანძარზე

"ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში... როგორც ჩანს,  დაბნეულობა იყო" - ნინო ლომჯარია რუსთავის ციხის ხანძარზე

"სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც პატიმრები შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა - როგორც ჩანს, დაბნეულობა იყო",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ციხეში მიიღო ინფორმაცია, რომ ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და ტერიტორიაზე დიდი დაკვამლიანება იყო.

"გავესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას. მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით.

როგორც მითხრეს, თვითონ იმ პატიმარმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ჩაამსხვრია შუშა, თუმცა, გისოსები იყო და ვერ გამოვიდა. სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, როგორც პატიმრები ამბობენ, კვამლი წავიდა მათი კორპუსის საპირისპირო მხარეს.

თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია და თუ ვითარება გართულდებოდა, გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა. თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი სასადილოსთან, სადაც ხანძარი მოხდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა, პატიმრები ამბობენ, რომ ამ კორპუსში დაკვამლიანება და პანიკა არ ყოფილა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ლომჯარიას თქმით, სამი დაშავებულიდან ორი პატიმარია, ხოლო ერთი "ილი ჯგუფის“ თანამშრომელი.

"დაშავებულებიდან ვიცი, რომ 2 პატიმარზეა საუბარი - ერთი დაშავდა კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციით და მეორეს, როგორც ვიცი, დაზიანებული აქვს თითი და გადაიყვანეს კლინიკაში. ორივე დაშავებული გადაყვანილია.

მეორე გარდაცვლილი არის ე.წ. ბრიგადირი, რომელიც საკუთარი მეგობრის, პატიმრის დახმარებას ცდილობდა. თავადაც პატიმარი იყო. როგორც გვეუბნებიან, კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. თვითონაც დაბნეულები იყვენ“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.