სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პალიტრა L-ის“ კამპანია „იზრუნე თანამშრომელზე“ - წიგნები ყველა ვაქცინირებულს მადლობის ნიშნად
„პალიტრა L-ის“ კამპანია „იზრუნე თანამშრომელზე“ - წიგნები ყველა ვაქცინირებულს მადლობის ნიშნად

სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, თვი­თი­ზო­ლა­ცია, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა, ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა - ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­ცე­სი უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა, რა­მაც ჩვენს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ქცე­ვა­ზე გარ­კვე­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

ხალ­ხის­გან დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და მხო­ლოდ სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ჩა­კეტვის შე­დე­გე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია: შფოთ­ვა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში სტუმ­რო­ბი­სას, სი­ახ­ლის შიში, ახალ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რის დის­კომ­ფორ­ტი და სხვა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იმი­სათ­ვის, რომ პან­დე­მია და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი წარ­სულს ჩა­ვა­ბა­როთ, ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. სწო­რედ მეც­ნი­ე­რე­ბის ამ უდი­დე­სი მიღ­წე­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია და­ი­წყო, სა­ხე­ლად „იზ­რუ­ნე თა­ნამ­შრო­მელ­ზე“.

„პა­ლიტ­რა L“ ბიზ­ნესს სთა­ვა­ზობს დიდ ფას­დაკ­ლე­ბას, რათა შე­ი­ძი­ნონ წიგ­ნე­ბი და თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრომ­ლებს მად­ლო­ბის ნიშ­ნად უსახ­სოვ­რონ. აც­რის შემ­დეგ რე­კო­მენ­დე­ბულ ორ­დღი­ან დას­ვე­ნე­ბას კი ისი­ნი სწო­რედ სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

„პან­დე­მი­ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბით იყოს სავ­სე: სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, შეხ­ვედ­რე­ბი ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში... ამ ყვე­ლა­ფერ­მა ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი შეც­ვა­ლა და, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ბა­ნი გახ­და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა ამ ახა­ლი ყო­ფის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც წიგ­ნი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია და ამა­ზე სტა­ტის­ტი­კაც მე­ტყვე­ლებს: პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით წიგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ წა­მო­ი­წყო ახა­ლი კამ­პა­ნია - „იზ­რუ­ნე თა­ნამ­შრო­მელ­ზე“. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენ კომ­პა­ნი­ებს შევ­თა­ვა­ზეთ მსოფ­ლი­ოს ბესტსე­ლე­რე­ბის უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბი რო­გორც მხატ­ვრუ­ლი, ისე არამ­ხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან.

„ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მკი­თხველს სტრე­სის დაძ­ლე­ვა­სა და კარ­გი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, არამ­ხატ­ვრუ­ლი, დო­კუ­მენ­ტუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა კი ვიწ­რო ჭრილ­ში ფო­კუ­სი­რე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის, ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის, პო­ზი­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის ხელ­შემ­წყო­ბია.

გვი­ხა­რია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ერ­თვე­ბი­ან კამ­პა­ნი­ა­ში. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მსგავ­სი ტი­პის შე­თა­ვა­ზე­ბებს მუდ­მი­ვად გა­აგ­რძე­ლებს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ასე­თი კამ­პა­ნი­ე­ბი ხელს შე­უ­წყობს წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნავს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის აქ­ცი­ას სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „იმე­დი L” შე­უ­ერ­თდა და თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ჩუქ­რად სამი წიგ­ნი გა­დას­ცა. წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა და ყვე­ლა მათ­გა­ნი დიდი ხა­ნია ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია: მარ­შალ გოლდსმი­თი - „ახალ მი­ზანს ახა­ლი ფორ­მუ­ლა სჭირ­დე­ბა“; მარკ მენ­სო­ნი - „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ და გარი კა­ლე­რი ჯეი პა­პა­სან­თან ერ­თად - „მხო­ლოდ ერთი რამ“.

რო­გორც „იმე­დი L”-ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე თა­ნამ­შრო­მელ­თა 50% უკვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, ხოლო მათ­თვის, ვი­საც ჯერ კი­დევ დარ­წმუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და ან ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა ჰქონ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი ვე­ბი­ნა­რიც ჩა­ა­ტა­რეს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, დღეს, ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 65%-ს მი­აღ­წია, რაც სწო­რედ „იმე­დი L”-ის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გი­ცაა.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუქ­რებს, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლებს მად­ლო­ბის ნიშ­ნად გა­და­ვე­ცით, წიგ­ნე­ბის გარ­და, ჩვენ მიერ შერ­ჩე­ულ ჩან­თებ­ში ჩა­ვა­წყეთ სხვა სა­ჩუქ­რე­ბიც და იმე­დი გვაქვს, მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რეს.

არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილს კო­ვიდ ვირუ­სი ახა­ლი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს და ელო­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დრო­ის გას­ვლას, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის და­რე­გის­ტრირ­დეს, ნა­წი­ლიც ალ­ბათ მალე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და იზ­რუ­ნებს სა­კუ­თარ და სხვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბის კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ყვე­ლა ვი­ყე­ნებთ მო­ცე­მულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ რა­ღაც ახა­ლი შე­ვის­წავ­ლოთ, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ წიგ­ნე­ბი საკ­მა­ოდ ლო­გი­კუ­რი და სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი იყო და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ხა­რეთ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

„პალიტრა L-ის“ კამპანია „იზრუნე თანამშრომელზე“ - წიგნები ყველა ვაქცინირებულს მადლობის ნიშნად

„პალიტრა L-ის“ კამპანია „იზრუნე თანამშრომელზე“ - წიგნები ყველა ვაქცინირებულს მადლობის ნიშნად

სოციალური დისტანცია, თვითიზოლაცია, დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, ხალხმრავალი ღონისძიებებისა და ხალხმრავალი ადგილების შეზღუდვა - ყველა ჩამოთვლილი პროცესი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება, რამაც ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ქცევაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

ხალხისგან დისტანცირებისა და მხოლოდ საკუთარ სოციალურ სივრცეში ჩაკეტვის შედეგები მრავალფეროვანია: შფოთვა ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობისას, სიახლის შიში, ახალ ადამიანებთან შეხვედრის დისკომფორტი და სხვა. ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ პანდემია და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები წარსულს ჩავაბაროთ, ვაქცინაციაა. სწორედ მეცნიერების ამ უდიდესი მიღწევის პოპულარიზაციისთვის გამომცემლობა „პალიტრა L“-მა სოციალური კამპანია დაიწყო, სახელად „იზრუნე თანამშრომელზე“.

„პალიტრა L“ ბიზნესს სთავაზობს დიდ ფასდაკლებას, რათა შეიძინონ წიგნები და თავიანთ თანამშრომლებს მადლობის ნიშნად უსახსოვრონ. აცრის შემდეგ რეკომენდებულ ორდღიან დასვენებას კი ისინი სწორედ საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობაში გაატარებენ.

„პანდემიის გარკვეული პერიოდი დიდი გამოწვევებით იყოს სავსე: სოციალური დისტანცია, შეხვედრები ონლაინრეჟიმში... ამ ყველაფერმა ცხოვრების რეჟიმი შეცვალა და, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელობანი გახდა ერთმანეთზე ზრუნვა ამ ახალი ყოფის შესამსუბუქებლად. ასეთ სიტუაციაშიც წიგნი ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: პანდემიის პერიოდში მსოფლიო მასშტაბით წიგნების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სწორედ ამიტომ ჩვენმა გამომცემლობამ წამოიწყო ახალი კამპანია - „იზრუნე თანამშრომელზე“. კამპანიის ფარგლებში ჩვენ კომპანიებს შევთავაზეთ მსოფლიოს ბესტსელერების უახლესი გამოცემები როგორც მხატვრული, ისე არამხატვრული ლიტერატურიდან.

„ჩვენი შეთავაზებული მხატვრული ლიტერატურა მკითხველს სტრესის დაძლევასა და კარგი გუნება-განწყობის შენარჩუნებაში დაეხმარება, არამხატვრული, დოკუმენტური ლიტერატურა კი ვიწრო ჭრილში ფოკუსირების, პროფესიული ზრდის, ემოციური ინტელექტის, პოზიტიური დასვენების ხელშემწყობია.

გვიხარია, რომ კომპანიები ინტერესდებიან და ერთვებიან კამპანიაში. გამომცემლობა „პალიტრა L“ კომპანიებისთვის მსგავსი ტიპის შეთავაზებებს მუდმივად გააგრძელებს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი კამპანიები ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას“, - აღნიშნავს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.

გამომცემლობის აქციას სადაზღვევო კომპანია „იმედი L” შეუერთდა და თანამშრომლებს საჩუქრად სამი წიგნი გადასცა. წიგნების ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესოა და ყველა მათგანი დიდი ხანია ბესტსელერთა სიაშია: მარშალ გოლდსმითი - „ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება“; მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და გარი კალერი ჯეი პაპასანთან ერთად - „მხოლოდ ერთი რამ“.

როგორც „იმედი L”-ის კომუნიკაციების სპეციალისტი სალომე მახარაძე აღნიშნავს, კამპანიის დაწყებამდე თანამშრომელთა 50% უკვე ვაქცინირებული იყო, ხოლო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ დარწმუნება სჭირდებოდა ან ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდა, სპეციალური ვებინარიც ჩაატარეს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დღეს, ვაქცინირებულ თანამშრომელთა მაჩვენებელმა 65%-ს მიაღწია, რაც სწორედ „იმედი L”-ის ძალისხმევის შედეგიცაა.

„რაც შეეხება საჩუქრებს, რომელიც თანამშრომლებს მადლობის ნიშნად გადავეცით, წიგნების გარდა, ჩვენ მიერ შერჩეულ ჩანთებში ჩავაწყეთ სხვა საჩუქრებიც და იმედი გვაქვს, მოწონებაც დაიმსახურეს.

არავაქცინირებული თანამშრომლების ნაწილს კოვიდ ვირუსი ახალი გადატანილი აქვს და ელოდება შესაბამისი დროის გასვლას, რომ ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს, ნაწილიც ალბათ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და იზრუნებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კომპანიაში განვითარების კულტურა ძალიან მაღალია, ყველა ვიყენებთ მოცემულ შესაძლებლობებს, რომ რაღაც ახალი შევისწავლოთ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ წიგნები საკმაოდ ლოგიკური და სიმბოლური საჩუქარი იყო და ბევრი ადამიანი გავახარეთ“, - აღნიშნა სალომე მახარაძემ.