პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის ათიათასობით ადამიანმა აქცია გამართა" - რას წერს უცხოური მედია სააკაშვილის  მხარდასაჭერი აქციის შესახებ
"პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის ათიათასობით ადამიანმა აქცია გამართა" - რას წერს უცხოური მედია სააკაშვილის  მხარდასაჭერი აქციის შესახებ

ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თველ­მა დე­და­ქა­ლაქ თბი­ლის­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფრანს-პრე­სი“ ავ­რცე­ლებს.

"დე­მონ­სტრან­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხელს სკან­დი­რებ­დნენ და ეროვ­ნულ დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ, გა­ავ­სეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი", - წერს გა­მო­ცე­მა. "ფრანს-პრე­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, აქ­ცი­ა­ზე 50 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ­მა დევ­ნამ და­სავ­ლე­თი შე­აშ­ფო­თა, მის­მა და­კა­ვე­ბამ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­აღ­რმა­ვა.

"დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ბევ­რი მო­კავ­ში­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ­მა დევ­ნამ და­სავ­ლეთ­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, დე­მოკ­რა­ტი­ის გზა­ზე უკან­და­ხე­ვის გამო, ქარ­თვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლო სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ გა­აღ­რმა­ვა გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

გუ­შინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას გა­მო­ცე­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეც“ ეხ­მი­ა­ნე­ბა სტა­ტი­ით : "პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა აქ­ცია გა­მარ­თა.“

"ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და, რათა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ხა­ტა. დე­მონ­სტრან­ტე­ბი პა­ტიმ­რო­ბი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ,“- წერს "დო­ი­ჩე ველე“.

აქ­ცი­ის შე­სა­ხებ წერს Reuters-იც. სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ათა­სო­ბით მხარ­დამ­ჭერ­მა დრო­შე­ბით ხელ­ში თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"შეკ­რე­ბი­ლებ­ში ბევ­რი ეროვ­ნუ­ლი დრო­შა ჩან­და, ზო­გი­ერთს კი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბიც ეკა­ვა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია Reuters-ის სტა­ტი­ა­ში. სა­ა­გენ­ტო წერს, რომ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ლი­დე­რად მი­იჩ­ნევს, კრი­ტი­კო­სე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან კი მას "კლო­უნს“ უწო­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

50 000 არა, ადრე იაკობაშვილმა რომ გამოაცხადა ათასობით ათასიო აი მაგდენი იყვნენ. არა კიდე უკეთესი, ხელები გაშალონ ბოლომდე და აი ამდენი ხალხი იყოო თქვან. აუუ რამდენი ხააართ. მაგ აქციაზე პარტ აქტივი დაძრწის მარტო, მეტი არავინ. და ეს ყველამ იცის

ვაჟა
0

და საწინააღმდეგო აქცია რამდენმა ათასმა გააკეთა რატომ მალავთ, არ გაწყობთ ხო მატყუარა მასხარებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის ათიათასობით ადამიანმა აქცია გამართა" - რას წერს უცხოური მედია სააკაშვილის  მხარდასაჭერი აქციის შესახებ

"პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის ათიათასობით ადამიანმა აქცია გამართა" - რას წერს უცხოური მედია სააკაშვილის  მხარდასაჭერი აქციის შესახებ

ათიათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, - ინფორმაციას "ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

"დემონსტრანტებმა, რომლებიც სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ და ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ, გაავსეს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი", - წერს გამოცემა. "ფრანს-პრესის“ კორესპონდენტის შეფასებით, აქციაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივმა დევნამ დასავლეთი შეაშფოთა, მისმა დაკავებამ კი საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა.

"დღევანდელი მთავრობის მიერ სააკაშვილისა და მისი ბევრი მოკავშირის მიმართ სისხლის სამართლებრივმა დევნამ დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია. შეერთებულმა შტატებმა, დემოკრატიის გზაზე უკანდახევის გამო, ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მიანიშნა.

სააკაშვილის დაკავებამ გააღრმავა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში,“- აღნიშნულია სტატიაში.

გუშინ გამართულ აქციას გამოცემა "დოიჩე ველეც“ ეხმიანება სტატიით : "პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილისთვის ათიათასობით ადამიანმა აქცია გამართა.“

"ათიათასობით ქართველი თბილისის ცენტრალური ნაწილის ქუჩებში გამოვიდა, რათა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა. დემონსტრანტები პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ,“- წერს "დოიჩე ველე“.

აქციის შესახებ წერს Reuters-იც. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ათასობით მხარდამჭერმა დროშებით ხელში თბილისში საპროტესტო აქცია გამართა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

"შეკრებილებში ბევრი ეროვნული დროშა ჩანდა, ზოგიერთს კი ევროკავშირისა და უკრაინის დროშებიც ეკავა,“- აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში. სააგენტო წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილს ლიდერად მიიჩნევს, კრიტიკოსები მმართველი პარტიიდან კი მას "კლოუნს“ უწოდებენ.