მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს სვეტიცხოვლობა და რატომ აღნიშნავს მას მართლმადიდებელი სამყარო
რას ნიშნავს სვეტიცხოვლობა და რატომ აღნიშნავს მას მართლმადიდებელი სამყარო

სა­ქარ­თვე­ლო­ში სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზე­ი­მო წირ­ვა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

უფა­სო ავ­ტო­ბუ­სე­ბი მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან გა­ვი­და. წელს ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის საშ­ვე­ბი სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბა.

"ყვე­ლას ვთხოვთ, იქო­ნი­ონ პირ­ბა­დე და და­იც­ვან დის­ტან­ცია”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 14 ოქ­ტომ­ბერს და 13 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა. 14 ოქ­ტომ­ბერს ეკ­ლე­სია ქრის­ტეს კვართს იხ­სე­ნი­ებს, 13 ივ­ლისს კი - ქრის­ტეს ყვე­ლა მო­ცი­ქულს.

  • უფ­ლის კვარ­თის ამ­ბა­ვი

ძვე­ლი აღ­თქმის მღვდელს ეფოდ­თან, წა­მო­სას­ხამ­სა და სხვა შე­მო­სა­მო­სელ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად ნაქ­სო­ვი კვარ­თიც უნდა სცმო­და. იცო­და ეს ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელ­მა და ამი­ტო­მაც ყრმა იე­სუს, მო­მა­ვალ "მღვდელ­მო­ძღვარს წეს­სა ზედა მელ­ქი­სე­დე­კი­სა­სა", კვარ­თი მო­უქ­სო­ვა. "ხოლო კვარ­თი იგი... იყო უკერ­ველ, ზეით გა­მოქ­სო­ილ ყოვ­ლად". გა­დი­ო­და ხანი, "წა­რე­მა­ტე­ბო­და სიბ­რძნი­თა და ჰა­სა­კი­თა და მად­ლი­თა" იესუ და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბო­და ღვთის­მშობ­ლის მოქ­სო­ვი­ლი კვარ­თიც, რო­მელ­სა­ცა "ნე­ტა­რე­ბით შე­ეც­ვა ნა­თელ­თა ყო­ველ­თა მფლო­ბე­ლი გვა­მი წმი­და ცე­ცხლი­სა მის ღვთა­ე­ბი­სა". თე­ო­დო­რე ზი­გა­ბე­ნის მი­ხედ­ვით, კვარ­თი სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი ყო­ფი­ლა. მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ი­ა­ნი კვარ­თია გა­მო­სა­ხუ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ­თა გერბზეც. ხოლო XVII სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლიმ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, უფ­ლის კვარ­თი ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი ყო­ფი­ლა, მან­ტი­ის მსგავ­სი, უსა­ხე­ლო, გა­ნი­ე­რი და გრძე­ლი (სა­უ­ბა­რი იო­ა­ნი­კე ბერ­ძე­ნი­სა ივ.გრა­მი­ტინ­თან), მაგ­რამ რის­გან იყო იგი მოქ­სო­ვი­ლი, ეს უც­ნო­ბია. ერთი კია - ამ ნე­ტარ­მა შე­სა­მო­სელ­მა, რო­გორც ღრუ­ბელ­მა შე­ი­წო­ვა ოფლი, სის­ხლი და ცრემ­ლი, რო­მე­ლიც კაც­თა მოდ­გმის ხსნის­თვის დაღ­ვა­რა მა­ცხო­ვარ­მა.

იე­რუ­სა­ლიმ­ში იე­სოს ჯვარ­ცმი­სას სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ჩა­ვიდ­ნენ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი - ელი­ოზ მცხე­თე­ლი და ლონ­გი­ნოზ კარ­სნე­ლი. ელი­ო­ზის დედა ელი მღვდელმთავ­რის ტო­მი­დან იყო. სწო­რედ მან გა­აფრ­თხი­ლა ვა­ჟე­ბი, რომ უფ­ლის სის­ხლის და­თხე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღოთ. ამას­ვე ევედ­რე­ბო­და ელი­ოზს და სი­დო­ნია. მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმი­სას ლურ­სმნე­ბის და­ჭე­დე­ბის ხმა თურ­მე მცხე­თა­ში მო­ეს­მა ელი­ო­ზის დე­დას. წა­მო­უ­ძა­ხე­ბია: "მშვი­დო­ბით, მე­ფო­ბაო ის­რა­ელ­თაო, რა­მე­თუ უგუ­ნუ­რე­ბით მოჰ­კალთ უფა­ლი და მა­ცხო­ვა­რი ყო­ველ­თა!" - და მწუ­ხა­რე­ბი­სა­გან იქვე და­უ­ლე­ვია სული.

ეტყო­ბა, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმი­სას ელი­ო­ზი ძალ­ზე აქ­ტი­უ­რობ­და. როცა უფ­ლის სა­მო­სე­ლი გა­ნიყ­ვეს და კვარ­თზე წილი იყა­რეს, იგი სწო­რედ მას შეხ­ვდა. უფ­ლის კვარ­თი ელი­ოზ­მა მცხე­თა­ში წა­მო­ი­ღო. სი­დო­ნია მას ტი­რი­ლით შე­გე­ბე­ბია მცხე­თის კა­რიბ­ჭეს­თან, ჩა­უკ­რავს მკერ­დში "ყო­ველ­თა სა­სურ­ვე­ლი კვარ­თი მხსნე­ლი­სა" და მი­უ­ძი­ნე­ბია "თა­ვი­სი დე­დის ძი­ლით". ეს ამ­ბა­ვი მთელ მცხე­თას მო­ე­დო. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მეფე ადერკს უნა­ხავს და კვარ­თი მოს­წო­ნე­ბია. ბევ­რს ცდი­ლან, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის კვარ­თი გა­მო­ერ­თმი­ათ, მაგ­რამ ამა­ოდ და ბო­ლოს კვარ­თით­ვე და­უკ­რძა­ლი­ათ ლი­ბა­ნის ნაძ­ვებ­თან.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ადერ­კის შვი­ლიშ­ვილს, მეფე არ­მა­ზელს მო­უნ­დო­მე­ბია სი­დო­ნი­ას საფ­ლა­ვის გა­თხრა და კვარ­თის პოვ­ნა, მაგ­რამ ამის გამო ღვთის­გან სას­ჯე­ლი მი­უ­ღია - უეც­რად დაბრმა­ვე­ბუ­ლა.

აი, ამ­გვა­რად მოხ­ვდა უფ­ლის კვარ­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ხი­ერ უფალს წი­ნას­წარ­ვე გა­ნე­გო ჩვე­ნი ქვეყ­ნის "ერად სა­ზე­პუ­როდ შემ­ზა­დე­ბაი" და ვი­ნა­ი­დან ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრნიც ვი­ყა­ვით, ამი­სათ­ვის უფრო ღირს იქ­მნა იბე­რია "ამას სა­ში­ნელ­სა მადლსა". რო­გორც წმინ­და ნი­კო­ლოზ გუ­ლა­ბე­რის­ძე ბრძა­ნებს, "ამის­თვის­ცა უკვე წი­ნას­წარ­ვე წარ­მო­ავ­ლი­ნა მად­ლი ღვთა­ე­ბი­სა მი­სი­სა რათა პირ­ვე­ლად­ვე და­ი­წინ­დოს კვარ­თი­თა მით და მად­ლით ღვთა­ე­ბი­სა მი­სი­სა­თა".გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
14

ეხლა, სვეტიცხოვლობაზე გამოსულ ხალზე, ევრონიუსი იტყვის- სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგიაო...

წვის ამბავში
19

პრიუსი თუ ვოლტს მირჩევთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ნიშნავს სვეტიცხოვლობა და რატომ აღნიშნავს მას მართლმადიდებელი სამყარო

რას ნიშნავს სვეტიცხოვლობა და რატომ აღნიშნავს მას მართლმადიდებელი სამყარო

საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავიდა. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

"ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

  • უფლის კვართის ამბავი

ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა. "ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". გადიოდა ხანი, "წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა "ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა". თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ქართველი ებრაელები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოუძახებია: "მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!" - და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.

ეტყობა, მაცხოვრის ჯვარცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში "ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა" და მიუძინებია "თავისი დედის ძილით". ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.

რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.

აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის "ერად საზეპუროდ შემზადებაი" და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია "ამას საშინელსა მადლსა". როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, "ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა". გააგრძელეთ კითხვა