პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"
ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ექიმ ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლია, რო­მე­ლიც მას გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე წელ­ში და­შორ­და და ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­ო­რედ სვეტ­ლა­ნა სა­ა­კაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქალ­ბა­ტო­ნი სვეტ­ლა­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვო­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა.

სვეტ­ლა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი უფ­როს ვაჟ და­ვით­თან ერ­თად

სვეტ­ლა­ნა და ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი რძლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ორი ძმა ჰყავს, და­ვი­თი და გი­ორ­გი. და­ვითს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ის ძმის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე, მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმას და­ვითს გაყ­ვა ცო­ლად. მა­შინ და­ვით­სა და თეა მო­სი­ძეს ორი შვი­ლი ჰყავ­დათ. ზუს­ტად წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, რომ ხა­ტია და და­ვი­თი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლს შე­უ­რიგ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვითს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი მშობ­ლებ­თან ერ­თად

და­ვი­თი კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, რო­დე­საც 2017 წელს უკ­რა­ი­ნა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ რა­დას ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებ­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვი­სა და ჯა­რი­მის შე­სა­ხებ პრო­ტო­კო­ლის და გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტის გა­და­ცე­მა სურ­დათ. მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ცხოვ­რდა, და­ვი­თიც ძი­რი­თა­დად ძმას­თან იყო.

და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად

და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და ამ­ჟა­მად ერთ-ერთ კვლე­ვით ცენ­ტრ Atlas Network-ის თა­მაშ­რო­მე­ლია. ელე­ნეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი, ბი­ცო­ლა, სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად
მი­ხე­ილ და და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­ო­რე ძმას, გი­ორ­გის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. და­ვი­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის არა­სო­დეს ჩნდე­ბო­და მე­დი­ა­ში არც აქ­ტი­უ­რობ­და.

მი­ხე­ილ და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი

თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ფო­ტო­ე­ბი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ძმებს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და ძმის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. გი­ორ­გის მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
3

ასეთი არეული და გარეწრების ოჯახიდან იყო სურენა და რაღა გიკვირთ იმის რეებიც ჩაგვიტარა!?

ზზზ
32

ეს ისე არის ნათქვამი რომ არის ვისი როიალი ვის ვის ტ...შია საე რომ არეული ოჯახი და არეული იქნება პრეზიდენტი აბა რას მოელით მისგან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"

ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"

მიხეილ სააკაშვილი ექიმ ნიკოლოზ სააკაშვილის პირველი შვილია, რომელიც მას გიული ალასანიასთან თანაცხოვრებისას შეეძინა. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წელში დაშორდა და ნიკოლოზ სააკაშვილმა მეორედ სვეტლანა სააკაშვილზე იქორწინა. რამდენიმე წლის წინ ქალბატონი სვეტლანა გარდაიცვალა. ბავშვობაში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს დავით სააკაშვილი აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ენატრება.

სვეტლანა სააკაშვილი უფროს ვაჟ დავითთან ერთად

სვეტლანა და ნიკოლოზ სააკაშვილები რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად

მიხეილ სააკაშვილს ორი ძმა ჰყავს, დავითი და გიორგი. დავითს საზოგადოება კარგად იცნობს, ის ძმის პრეზიდენტობის პარალელურად რამდენიმეჯერ გაეხვა სკანდალში. წლების წინ, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მედიაში იწერებოდა, რომ მაშინდელი მაღალჩინოსანი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ძმას დავითს გაყვა ცოლად. მაშინ დავითსა და თეა მოსიძეს ორი შვილი ჰყავდათ. ზუსტად წელიწადნახევარში ტაბლოიდები წერდნენ, რომ ხატია და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ და მამაკაცი ყოფილ ცოლს შეურიგდა. მოგვიანებით დავითს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა.

დავით სააკაშვილი მშობლებთან ერთად

დავითი კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში, როდესაც 2017 წელს უკრაინაში დააპატიმრეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს. მაშინ რადას ერთ-ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრაციული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და უკრაინაში გადაცხოვრდა, დავითიც ძირითადად ძმასთან იყო.

დავით სააკაშვილი სანდრა რულოვსთან ერთად

დავითის უფროსი ქალიშვილი ელენე სააკაშვილი შტატებში ცხოვრობს და ამჟამად ერთ-ერთ კვლევით ცენტრ Atlas Network-ის თამაშრომელია. ელენეს სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებული ფოტოც აქვს გამოქვეყნებული.

ელენე სააკაშვილი, ბიცოლა, სანდრა რულოვსთან ერთად
მიხეილ და დავით სააკაშვილები

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მეორე ძმას, გიორგის, საზოგადოება ნაკლებად იცნობს. დავითისგან განსხვავებით, ის არასოდეს ჩნდებოდა მედიაში არც აქტიურობდა.

მიხეილ და გიორგი სააკაშვილები

თუმცა სოციალურ ქსელში მისი ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, ძმებს ახლო ურთიერთობა აქვთ და ძმის აქტიური მხარდამჭერია. გიორგის მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.