ავტორი:

"კორონას მერე დამემართა დიაბეტი,  ახლა ვმკურნალობ..." - რა გართულებები დაუტოვა  Covid-19-მა თემურ თათარაშვილს

"კორონას მერე დამემართა დიაბეტი,  ახლა ვმკურნალობ..." - რა გართულებები დაუტოვა  Covid-19-მა თემურ თათარაშვილს

მომღერალი თემურ თათარაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მას დიაბეტი განუვითარდა და ახლა მკურნალობს.

სწორედ ამიტომ, თათარაშვილი ამბობს, რომ ყველამ უნდა აიცრას. აღნიშნულის შესახებ მომღერალმა "რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

"კორონას მერე დამემართა დიაბეტი, ახლა ვმკურნალობ, იმედია, რომ გამივლის.

ამიტომ, ყველამ უნდა ავიცრათ. კორონას გადატანის შემდეგ, ორჯერ ავიცერი და მე კი არა, სახლში მწოლიარე დედა მყავს, მივიყვანე და ავაცრევინე“ - ამბობს თათარაშვილი.