მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მის ადგილზე შემოვიდოდი, როგორც ნავალნი - კაცურად, მხრებგაშლილი" - ელისაშვილი
"სააკაშვილი გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მის ადგილზე შემოვიდოდი, როგორც ნავალნი - კაცურად, მხრებგაშლილი" - ელისაშვილი

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 14 ოქ­ტომ­ბერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით და­გეგ­მილ აქ­ცი­ას არ შე­უ­ერ­თდე­ბა, რად­გან მას და მის პარ­ტი­ას ექ­სპრე­ზი­დენ­ტი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად არ მი­აჩ­ნია.

„პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბიც, სა­დაც, მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი იკ­ვე­თე­ბა.

„რა თქმა უნდა, ამ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებთ. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი არ არის. ეს არის ჩვე­ნი პარ­ტი­უ­ლი პო­ზი­ცია.

არის კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბე­ბი, რაც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. რა ვქნა, მარ­ტო მე მაქვს ასე­თი მეხ­სი­ე­რე­ბა? მე მახ­სოვს, რომ 7 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს „იმედ­ში“ შე­ვარ­და სპეც­რაზ­მი და და­ლე­წა იქა­უ­რო­ბა, ტყვი­ებს ეს­როდ­ნენ და „პან­ჩუ­რე­ბით“ გა­მო­ყა­რეს იქი­დან. მარ­ტო მე მახ­სოვს ეს და ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე გა­კეთ­დე­ბო­და? მე მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი წევ­რი, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი დღი­სით, მზი­სით სპეც­რაზმმა სცე­მა და მერე არ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ეს საქ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, არც მე და არც ჩემს პარ­ტი­ას არ მიგ­ვაჩ­ნია პო­ლიტ­პა­ტიმ­რად”, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ „პო­ლა­რი­ზე­ბის მეტი არა­ფე­რი მო­ი­ტა­ნა“ და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და.

„სა­ა­კაშ­ვილს იმა­ზე მეტი გამ­ბე­და­ო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, ვიდ­რე მე­გო­ნა, რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია, თუმ­ცა ჩემ­თვის, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის­თვის, უბ­რა­ლოდ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო რო­გორც შე­მო­ვი­და. ის ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი არ არის, ორ­ჯერ იყო ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ორ­ჯერ იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი, რა­ღა­ცა მწვა­ნი­ლის „იმით“ რომ შე­მო­ი­პა­რე­ბი, ჩემი აზ­რით, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­საც მარ­თავ­დი ორი ვა­დით.

მე სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­გი­ლას რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რო­გორც ნა­ვალ­ნი ჩა­ვი­და კა­ცუ­რად, მხრებ­გაშ­ლი­ლი, წი­ნას­წარ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად, კა­მე­რე­ბის თან­დას­წრე­ბით და თქვა, რომ ჩავ­დი­ვარ, ვიცი და­მა­კა­ვე­ბენ, მაგ­რამ ჩავ­დი­ვარ, ეს უფრო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის. მე ასე არ მო­ვიქ­ცე­ო­დი, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ მისი არ­ჩე­ვა­ნია და კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ცოტა არ იყოს გა­მა­ო­ცა იმი­ტომ, რომ მთლად ეგე­თი გამ­ბე­და­ვიც თუ იყო არ მე­გო­ნა, სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გამ­ძაფ­რე­ბის მეტი არა­ფე­რი მოგ­ვი­ტა­ნა, ამომ­რჩევ­ლის ქცე­ვა შეც­ვა­ლა, ერთი მხრივ, შე­ა­ში­ნა „ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი და და­რაზ­მა და იმი­ტომ მი­ი­ღო დიდი შე­დე­გი. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ი­ძაბ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა სხვა პარ­ტი­ის­თვის აპი­რებ­დნენ ხმის მი­ცე­მას, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ და­ი­ნა­ხეს, ვა­ი­მე, მარ­თლა არ დაბ­რუნ­დე­სო, გა­ვარ­დნენ და „ოც­ნე­ბა“ შე­მო­ხა­ზეს. მე­ო­რე მხრივ, ასე­ვე და­რაზ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბიც შე­ა­ფა­სა და გა­მარ­თუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რეს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მისი თქმით, „ჩა­წი­კწი­კე­ბულ­მა“ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსმა იმუ­შა­ვა და არ­ჩევ­ნე­ბი არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა.

„ალა­ლი და უსაყ­ვე­დუ­რო იყოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მაგ­რამ ხომ წე­სი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და? თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის დღე. არ უნ­დათ თქმა, რომ ჩვენ, რის­თვი­საც თავი გა­დავ­დეთ, მარ­თლა გან­ხორ­ცი­ელ­და. 20%-ია გა­დათ­ვლი­ლი, ოპო­ზი­ცი­ამ ერთი ფაქ­ტი და­დოს, ერთი ოქმი და­დოს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი.

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი არე­გუ­ლი­რებს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს იყო გა­მარ­თუ­ლი და ამის­თვის მად­ლო­ბა ცეს­კოს, თავ­მჯდო­მა­რი­ან რი­გით თა­ნამ­შრომ­ლი­ა­ნად - გა­მარ­თუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი. ყვე­ლა შე­ფა­სე­ბა­ში ასე წე­რია, ასე იწყე­ბა, რომ მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ იყო გა­მარ­თუ­ლი, არ­ცერ­თი ოქმი არ არის გა­და­ჯღაბ­ნი­ლი, ჩას­წო­რე­ბუ­ლი არ არის, არ­ცერ­თი ნა­მა­მა­ძაღ­ლა­რი არაა, თუ არა და გა­მო­ი­ტა­ნონ. 20% გა­და­ით­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ცდო­მი­ლე­ბა იყო 0,01%. ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ ამას, ცეს­კომ ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და.

მე ახალ ცეს­კო­ზე ვსა­უბ­რობ, ცეს­კოს ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, სა­დაც პირ­ვე­ლა­დაა, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია მო­ად­გი­ლე ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის და გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა. იმ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მამ, ჩა­წი­კწი­კე­ბულ­მა, მარ­თლა იმუ­შა­ვა, 100 მეტ­რის პე­რი­მეტრმა იმუ­შა­ვა. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს ყვე­ლა უბ­ნის ჩა­ნა­წე­რი აიტ­ვირ­თა. გა­მო­ვი­და მე­ო­რე დღეს ვინ­მე და „გა­და­დე­ქი, გა­და­დე­ქიო“ ან გა­ყალბ­დაო ყვი­რო­და? არა ხომ? ამას მი­ვაღ­წი­ეთ.

თვი­თონ სა­არ­ჩევ­ნო დღე იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, არ­ნა­ხუ­ლად კარ­გი, ეს მო­ი­ტა­ნა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მამ, რი­თიც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, მეც, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნიც და მთე­ლი ჩვე­ნი პარ­ტია, რომ­ლებ­მაც თავი გა­დავ­დეთ ამის­თვის. ვამ­ბობ­დით, რომ ერთი დღე მო­ვი­დეს არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს რო­დე­საც არ გა­მო­ვარ­დე­ბა ქუ­ჩა­ში ხალ­ხი და ეს დღე დად­გა“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო ელისაშვილს
102

გაბედული კაცი, მწვანილში თავჩარგული არ შემოვიდოდა, ალეკოოო...უბრალოდ, აშკარად პრობლემა აქვს და ციხეში უსაფრთხოდაა, ესაა ჩემი აზრი, ქოცები ცივ ნიავს არ მიაკარებენ მიშიკოს, თვალისჩინივით გაუფრთხილდებიან.

ბესო B.
20

ქოცზე მეტად ქოცობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სააკაშვილი გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მის ადგილზე შემოვიდოდი, როგორც ნავალნი - კაცურად, მხრებგაშლილი" - ელისაშვილი

"სააკაშვილი გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მის ადგილზე შემოვიდოდი, როგორც ნავალნი - კაცურად, მხრებგაშლილი" - ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, რადგან მას და მის პარტიას ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეებიც, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იკვეთება.

„რა თქმა უნდა, ამ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია.

არის კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება. რა ვქნა, მარტო მე მაქვს ასეთი მეხსიერება? მე მახსოვს, რომ 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდა სპეცრაზმი და დალეწა იქაურობა, ტყვიებს ესროდნენ და „პანჩურებით“ გამოყარეს იქიდან. მარტო მე მახსოვს ეს და ეს სააკაშვილის გარეშე გაკეთდებოდა? მე მახსოვს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით სპეცრაზმმა სცემა და მერე არ გამოძიებულა სააკაშვილის დროს ეს საქმე. შესაბამისად, არც მე და არც ჩემს პარტიას არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ „პოლარიზების მეტი არაფერი მოიტანა“ და წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება მოხდა.

„სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, რაც მართალია, მართალია, თუმცა ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის „იმით“ რომ შემოიპარები, ჩემი აზრით, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს, რომელსაც მართავდი ორი ვადით.

მე სააკაშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, მხრებგაშლილი, წინასწარ დეკლარირებულად, კამერების თანდასწრებით და თქვა, რომ ჩავდივარ, ვიცი დამაკავებენ, მაგრამ ჩავდივარ, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის. მე ასე არ მოვიქცეოდი, სხვაგვარად მოვიქცეოდი, მაგრამ მისი არჩევანია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს გამაოცა იმიტომ, რომ მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ პოლარიზაციის გამძაფრების მეტი არაფერი მოგვიტანა, ამომრჩევლის ქცევა შეცვალა, ერთი მხრივ, შეაშინა „ოცნების“ ამომრჩეველი და დარაზმა და იმიტომ მიიღო დიდი შედეგი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაიძაბნენ, შეიძლება სხვა პარტიისთვის აპირებდნენ ხმის მიცემას, მაგრამ სააკაშვილი რომ დაინახეს, ვაიმე, მართლა არ დაბრუნდესო, გავარდნენ და „ოცნება“ შემოხაზეს. მეორე მხრივ, ასევე დარაზმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა და გამართულად ჩატარებული არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, „ჩაწიკწიკებულმა“ საარჩევნო კოდექსმა იმუშავა და არჩევნები არ გაყალბებულა.

„ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ, რისთვისაც თავი გადავდეთ, მართლა განხორციელდა. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული.

საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად - გამართული და აბსოლუტურად გამართული. ყველა შეფასებაში ასე წერია, ასე იწყება, რომ მადლობა იმისთვის, რომ იყო გამართული, არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.

მე ახალ ცესკოზე ვსაუბრობ, ცესკოს ახალ შემადგენლობაზე, სადაც პირველადაა, რომ ოპოზიციონერია მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის და გამართულად იმუშავა. იმ საარჩევნო რეფორმამ, ჩაწიკწიკებულმა, მართლა იმუშავა, 100 მეტრის პერიმეტრმა იმუშავა. არჩევნების მეორე დღეს ყველა უბნის ჩანაწერი აიტვირთა. გამოვიდა მეორე დღეს ვინმე და „გადადექი, გადადექიო“ ან გაყალბდაო ყვიროდა? არა ხომ? ამას მივაღწიეთ.

თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ, რითიც ძალიან ვამაყობთ, მეც, ლევან იოსელიანიც და მთელი ჩვენი პარტია, რომლებმაც თავი გადავდეთ ამისთვის. ვამბობდით, რომ ერთი დღე მოვიდეს არჩევნების მეორე დღეს როდესაც არ გამოვარდება ქუჩაში ხალხი და ეს დღე დადგა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.