ტელეწამყვანი და მსახიობი, ილო ბეროშვილი "მთავარი არხის" ეთერში,. გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" ნარკოდამოკიდებულებისთვის თავის დანებების უმძიმეს გამოცდილებას იხსენებს . ბეროშვილის თქმით, ის ექვსსათიან ხელოვნურ კომაში იყო და არსებობდა შანსი, რომ კომიდან ვერ გამოსულიყო.
"ისე ისტერიკულად მინდოდა, რომ გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. იყო მეთოდი, რომელიც ლეგენდასავით დადიოდა მომხმარებლებში. ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც აკეთებდა ხელოვნურ კომას. ევსსაათიანი პროცედურა იყო. გარკვეული პრეპარატი უნდა შეეყვანათ ორგანიზმში, რომლის შედეგადაც, რაც თვენახევარში უნდა გაგევლო, ლომკები და მთელი უბედურებები, გადიოდი იმ ექვსსათიან კომაში. სამიდან ხუთ პროცენტამდე იყო შანსი, რომ საერთოდ ვერ გაიღვიძებდი.
ძალიან ძვირი ღირდა. ვაგროვე ფული, თანხა შევაქუჩე, რომ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან. ვამბობდი, მეთქი ასე ვეღარ ვიქნები. იცი, რაზე ვტიროდი ხოლმე მერე ყოველ ღამე? სულ ვფიქრობდი იმ დღეზე, როცა ეს პირველად გავაკეთე, მებრალებოდა ჩემი თავი, ყოველ დღე მეტირებოდა იმაზე, რომ მახსენდებოდა, ტყეში როგორ დავრბოდი, ბუნებაში რომ ვიყავი, ჯანმრთელი რომ ვიყავი, ცოცხალი, ისე მენანებოდა და ისე ვნანობდი ამას.
აბსოლუტურად უგრძნობი ვიყავი ყველას მიმართ.
მივედი ამ ექიმთან,. ამიხსნა, როგორი პროცედურა იყო. დავწექი... გარეთ დგას ანი, უნდა შემოსვლა. წარმოიდგინე შენთვის საყვარელი ადამიანი შედის, შენ გარეთ ხარ, არ იცი იქ რა ხდება და იცი, რომ შეიძლება ექიმი გამოვიდეს და თქვას, რომ პროცედურა წარუმატებელი აღმოჩნდა.
მეღვიძება და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თხევადი ვარ, ვერ ვგრძნობ ვერაფერს. კივილით მეღვიძება, ყველაფერი წურწურით გამდის და მე ეგეთი შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია. მეგონა, რომ როგორც წყალი, სადღაც წავიდოდი... ვყვირი, ვყვირი, ვყვირი... ის ღამე ხომ იყო ჯოჯოხეთი, ტირილი, ქვითინი... მე ეგეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს და არც არავის არ ვუსურვებ.... კოშმარი.
სახლში წამოვედი, ვიყავი პამპერსებში. ანის მივყავდი და მამაჩემს. დავრჩით მარტო, იმიტომ რომ ანის გარდა არავის არ ვიკარებდი, სამი დღე ანი მივლიდა ამ პამპერსებში. ორი კვირა საერთოდ ისე ცუდად ვიყავი რომ ღამეები არ მეძინა", - ამბობს ილო ბეროშვილი.