ავტორი:

"გამაგრდი,  ჩემო მიშა,  მაგრად დადექი" - რა ლექსი წაუკითხა მერაბ სეფაშვილმა მიხეილ სააკაშვილს

"გამაგრდი,  ჩემო მიშა,  მაგრად დადექი" - რა ლექსი წაუკითხა მერაბ სეფაშვილმა მიხეილ სააკაშვილს

მომღერალი მერაბ სეფაშვილი იმ ცნობილ სახეებს შორისაა, რომლებიც წლების განმავლობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან.

მომღერალმა პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს "მთავარი არხის" ეთერიდან მიმართა და აღნიშნა, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა ექსპრეზიდენტის სამშობლოსადმი სიყვარულში.

საუბარი კი ილია ჭავჭავაძის ლექსით, "მესმის, მესმის, სანატრელი“ - დაასრულა.

მერაბ სეფაშვილი:

"გამაგრდი, ჩემო მიშა, მაგრად დადექი. ეჭვი არ მეპარებოდა მის სამშობლოს სიყვარულში. მან ბევრი რამ კარგი გააკეთა. ექსპრომტად გამახსენდა და პატარა ლექსს ვეტყვი:

"მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!"

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის ციხეში იმყოფება და უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს.

ნახეთ ვიდეო: