მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი
"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი

სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს ქა­ლაქს და სა­ცხოვ­რებ­ლად სოფ­ლად მი­დის, იქ­მნის სრუ­ლი­ად ახალ გა­რე­მოს და მი­წა­ზე შრო­მით ცდი­ლობს, თვი­თონ მო­ი­პო­ვოს სარ­ჩო. დღეს ერთი ასე­თი ოჯა­ხის ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ეკა­ტე­რი­ნე კო­ბა­ხი­ძე მუ­სი­კო­სია, მუ­სი­კის პე­და­გო­გად მშობ­ლი­ურ ქუ­თა­ის­ში ოთხ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნობ­და, მაგ­რამ იმე­დი გა­უც­რუვ­და, რად­გან იმ ენერ­გი­ის სა­ფა­სურს ვერ იღებ­და, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ხარ­ჯავ­და, ამი­ტომ ოჯახ­თან ერ­თად და­ი­წყო ფიქ­რი, სა­ცხოვ­რებ­ლად სოფ­ლად გა­და­სუ­ლიყ­ვნენ.

ეკა­ტე­რი­ნე კო­ბა­ხი­ძე:

- გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად მეზ­რუ­ნა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის, ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა­ზე და ჩემი ხე­ლით მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მინ­დო­და. ბან­კის სეს­ხით ბაღ­და­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო დიმ­ში მიწა ვი­ყი­დეთ და აქ გად­მო­ვე­დით. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, სა­ირ­მის მთებ­ში ვართ ჩაფ­ლუ­ლი, ირ­გვლივ სა­ო­ცა­რი ტყე, ხე­დე­ბი და გა­რე­მოა. მას შემ­დეგ, რაც აქა­უ­რო­ბას სა­ბო­ო­ლოდ მივ­ცემთ ისეთ სა­ხეს, რო­გო­რიც გვინ­და, მაქვს იდეა, გა­ვა­კე­თო ბავ­შვთა ბა­ნა­კი, თან პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი, ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ვფიქ­რობ, მათ­თვის რა­ღაც კარ­გის შექ­მნა შე­მიძ­ლია. ბავ­შვებს ჩემი ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი­თაც გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. შევ­ძლებ, მი­წას­თან შრო­მა ვას­წავ­ლო და ავუხ­სნა, რა­ო­დენ კარ­გია ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­ერ­თოდ, ბა­ნა­კი ჩემს ბავ­შვო­ბას­თან კარ­გად ასო­ცირ­დე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს. მოკ­ლედ, მინ­და, ბავ­შვე­ბის­თვის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შევ­ქმნა. ჩვენ­თან ისი­ნი გარ­და იმი­სა, რომ და­ის­ვე­ნე­ბენ, ხომ ვამ­ბობ, სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბის ელე­მენ­ტებ­საც და­ე­უფ­ლე­ბი­ან, რად­გა­ნაც ქა­ლაქ­ში გაზ­რდილ ახალ­გაზ­რდებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, რომ მი­წას­თან იშ­რო­მონ. მოკ­ლედ, მინ­და, რომ ასე­თი რამ, შევ­ძლო.

- შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი გქო­ნი­ათ...

- კი, მაგ­რამ ჯერ ვცდი­ლობ, ჩემს შვი­ლებს ჰქონ­დეთ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი და მხო­ლოდ ამის მერე შე­ვუდ­გე­ბი სხვა იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ზემო დიმი დიდი სო­ფე­ლია, სა­დაც 5000 კვმ მი­წის ფარ­თო­ბი გვაქვს. 10 წლის მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი იყო, ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­რე­მონ­ტეთ... ახლა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ყვე­ლა ოთა­ხი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია.

- ქა­ლაქ­ში აღარ მუ­შა­ობთ?

- მე­უღ­ლე ქუ­თა­ის­ში, ბან­კში მუ­შა­ობს, ყო­ველ­დღე და­დის სამ­სა­ხურ­ში. იქამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის სა­ვა­ლია. მე მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით მი­წევს მცი­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. და­ნარ­ჩენ დროს სახ­ლსა და ეზო­ში სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას ვუთ­მობ. უფ­რო­სი შვი­ლი მე-13 წე­ლი­წად­შია და ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მთე­ლი დღე სჭირ­დე­ბა ეზო-კა­რის მოვ­ლას, მი­წას­თან სა­მუ­შა­ოც ბევ­რია. ზა­ფხულ­ში ბევ­რი ბოსტნე­უ­ლი მო­ვი­წი­ეთ, მთელ ოჯახს გვე­ყო და სა­ზამ­თრო­დაც საკ­მა­რი­სად და­ვა­კონ­სერ­ვე.

- რა მო­იყ­ვა­ნეთ ბოს­ტან­ში?

- თა­ვი­დან გვი­თხრეს, - ვე­რა­ფერს მო­იყ­ვანთ, მიწა მწი­რი­აო, მაგ­რამ ჩვენ მი­წის სიმ­წი­რე ვერ ვიგ­რძე­ნით. ყვე­ლა­ფე­რი მო­ვი­და: ლო­ბიო, სი­მინ­დი, კარ­ტო­ფი­ლი, პო­მი­დო­რი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნი­ლი. იმ­დე­ნი მო­სა­ვა­ლი გვქონ­და, ყო­ველ მე­ო­რე დღეს ბოსტნი­დან კა­ლა­თე­ბით გა­მოვ­დი­ო­დი. ახ­ლა­ხან დას­რულ­და პო­მიდვ­რის მო­სა­ვა­ლი. ჩვე­ნი პა­ტა­რა გო­გო­ნა დი­ლა­ო­ბით ბოს­ტან­ში იპა­რე­ბო­და, იქვე კრეფ­და პო­მი­დორს, კიტრს და ჭამ­და, მაგ­რამ არ მე­ში­ნო­და, რად­გან უწამ­ლა­ვი პრო­დუქ­ტი გვქონ­და. მხო­ლოდ ვთოხ­ნი­დით, ბა­ლახს ვა­შო­რებ­დით და ხში­რად ვრწყავ­დით.

- წყა­ლი გაქვთ?

- ჭა გვაქვს ეზო­ში. ისე, სო­ფელ­ში წყა­ლი ჭირს, თუ ეს პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­და, ალ­ბათ, მე­ო­რე ჭა­საც გა­ვა­კე­თებთ.

- ხე­ხი­ლი, ალ­ბათ, ეზო­ში დაგ­ხვდათ...

- კი, ხე­ხი­ლი იყო, თუმ­ცა ეზო ბა­ლა­ხი­თა და ეკ­ლე­ბით იყო სავ­სე. გავ­წმინ­დეთ, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ... ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი მა­სა­ლაა სა­ი­მი­სოდ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მეს­წავ­ლა. ასე­ვე არის არა­ერ­თი სა­მე­ურ­ნეო ჯგუ­ფი, სა­დაც ყვე­ლა­ფერს უან­გა­როდ გას­წავ­ლი­ან და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუხსც გცე­მენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ხილს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ხილი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კუ­თხე, სა­დაც რამე არ მო­დის? არ მინ­და, ვინ­მემ ცუ­დად გა­მი­გოს, მაგ­რამ მთე­ლი დღე ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ა­ში 300 ლა­რად რა­ტომ უნდა იმუ­შაო, როცა შე­გიძ­ლია, სა­კუ­თარ მი­წა­ზე შენი შრო­მით სამ­ყო­ფი პრო­დუქ­ტი მო­იყ­ვა­ნო და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რი­თაც დატ­კბე?! ტრა­გე­დია არ არის ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში წა­მოს­ვლა. მი­ხა­რია აქ ცხოვ­რე­ბა და ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა, ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში ვიღ­ვი­ძებ. სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე მე­უფ­ლე­ბა, როცა ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი მეს­მის და ბუ­ნე­ბის სა­ო­ცარ ფე­რებს ვუ­ყუ­რებ... მე­გობ­რებს კი შა­ბათ-კვი­რას ვნა­ხუ­ლობთ, როცა საქ­მის­გან ვის­ვე­ნებთ. ხან ისი­ნი მო­დი­ან, ხან ჩვენ მივ­დი­ვართ და დღე­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­დის. ისე­თი გან­წყო­ბა და გან­ცდა მაქვს, რომ ჩემს ოც­ნე­ბას ვიხ­დენ, არა­და, ყვე­ლას ეგო­ნა, ერთ კვი­რა­ში გა­მო­იქ­ცე­ვით, მანდ ვერ გაძ­ლებ­თო. ჩემს მოყ­ვა­ნილ ბოსტნე­ულს რომ ვაჩ­ვე­ნებ მე­გობ­რებს, ნაც­ნო­ბებს, ახ­ლობ­ლებს, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია.

- ვე­ნახ­საც უვ­ლით?

- ვე­ნა­ხი გამ­ხმა­რი დაგ­ვხვდა, არა­და, აქეთ კარ­გი ვე­ნა­ხე­ბი აქვს, ჰოდა, ამა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ხე­დავთ... ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ იმ­დე­ნი ბოსტნე­უ­ლი მო­ვიყ­ვა­ნე, სუ­პერ­მარ­კეტ­ში სა­ყიდ­ლად აღარ წავ­სულ­ვარ, არა­და, წლე­ულს პო­მი­დო­რი 3 ლარი ღირ­და... მოკ­ლედ, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სო­ფე­ლი მა­ღალმთი­ა­ნი არ არის, ქა­ლაქთან ახ­ლო­საა, მაგ­რამ გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ აქა­უ­რო­ბას ახალ­გაზ­რდე­ბი მა­ინც ტო­ვე­ბენ. ყვე­ლას გაქ­ცე­ვა­ზე უჭი­რავს თვა­ლი, არა­და, ხომ შე­იძ­ლე­ბა, სა­მე­ურ­ნეო საქ­მე ისე ის­წავ­ლო, რომ ის შენი პრო­ფე­სია გახ­დეს. ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ, მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბათ და მი­დი­ან. თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს სო­ფელ­ში ყოფ­ნაც ეთა­კი­ლე­ბათ...

- ე.ი. შვი­ლებს სა­მე­ურ­ნეო საქ­მეს აჩ­ვევთ და ას­წავ­ლით...

- უფ­რო­სი ბიჭი, რო­გორც გი­თხა­რით, საქ­მე­ში მთე­ლი ზა­ფხუ­ლი მეხ­მა­რე­ბო­და - ეს იყო ხი­ლის დაკ­რე­ფა თუ ბა­ლა­ხის გა­მარ­გვლა. ამ შრო­მას მცი­რე დო­ზე­ბით ვაჩ­ვევ, რად­გან არ ვიცი, რა დრო მოვა, ბავ­შვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა იცოდ­ნენ. რა­საც ის­წვა­ლი­ან, სა­მო­მავ­ლოდ თუ არ გა­მო­ად­გე­ბათ, მისი ცოდ­ნა არ აწყენთ. თუნ­დაც სა­მო­მავ­ლოდ სოფ­ლის და გლე­ხის შრო­მის და­ფა­სე­ბა ექ­ნე­ბათ.

- ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლი და პი­რუ­ტყვი არ გყავთ?

- ქათ­მე­ბი გვყავს, მაგ­რამ ჯერ ბევ­რი არა. ფი­ნან­სე­ბი უნდა და ვერ შე­ვი­ძი­ნე. ძრო­ხაც მინ­და, გვყავ­დეს, რომ შვი­ლებს ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი ჰქონ­დეთ.

- მუ­სი­კო­სი ხართ - სო­ფელ­ში ფორ­ტე­პი­ა­ნო არ წა­მო­ი­ღეთ?

- არა, მაგ­რამ მე­უღ­ლე უკ­რავს გი­ტა­რა­ზე და ყო­ველ სა­ღა­მოს საქ­მეს რომ მოვ­რჩე­ბით, გა­მოვ­დი­ვართ ჩვენს ლა­მაზ აი­ვან­ზე, ჩაი, ყა­ვას მი­ვირ­თმევთ, მე­უღ­ლე გი­ა­ტა­რა­ზე უკ­რავს, მე ვმღე­რი... თუმ­ცა მე სულ ვმღე­რი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა საქ­მე­საც არ უნდა ვა­კე­თებ­დე... ფორ­ტე­პი­ა­ნო ქუ­თა­ის­ში მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე გვაქვს და ცოტა რთუ­ლია, მისი იქი­დან ჩა­მო­ტა­ნა. ამი­ტომ, ვა­პი­რებ, ელექტრო­პი­ა­ნი­ნო შე­ვი­ძი­ნო და მერე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა... ჩემი ბიჭი ფლე­ი­ტა­ზე უკ­რავს და ასე გა­დის სა­ღა­მო­ო­ბით დრო - მოკ­ლედ, საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში კონ­ცერ­ტებ­საც ვა­ტა­რებთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის და­ფა­სე­ბა სა­თა­ნა­დოდ არ ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი პი­რო­ბე­ბია, ცუ­დად არ მინ­და, გა­მი­გონ, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდას გა­სა­ქა­ნი არ აქვს...

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რას ურ­ჩევ­დით სხვებს?

- ხომ ვამ­ბობ, მე­გო­ნა, ამ ყვე­ლა­ფერს ვერ შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­და, ამი­ტომ მთა­ვა­რია მი­ზა­ნი, მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი, მერე უკვე ყვე­ლა­ფერს გუ­ლით აკე­თებ და საქ­მეც გა­მო­დის.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
0

ძალიან ნაყოფიერი და ლამაზი სოფელია ზედა დიმი. წარმატებები

ია
6

რა ლამაზი გოგო ხარ. წარმატებას გისურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი

"10 წლის მიტოვებული სახლი სესხით ვიყიდეთ... ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში გამოვიქცეოდით" - ქალაქიდან სოფელში გადასახლებული მუსიკოსის ოჯახი

სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფლად მიდის, იქმნის სრულიად ახალ გარემოს და მიწაზე შრომით ცდილობს, თვითონ მოიპოვოს სარჩო. დღეს ერთი ასეთი ოჯახის ამბავს მოგიყვებით. ეკატერინე კობახიძე მუსიკოსია, მუსიკის პედაგოგად მშობლიურ ქუთაისში ოთხ სხვადასხვა სამსახურში საქმიანობდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რადგან იმ ენერგიის საფასურს ვერ იღებდა, რასაც ყოველდღიურად ხარჯავდა, ამიტომ ოჯახთან ერთად დაიწყო ფიქრი, საცხოვრებლად სოფლად გადასულიყვნენ.

ეკატერინე კობახიძე:

- გადავწყვიტე, თავად მეზრუნა საკუთარი სურვილების, ოცნების ახდენაზე და ჩემი ხელით მეკეთებინა, რაც მინდოდა. ბანკის სესხით ბაღდათის რაიონის სოფელ ზემო დიმში მიწა ვიყიდეთ და აქ გადმოვედით. ბუნება ძალიან კარგია, საირმის მთებში ვართ ჩაფლული, ირგვლივ საოცარი ტყე, ხედები და გარემოა. მას შემდეგ, რაც აქაურობას საბოოლოდ მივცემთ ისეთ სახეს, როგორიც გვინდა, მაქვს იდეა, გავაკეთო ბავშვთა ბანაკი, თან პროფესიით პედაგოგი, ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, მათთვის რაღაც კარგის შექმნა შემიძლია. ბავშვებს ჩემი ჯანსაღი პროდუქტითაც გავუმასპინძლდები. შევძლებ, მიწასთან შრომა ვასწავლო და ავუხსნა, რაოდენ კარგია ეს ყველაფერი. საერთოდ, ბანაკი ჩემს ბავშვობასთან კარგად ასოცირდება, სასიამოვნო მოგონებები მაქვს. მოკლედ, მინდა, ბავშვებისთვის რაღაც განსაკუთრებული შევქმნა. ჩვენთან ისინი გარდა იმისა, რომ დაისვენებენ, ხომ ვამბობ, სამეურნეო საქმიანობის ელემენტებსაც დაეუფლებიან, რადგანაც ქალაქში გაზრდილ ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში, იმის საშუალება არ აქვთ, რომ მიწასთან იშრომონ. მოკლედ, მინდა, რომ ასეთი რამ, შევძლო.

- შორს მიმავალი გეგმები გქონიათ...

- კი, მაგრამ ჯერ ვცდილობ, ჩემს შვილებს ჰქონდეთ ჯანსაღი პროდუქტი და მხოლოდ ამის მერე შევუდგები სხვა იდეების განხორციელებას. ზემო დიმი დიდი სოფელია, სადაც 5000 კვმ მიწის ფართობი გვაქვს. 10 წლის მიტოვებული სახლი იყო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით გავარემონტეთ... ახლა ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი გარემონტებულია.

- ქალაქში აღარ მუშაობთ?

- მეუღლე ქუთაისში, ბანკში მუშაობს, ყოველდღე დადის სამსახურში. იქამდე ნახევარი საათის სავალია. მე მხოლოდ ინტერნეტით მიწევს მცირე სამუშაოების შესრულება. დანარჩენ დროს სახლსა და ეზოში სამეურნეო საქმიანობას ვუთმობ. უფროსი შვილი მე-13 წელიწადშია და ძალიან მეხმარება. მთელი დღე სჭირდება ეზო-კარის მოვლას, მიწასთან სამუშაოც ბევრია. ზაფხულში ბევრი ბოსტნეული მოვიწიეთ, მთელ ოჯახს გვეყო და საზამთროდაც საკმარისად დავაკონსერვე.

- რა მოიყვანეთ ბოსტანში?

- თავიდან გვითხრეს, - ვერაფერს მოიყვანთ, მიწა მწირიაო, მაგრამ ჩვენ მიწის სიმწირე ვერ ვიგრძენით. ყველაფერი მოვიდა: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანილი. იმდენი მოსავალი გვქონდა, ყოველ მეორე დღეს ბოსტნიდან კალათებით გამოვდიოდი. ახლახან დასრულდა პომიდვრის მოსავალი. ჩვენი პატარა გოგონა დილაობით ბოსტანში იპარებოდა, იქვე კრეფდა პომიდორს, კიტრს და ჭამდა, მაგრამ არ მეშინოდა, რადგან უწამლავი პროდუქტი გვქონდა. მხოლოდ ვთოხნიდით, ბალახს ვაშორებდით და ხშირად ვრწყავდით.

- წყალი გაქვთ?

- ჭა გვაქვს ეზოში. ისე, სოფელში წყალი ჭირს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ალბათ, მეორე ჭასაც გავაკეთებთ.

- ხეხილი, ალბათ, ეზოში დაგხვდათ...

- კი, ხეხილი იყო, თუმცა ეზო ბალახითა და ეკლებით იყო სავსე. გავწმინდეთ, გავასუფთავეთ... ქალაქში ვცხოვრობდი და სოფლის მეურნეობის არაფერი ვიცოდი, მაგრამ ინტერნეტში ბევრი მასალაა საიმისოდ, რომ ყველაფერი მესწავლა. ასევე არის არაერთი სამეურნეო ჯგუფი, სადაც ყველაფერს უანგაროდ გასწავლიან და ყველა კითხვაზე პასუხსც გცემენ.

რაც შეეხება ხეხილს, ყველანაირი ხილი გვაქვს. საქართველოში არსებობს კუთხე, სადაც რამე არ მოდის? არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ მთელი დღე ქალაქის მაღაზიაში 300 ლარად რატომ უნდა იმუშაო, როცა შეგიძლია, საკუთარ მიწაზე შენი შრომით სამყოფი პროდუქტი მოიყვანო და საკუთარი ნამუშევრითაც დატკბე?! ტრაგედია არ არის ქალაქიდან სოფელში წამოსვლა. მიხარია აქ ცხოვრება და ყოველი დღის გათენება, ულამაზეს ბუნებაში ვიღვიძებ. სულიერი სიმშვიდე მეუფლება, როცა ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და ბუნების საოცარ ფერებს ვუყურებ... მეგობრებს კი შაბათ-კვირას ვნახულობთ, როცა საქმისგან ვისვენებთ. ხან ისინი მოდიან, ხან ჩვენ მივდივართ და დღეები საინტერესოდ გადის. ისეთი განწყობა და განცდა მაქვს, რომ ჩემს ოცნებას ვიხდენ, არადა, ყველას ეგონა, ერთ კვირაში გამოიქცევით, მანდ ვერ გაძლებთო. ჩემს მოყვანილ ბოსტნეულს რომ ვაჩვენებ მეგობრებს, ნაცნობებს, ახლობლებს, ყველა გაოცებულია.

- ვენახსაც უვლით?

- ვენახი გამხმარი დაგვხვდა, არადა, აქეთ კარგი ვენახები აქვს, ჰოდა, ამასაც აუცილებლად მივხედავთ... ძალიან მიხარია, რომ იმდენი ბოსტნეული მოვიყვანე, სუპერმარკეტში საყიდლად აღარ წავსულვარ, არადა, წლეულს პომიდორი 3 ლარი ღირდა... მოკლედ, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. სოფელი მაღალმთიანი არ არის, ქალაქთან ახლოსაა, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ აქაურობას ახალგაზრდები მაინც ტოვებენ. ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი, არადა, ხომ შეიძლება, სამეურნეო საქმე ისე ისწავლო, რომ ის შენი პროფესია გახდეს. ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, მუშაობა ეზარებათ და მიდიან. თითქოს ადამიანებს სოფელში ყოფნაც ეთაკილებათ...

- ე.ი. შვილებს სამეურნეო საქმეს აჩვევთ და ასწავლით...

- უფროსი ბიჭი, როგორც გითხარით, საქმეში მთელი ზაფხული მეხმარებოდა - ეს იყო ხილის დაკრეფა თუ ბალახის გამარგვლა. ამ შრომას მცირე დოზებით ვაჩვევ, რადგან არ ვიცი, რა დრო მოვა, ბავშვებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ. რასაც ისწვალიან, სამომავლოდ თუ არ გამოადგებათ, მისი ცოდნა არ აწყენთ. თუნდაც სამომავლოდ სოფლის და გლეხის შრომის დაფასება ექნებათ.

- შინაური ფრინველი და პირუტყვი არ გყავთ?

- ქათმები გვყავს, მაგრამ ჯერ ბევრი არა. ფინანსები უნდა და ვერ შევიძინე. ძროხაც მინდა, გვყავდეს, რომ შვილებს ნატურალური რძე და რძის პროდუქტები ჰქონდეთ.

- მუსიკოსი ხართ - სოფელში ფორტეპიანო არ წამოიღეთ?

- არა, მაგრამ მეუღლე უკრავს გიტარაზე და ყოველ საღამოს საქმეს რომ მოვრჩებით, გამოვდივართ ჩვენს ლამაზ აივანზე, ჩაი, ყავას მივირთმევთ, მეუღლე გიატარაზე უკრავს, მე ვმღერი... თუმცა მე სულ ვმღერი მთელი დღის განმავლობაში, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე... ფორტეპიანო ქუთაისში მეექვსე სართულზე გვაქვს და ცოტა რთულია, მისი იქიდან ჩამოტანა. ამიტომ, ვაპირებ, ელექტროპიანინო შევიძინო და მერე ყველაფერი შეიცვლება... ჩემი ბიჭი ფლეიტაზე უკრავს და ასე გადის საღამოობით დრო - მოკლედ, საქმეების დასრულების შემდეგ სახლში კონცერტებსაც ვატარებთ. სამწუხაროა, რომ ხელოვანი ხალხის დაფასება სათანადოდ არ ხდება. საქართველოში ისეთი პირობებია, ცუდად არ მინდა, გამიგონ, მაგრამ ახალგაზრდას გასაქანი არ აქვს...

- თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევდით სხვებს?

- ხომ ვამბობ, მეგონა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა, ამიტომ მთავარია მიზანი, მონდომება და სურვილი, მერე უკვე ყველაფერს გულით აკეთებ და საქმეც გამოდის.