ავტორი:

"93-ში პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად და ასეთი შეცდომა საქართველოს აღარ ეპატიება" - რას წერს ზვიად ციკოლია სააკაშვილზე?

"93-ში პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად და ასეთი შეცდომა საქართველოს აღარ ეპატიება" - რას წერს ზვიად ციკოლია სააკაშვილზე?

ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საქართველომ არ უნდა გაიმეოროს 1993 წელს დაშვებული შეცდომა, " როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად".

"ყველამ კარგად ნახა ბოლო პერიოდში რამდენად ინერტული ვარ პოლიტიკური მოვლენების მიმართ და ბევრჯერ ავღნიშნე თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა, თუმცა ის რაც დღეს ხდება, გულგრილს ვერ დატოვებს ვერავის, ვისაც კი ოდნავ გული შესტკივა საქართველოს იმიჯზე და მომავალზე. 93-ში ერთხელ უკვე ჩავიჯვით სერიოზულად, როცა პირველი პრეზიდენტი გავისტუმრეთ იმ ქვეყნად. კიდევ ერთი ასეთი შეცდომა არამც თუ რომელიმე ხელისუფალს, არამედ სრულიად საქართველოს და ერს აღარ ეპატიება.

ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დაცინვის ობიექტები. მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ვიზეა საუბარი, შევარდნაძეზე, სააკაშვილზე თუ ზურაბიშვილზე. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე და არავის მივცეთ იმის საშუალება.

რომ მომავალში აშკარა შეცდომები წამოგვაძახონ და უფრო მეტიც, წინ დაგვახვედრონ. თხოვნით მივმართავ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ნუ გადააყოლებთ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის მომავალს. სჯობს ერთად დავდგეთ ყველა საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთად ვებრძოლოთ"- წერს ციკოლია.