ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდნენ.
პროკურორის ალექანდრე ძირკვაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მეზობლების ჩვენებები და ექსპერტების დასკვნა, რომ ბრალდებულებს დანაშაული მიუძღვით.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი სამუშაოს ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ.
სასამართლო პროცესი 1- ელ დეკემბერს ჩაინიშნა.
საყრდენი კედელი თუ მოანგრიეს , ლოგიკურად წვლილი მიუძღვით, მაგრამ ესე 2 დღეში ექსპერტების დასკვნა რანაირად დაიდო ესეც საინტერესოა.
პასუხისგებაში უნდა მიეცეს დამქირავებელი , მუშამ რა იცის , რაც დავალება მისცეს ის გაკეთა , საიდან უნდა იცოდეს მუშაომ თუ რომელ კორპუსში სიხისტის კედელი რომელია ..........