მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და რას წერს ქართველი ჩემპიონის დედაზე
დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და რას წერს ქართველი ჩემპიონის დედაზე

იტა­ლი­ის ქა­ლაქ ოლ­ბი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ და საბა ინა­ნე­იშ­ვილ­მა ოქ­როს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს. ინა­ნე­იშ­ვილ­მა ფინლ­ში უნ­გრელ სპორ­ტსმენს და­მა­ტე­ბით დრო­ში სუფ­თა გდე­ბით სძლია და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ტურ­ნირ­ზე მე­ო­თხე ოქრო მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ფი­ნა­ლურ ბლოკ­ში ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა ირაკ­ლი დე­მეტ­რაშ­ვილ­მა.

ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე საბა ინა­ნე­იშ­ვი­ლის დე­დის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში მუ­შა­ობს, ემო­ცი­ურ პოსტს და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს:

"დედა-შვი­ლის შეხ­ვედ­რა ხუ­თწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ.

გვან­ცა ჭან­ტუ­რი­ძე მი­ლან­ში 5 წლის წინ ჩა­მო­ვი­და. ეს არ ყო­ფი­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის, ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო. მან სამ­შობ­ლო­ში ოჯა­ხი და­ტო­ვა. მას შემ­დეგ ის გა­ნუ­წყვეტ­ლივ მუ­შა­ობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნილ ოჯახს ეხ­მა­რე­ბა, მათ ფულს ყო­ველ­თვი­უ­რად უგ­ზავ­ნის. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ტე­ლე­ფო­ნი­თა და შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან. ის სა­კუ­თა­რი ვა­ჟის, საბა ინა­ნე­იშ­ვი­ლის კა­რი­ე­რას მუდ­მი­ვად თვალ­ყურს ადევ­ნებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდულ­მა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ოთხი ოქ­როს მედ­ლით და ერთი ბრინ­ჯა­ო­თი სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაიაა
0

ბედნიერი შეხვედრა

xato
0

რა ლამაზები არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და რას წერს ქართველი ჩემპიონის დედაზე

დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ - რა ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და რას წერს ქართველი ჩემპიონის დედაზე

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოისტებმა ილია სულამანიძემ და საბა ინანეიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ინანეიშვილმა ფინლში უნგრელ სპორტსმენს დამატებით დროში სუფთა გდებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეოთხე ოქრო მოუტანა. ამასთან, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საბა ინანეიშვილის დედის შესახებ, რომელიც იტალიაში მუშაობს, ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:

"დედა-შვილის შეხვედრა ხუთწლიანი განშორების შემდეგ.

გვანცა ჭანტურიძე მილანში 5 წლის წინ ჩამოვიდა. ეს არ ყოფილა მოგზაურობა სიამოვნებისთვის, ეს აუცილებლობა იყო. მან სამშობლოში ოჯახი დატოვა. მას შემდეგ ის განუწყვეტლივ მუშაობს და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ეხმარება, მათ ფულს ყოველთვიურად უგზავნის. ისინი ერთმანეთს ტელეფონითა და შეტყობინებებით ეკონტაქტებიან. ის საკუთარი ვაჟის, საბა ინანეიშვილის კარიერას მუდმივად თვალყურს ადევნებს", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედლით და ერთი ბრინჯაოთი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.