მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა
სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სო­ფელ კა­ბალ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ფაქ­ტებ­ზე სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ბრალ­დე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ჯგუ­ფუ­რად შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს წა­რედ­გი­ნათ.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ა.ნ.-მ წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის გამო, ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის და და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ბალ­ში მცხოვ­რე­ბი მ.ნ.-ს და ი.მ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ეზო­ებ­ში აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბა გა­და­წყვი­ტა. ბრალ­დე­ბუ­ლი შე­უ­თან­ხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომ­ლებ­საც ფუ­ლა­დი თან­ხის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ, აფეთ­ქე­ბა უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ა.ნ.-მ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­დას­ცა რ.ა.-ს, რო­მელ­საც ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნის დრო­ის და ად­გი­ლის შე­სა­ხებ მი­უ­თი­თა. 2021 წლის 19 სექ­ტემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, რ.ა.-მ სო­ფელ კა­ბალ­ში მ.ნ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში გან­ზრახ აა­ფეთ­ქა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რი­თაც და­ზი­ან­და მ.ნ.-ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. მე­ო­რე აფეთ­ქე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და ასე­ვე ა.ნ.-ს და­ვა­ლე­ბით, 2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ი.მ-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში ორი ცალი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­და­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ი.მ-ს ავ­ტო­მო­ბი­ლი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ზი­ან­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რ.ა. და გ.მ. 2021 წლის 8 და 9 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ რ.ა.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, (ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა) სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა ჯგუ­ფუ­რად) და სსკ-ის 229-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (ორი ეპი­ზო­დი) (აფეთ­ქე­ბა წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ) წა­რუდ­გი­ნა. გ.მ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა ჯგუ­ფუ­რად) და სსკ-ის 229-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (აფეთ­ქე­ბა წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ) წა­რედ­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ა.ნ.-ს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია 2021 წლის 18 სექ­ტემ­ბერს და­ტო­ვა, ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) და 25.229-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (ორი ეპი­ზო­დი) (აფეთ­ქე­ბა წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ) და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

პროკურატურამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი აფეთქებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს წარედგინათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები მ.ნ.-ს და ი.მ.-ს საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ბრალდებული შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ. 2021 წლის სექტემბერში, ა.ნ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა რ.ა.-ს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის დროის და ადგილის შესახებ მიუთითა. 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, რ.ა.-მ სოფელ კაბალში მ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დაზიანდა მ.ნ.-ის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლი. მეორე აფეთქების განხორციელების მიზნით, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ასევე ა.ნ.-ს დავალებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდეს, რის შედეგადაც ი.მ-ს ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

სამართალდამცველებმა რ.ა. და გ.მ. 2021 წლის 8 და 9 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინა. გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა. რაც შეეხება ა.ნ.-ს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2021 წლის 18 სექტემბერს დატოვა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 25.229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაუსწრებლად წარედგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.