ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი ინგა მეკეიძე გარდაიცვალა.
"პაციენტი არის გარდაცვლილი" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო. ექიმები აცხადებდნენ, რომ ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა.
ცნობისთვის, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის ორი ბავშვი. ერთი მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მძიმეა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.
ნათელ ში ამყოფოს მისი სული უფალმა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას. შეძრული ვარ მომხდარით.
რა ლამაზი გოგოა, გაფრინდნენ ზეცას დედა-შვილები..უბედურმა ქმარმა რა ქნას, 1 წამში რომ განადგურდა ოჯახი..ნათელში ამყოფოს მათი ლამაზი სულები უფალმა.