პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, კოვიდტესტები და ცივი იარაღი - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ
სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, კოვიდტესტები და ცივი იარაღი - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ

ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი წყნე­თის მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში იმა­ლე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის ნა­თე­სავს ეკუთ­ვნის. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "კუ­რი­ე­რი" ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თე­ბი არი­ან. გა­მო­ძი­ე­ბა არ აკონ­კრე­ტებს, რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­თა წრის გა­ფარ­თო­ე­ბას აა­ნონ­სებს.

სახ­ლი, სა­დაც აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე დღე თავს აფა­რებ­დნენ, მათი ერ­თა­დერ­თი სა­მა­ლა­ვი არ ყო­ფი­ლა. მა­ნამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თბი­ლის­ში, სხვა მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორ გა­ვი­და პო­ლი­ცია მათ ად­გილ­სამ­ყო­ფელ­ზე, უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, რომ აკო ჭე­ლი­ძემ პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ფან­ჯრის მინა ჩა­ამ­სხვრია და გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­მა­ლა­ვი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჭე­ლი­ძი­სა და კა­ვი­ლა­ძის სა­მოგ­ზა­უ­როდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩან­თე­ბი, პას­პორ­ტე­ბი და ცივი ია­რა­ღი ამო­ი­ღეს. "კუ­რი­ერ­მა" გა­და­ი­ღო სწრა­ფი ტეს­ტი, რო­მე­ლი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ა­მოწ­მეს, ჰქონ­დათ საკ­ვე­ბიც და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სხვა ნივ­თე­ბიც - უც­ნო­ბია, პრო­დუქ­ტის შე­სა­ძე­ნად თა­ვად გა­დი­ოდ­ნენ, თუ მათ სხვა პირი ეხ­მა­რე­ბო­და.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მილს არ­ჩე­ვენ. წყნე­თის პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ, ჭე­ლი­ძეც და კა­ვი­ლა­ძეც რუს­თა­ვის #6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მათ დღეს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­აც­ნეს. შეც­ვლი­ან თუ არა დუ­მილს აღი­ა­რე­ბით, ჯერ უც­ნო­ბია.

"კუ­რი­ე­რი" აკო ჭე­ლი­ძის მა­მას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შვილს სი­მარ­თლის თქმას ურ­ჩევს.

ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძის ოჯა­ხი.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც "კუ­რი­ერს" რამ­დე­ნი­მე დღის წინ ესა­უბ­რა და არ გა­მო­რი­ცხა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, რომ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა და­უკ­ვე­თეს.

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრში 15 სექ­ტემ­ბერს სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე მა­მის გამო შური 20 წლის წინ მოკ­ლუ­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­მა იძი­ეს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ. ახლა გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, ვინ შე­უკ­ვე­თა 22 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბა კა­ვი­ლა­ძეს და ჭე­ლი­ძეს, რომ­ლე­ბიც 3-კვი­რი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, კა­კუ­ლი­ე­ბის ნა­თე­სა­ვის მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
0

ეხლა გაატარებენ კრიტში 17 წელს სავარაუდოდ

!!!
0

და 17 წელი, უნდა ინახო და კვებო ესენი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, კოვიდტესტები და ცივი იარაღი - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ

სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, კოვიდტესტები და ცივი იარაღი - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები წყნეთის მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ, რომელიც ძმები კაკულიების ნათესავს ეკუთვნის. აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ძმები კაკულიები მკვლელობის დამკვეთები არიან. გამოძიება არ აკონკრეტებს, რა ვერსიებზე მუშაობს, თუმცა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას აანონსებს.

სახლი, სადაც აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე რამდენიმე დღე თავს აფარებდნენ, მათი ერთადერთი სამალავი არ ყოფილა. მანამდე ბრალდებულები თბილისში, სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ. როგორ გავიდა პოლიცია მათ ადგილსამყოფელზე, უცნობია. ცნობილია, რომ აკო ჭელიძემ პოლიციის გამოჩენისთანავე ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ბრალდებულების სამალავიდან სამართალდამცველებმა ჭელიძისა და კავილაძის სამოგზაუროდ გამზადებული ჩანთები, პასპორტები და ცივი იარაღი ამოიღეს. "კურიერმა" გადაიღო სწრაფი ტესტი, რომელითაც ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, კორონავირუსი გადაამოწმეს, ჰქონდათ საკვებიც და პირველადი მოხმარების სხვა ნივთებიც - უცნობია, პროდუქტის შესაძენად თავად გადიოდნენ, თუ მათ სხვა პირი ეხმარებოდა.

ბრალდებულები დუმილს არჩევენ. წყნეთის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ჭელიძეც და კავილაძეც რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დღეს გამომძიებლებმა ბრალი ოფიციალურად გააცნეს. შეცვლიან თუ არა დუმილს აღიარებით, ჯერ უცნობია.

"კურიერი" აკო ჭელიძის მამას ესაუბრა, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულ შვილს სიმართლის თქმას ურჩევს.

ყველა კითხვას უპასუხოდ ტოვებს გიორგი კავილაძის ოჯახი.

გამოძიების ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა, რომელიც "კურიერს" რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და არ გამორიცხა მედიაში გავრცელებული ვერსია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს.

ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი თბილისის ცენტრში 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნიკო კვარაცხელიაზე მამის გამო შური 20 წლის წინ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა იძიეს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ შეუკვეთა 22 წლის ბიჭის მკვლელობა კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც 3-კვირიანი ძებნის შემდეგ, კაკულიების ნათესავის მიტოვებულ სახლში დააკავეს.