ავტორი:

"სასწრაფოს ავტომობილში გული გაუჩერდა, თუმცა საავადმყოფოში გულის მუშაობა აღუდგინეს" - როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"სასწრაფოს ავტომობილში გული გაუჩერდა, თუმცა საავადმყოფოში გულის მუშაობა აღუდგინეს" - როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ქალს სასწრაფო დახმარების მანქანაში გული გაუჩერდა, თუმცა კლინიკაში ორგანოს ფუნქციონირების აღდგენა შეძლეს.

"სასწრაფო დახმარების ავტომობილში გული გაუჩერდა, თუმცა საავადმყოფოში გულის მუშაობა აღუდგინეს. აღენიშნება ორივე კიდურის მოტეხილობა. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ. მიმდინარეობს კვლევები", - განუცხადეს ambebi.ge-ს კლინიკაში.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად შენობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.